ახალი ამბები


პლატფორმა „არა ფობიას!“ ვიტალი საფაროვის მკვლელობის ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულად კვალიფიკაციას ითხოვს

პლატფორმა “არა-ფობიას!” ეხმაურება 25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის სასტიკი მკვლელობის შემთხვევას და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას საქმე გადაკვალიფიცირდეს ჯგუფურ დანაშაულად. მიგვაჩნია, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საზოგადოებაში სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის საფრთხის მზარდ ტენდენციას, რომლის საპასუხოდაც, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები სრულყოფილად და ეფექტიანად ვერ უზრუნველყოფენ პრევენციული მექანიზმების შემუშავებას, მსგავსი დანაშაულების მოტივის სათანადო …

ახალი ამბები


ლგბტ აქტივისტებს ჩეჩნეთიდან ემუქრებიან

ჩეჩნეთში ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ წარმოებული წმენდის თაობაზე პროკურატურაში სარჩელის შეტანის გამო, რუსეთის ლგბტ აქტივისტები მუქარის შემცველ წერილებს იღებენ. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელითაც კონკრეტულ აქტივისტს ემუქრებიან. “რუსეთის ლგბტ ქსელმა” ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა სიცოცხლის მოსპობის შემცველი მუქარა, რომელიც ჩეჩნეთის მოქალაქისგან, ალი ბასხანოვისგან მიიღო. მუქარის ადრესატი ორგანიზაციის ხელმძღვანელი იგორ კოჩეტკოვია. ვიდეოში ბასხანოვი კოჩეტკოვს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება და ამბობს, რომ …

ახალი ამბები


პოლიციამ საქსესზე თავდასხმაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ბარ საქსესში 19 დეკემბერს მომხდარ ჰომოფობიურ თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს. პოლიციის ცნობით, დაკავებული, რომელსაც ბრალად ედება ორი პირის მიმართ ძალადობა, 1997 წელსაა დაბადებული. გამოძიების ინფორმაციით, გ.ჯ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. პოლიცია აცხადებს, რომ გ.ჯ-მ, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა,  სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თბილისში მდებარე ბარ „საქსესში“ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აღნიშნული …

ახალი ამბები


წულუკიანმა, სავარაუდოდ, ტრანსფობია გამოიყენა კრიტიკის ასაცილებლად – Human Rights Watch

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სავარაუდოდ, ტრანსფობიური განწყობების გამოყენებით, სცადა თავიდან აეცილებინა მისი საქმიანობის მიმართ კრიტიკა. “საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ლგბტ ადამიანები ხშირად განიცდიან ძალადობას, შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციას ცხოვრების ყველა სფეროში. ჰომოფობიური განცხადებები თანამდებობის პირების მხრიდან საზოგადოებაში გავრცელებულ ჰომოფობიას ასაზრდოებს. ივნისში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა …

ახალი ამბები


ანასტასია პირველს “საქართველოს ვარსკვლავის” მეორე ტურში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მისცეს

ანასტასია პირველი, ტრანსგენდერი ქალი, რომელიც “საქართველოს ვარსკვლავში” მონაწილეობდა და ჟიურის “ოქროს ბილეთი” მიიღო, პროექტის მეორე ტურში ვერ გადავიდა. ანასტასია პირველმა ინფორმაცია იმის შესახებ რომ მეორე ტურში ვერ გადავიდა ტელევიზიიდან შეიტყო. ამის შემდეგ იგი დაუკავშირდა პროდუსერს, რომელმაც უთხრა, რომ დაავიწყდათ მას დაკავშირებოდნენ. “სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ მე მომიწია იმის მოძიება, რა მოხდა ჩემთან დაკავშირებით. მე დავავიწყდი პროექტს, …

ახალი ამბები


პრეპ-ის ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევის პრეზენტაცია

27 დეკემბერს თანასწორობის მოძრაობამ კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომელმაც შეისწავლა რა ფაქტორები ახდენს გავლენას პრეპის პროგრამაში ბენეფიციარების ჩართვაზე. Კვლევა სახელწოდებით, “საქართველოში აივ ინფექცია შიდსის პრეექსპოზიციური პროფილაქტიკის ხელმისაწვდომობის ბარიერები მამაკაცებს, რომელთან სექსი აქვთ მამაკაცებთან და ტრანსგენდერ ქალებს შორის”, მოიცავს ორ ნაწილს: ფოკუს ჯგუფებსა და ონლაინ კითხვარს. ფოკუს ჯგუფში ჩართვა შეეძლო18  წლის ან უფროსი ასაკის მამაკაცს, რომელსაც სქესობრივი …

ახალი ამბები


ლგბტ თემის წევრის დაშანტაჟების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავეს. დაზარალებულის ინტერესებს “თანასწორობის მოძრაობა” იცავს. დაზარალებულმა თანასწორობის მოძრაობას მომართა, იმის შესახებ, რომ ბრალდებული, რომელთანაც მას ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა, თვეების განმავლობაში ფულს სძალავდა, ემუქრებოდა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით. დაზარალებულის თქმით, ბრალდებული ემუქრებოდა, რომ თუ თანხას არ მისცემდა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციას გაამჟღავნებდა. საზოგადოებაში არსებული …

ახალი ამბები