ნუ დამტოვებ კანონის მიღმა
“იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ქვიარ ადამიანები არიან, არავინ ირჩევს. შეუძლებელია აირჩიო დამცირება, აირჩიო მარტოობა, იმ მხარეს ყოფნა, სადაც შენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ დგას. არ არის ჩემთვის სულერთი რომ ვიღაცას ვეზიზღები… მე მაზიანებს ის, რომ ვიღაცას ვეზიზღები…” “მე ვარ ტატო ორაგველიძე, ტანსაცმლის დიზაინერი. ცოტა ხანი არ არის, რაც ვიბრძვი იმისთვის, რომ მე და ჩემნაირ …
“მე ვარ ტატო ორაგველიძე და ვარ ტანსაცმლის დიზაინერი. მე ვარ ქვიარ აქტივისტი, არ არის ცოტა ხანი, რაც ვიბრძვი იმისთვის, რომ მე და ჩემნაირ ათასობით ადამიანს ჰქონდეს უფლება, რომ უყვარდეს ის ვინც უნდა, რომ უყვარდეს, იყონ ბედნიერები მასთან ერთად ვისთან ერთადაც უნდათ რომ იყონ. ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, როდესაც იმ ადამიანების მხრიდან, ვისთან ერთადაც გავიზარდე, ვინც გამზარდეს, …
“მე, როგორც ყველა ადამიანს მაქვს საჭიროება, რომ ჩემ გვერდით იყოს ჩემი პარტნიორი, არ გვიწევდეს ჩვენი ურთიერთობის დამალვა, შეგვეძლოს ერთად ცხოვრება. თუმცა, ეს ყველაფერი იმდენ რისკთან არის დაკავშირებული, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია”,- ნინო ბოლქვაძე
“მე ვარ მოქალაქე, რომელიც ცდილობს, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები. როგორც ჩემი ასევე სხვისი. მე, ჩემი ბავშვობიდან დაწყებული და გაგრძელებული დღევანდელ დღემდე, მყავს ადამიანები გვერდით, მეგობრები, ნაცნობები, რომლებსაც სხვადასხვა პრობლემა აქვთ. რომლებიც იჩაგრებიან ხშირად. რის გამო ხდება ეს?! იმის გამო, რომ ეს ადამიანი გაჩნდა ასეთი. მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში ძალიან მიუღებელია ადამიანი იყოს გენდერულად სხვანაირი, იყოს …