თარგმანი


“სვლა მომავლისკენ” – ახალი ბუკლეტი აივ-დადებითი ადამიანებისთვის

თუ ახლახანს შეიტყვე საკუთარი აივ-დადებითი სტატუსის შესახებ, სახელმძღვანელო დაგეხმარება გაიგო მეტი აივ-ინფექციის შესახებ. აივ-დადებითი სტატუსის გაგება ადამიანებში არაერთგვაროვან ემოციებს აღძრავს. როგორც წესი, აივ-დადებით პირებს ამ დროს შფოთვა, დეპრესია და უსამართლობის გრძნობა უჩნდებათ. ეს სავსებით ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ თუ შფოთვა და დეპრესია ხელს გიშლით სრულფასოვან ცხოვრებაში,    აუცილებლად გაესაუბრეთ სპეციალისტს. წინამდებარე სახელმძღვანელოში შევეცდებით ნათლად და მარტივად …

ახალი ამბები
დოკუმენტები
თარგმანი


ჩრდილოვანი ფემინიზმები: ქვიარ-ნეგატიურობა და რადიკალური პასიურობა | ჯეკ ჰალბერსტამი

“თანასწორობის მოძრაობა” გთავაზობთ ჯე ჰალბერსტამის ტექსტს, “ჩრდილოვანი ფემინიზმები: ქვიარ-ნეგატიურობა და რადიკალური პასიურობა” (მთარგმნელი აია ბერაია). აბსტრაქტი „დედის დაკარგვის“ განკარგულებით დაწყებული და „მე-ს“ სრული დაშლის ადვოკატირებით გაგრძელებული, მე ვიკვლევ ფემინისტურ პოლიტიკას, რომელიც კეთებისგან კი არა, უმოქმედობისგან – ქალად ყოფნის, ან ქალად გახდომისგან კი არა, არამედ ამაზე უარის თქმისგან გამომდინარეობს, როგორც ეს დასავლურმა ფილოსოფიამ განსაზღვრა და წარმოიდგინა. …

თარგმანი


ჰომონაციონალიზმი, როგორც კრებული: ვირუსული მოგზაურობები, აფექტური სექსუალობები

ამ სტატიაში ჩემი მიზანია გეი და ლესბოსური მოძრაობების მომძლავრების კონტექსტუალიზაცია იმ დებატების ფარგლებში, რაც უფლებების დისკურსებსა და უფლებებზე დაფუძნებული სუბიექტის შესახებ მიმდინარეობს, და რაც, ალბათ, ლიბერალიზმის ყველაზე ძლიერი აფროდიზიაკია. ვიკვლევ, თუ როგორ იქცა სექსუალობა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ფორმაციად „ნორმალური“ მოქალაქეობის არტიკულაციისთვის ისეთი რეგისტრების კვეთით, როგორებიცაა გენდერი, კლასი და რასა – როგორც ნაციონალურ, ასევე ტრანსნაციონალურ დონეზე. …

თარგმანი


ფროიდის დაცემული ქალები: იდენტიფიკაცია, სურვილი და ,,ჰომოსექსუალობა ქალში’’

“აღნიშნული ესე ეხება ფსიქოანალიტიკურ ტექსტებს შორის ერთ–ერთ ყველაზე ნაკლებად განხილულ ნაშრომს, ზიგმუნდ ფროიდის 1920 წლის შემთხვევის ისტორიას, სახელწოდებით ,,ჰომოსექსუალობის ფსიქოგენეზი ქალში’’. მისი მიზანია, შეისწავლოს ის ფარული მეტაფორები, რომლებსაც ქალების ინვერსიის  შესახებ ფროიდის თეორია ეფუძნება. მივიჩნევ რა, რომ ვერც ერთი მეცნიერული ენა ვერ იქნება მეტაფორებისგან თავისუფალი, ვამტკიცებ, რომ ,,დაცემის’’ კოგნიტური პარადიგმა, რომელსაც ფროიდი ქალის ჰომოსექსუალობის ,,ასახსნელად’’ …

თარგმანი