სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავეს. დაზარალებულის ინტერესებს “თანასწორობის მოძრაობა” იცავს.
დაზარალებულმა თანასწორობის მოძრაობას მომართა, იმის შესახებ, რომ ბრალდებული, რომელთანაც მას ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა, თვეების განმავლობაში ფულს სძალავდა, ემუქრებოდა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით.
დაზარალებულის თქმით, ბრალდებული ემუქრებოდა, რომ თუ თანხას არ მისცემდა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციას გაამჟღავნებდა. საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განყობების გამო დაზარალებულს პრობლემები შეექმნებოდა.
თანასწორობის მოძრაობის იურისტის დახმარებით მან მიმართა პოლიციას. რის შედეგადაც ბრალდებული, 19 დეკემბერს დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ექმუქრება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
თუ თქვენი უფლებები ირღვევა თანასწორობის მოძრაობა მზადაა, რომ უფასოდ იურიდიული მომსახურება გაგიწიოთ და თქვენი ინტერესები დაიცვას.