ახალი ამბები


არასამთავრობოები ომბუდსმენის პოსტზე ლომჯარიას კანდიდატურას მიესალმებიან

  24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას განიხილავს. მისასალმებელია მმართველი პარტიის მხრიდან სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის მხარდაჭერა. ომბუდსმენის კანდიდატურის შესახებ მსჯელობისას ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის აზრის გათვალისწინება, ვინაიდან სახალხო დამცველი უნდა სარგებლობდეს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა და აქტივისტური მოძრაობების მაღალი ნდობით. …

ახალი ამბები


სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციების განცხადება ქვეყანაში გაძლიერებული ჰომოფობიური განწყობების შესახებ

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას ქვეყანაში გაძლიერებული ჰომოფობიური განწყობების გამო, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრისა და არნემის “ვიტესის” კაპიტნის გურამ კაშიას მიერ, 2017 წლის 15 ოქტომბერს “ჰერაკლესის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით თამაშს მოჰყვა.    აღსანიშნავია, რომ კამპანია, რომელშიც ფეხბურთელი ნებაყოფლობით იყო ჩართული, ემსახურება დისკრიმინაციასთან ბრძოლას და ყველა ადამიანის თანასწორობის …

ახალი ამბები


“არა ფობიას” წევრი ორგანიზაციების საჩივარი ტელეკომპანია “მაესტროს” წინააღმდეგ

2 ნოემბერს სამოქალაქო პლატფომა “არა ფობიას” წევრმა ორგანიზაციებმა: მედიის განვითარების ფონდი, თანასწორობის მოძრაობა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- ტელეკომპანია “მაესტროს” თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართეს. საჩივრის საფუძველი “მაესტროს” 27 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, მაგდა ანიკაშვილის, ჰომოფობიის წამახალისებელი კომენტარები გახდა, რომელიც მან ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტ ნიკა ჯღარკავასთან ინტერვიუს დროს …

ახალი ამბები


პირველად ქართულ პოლიტიკაში – „რესპუბლიკელები” არჩევნებში ღიად ლესბოსელ კანდიდატს წარადგენენ

  რამდენიმე წუთში დაიწყება „რესპუბლიკური პარტიის” პრეზენტაცია, რომელზეც პარტია საზოგადოებას თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის მეორე ხუთეულს წარუდგენს.„ლიბერალის” ინფორმაციით, ქართულ პოლიტიკაში პირველად, თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისის საკრებულოში ასარჩევად „რესპუბლიკელებთან” ერთად ღიად ლესბოსელი აქტივისტი, ნინო ბოლქვაძე იბრძოლებს. აღნიშნულ ცნობას „ლიბერალთან” საუბარში თავად კანდიდატი, ნინო ბოლქვაძე ადასტურებს. ის „რესპუბლიკელების” სიის ათეულში იქნება.  

ახალი ამბები


არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიციის მიერ თანასწორობის მოძრაობის აქტივისტების ცემის ფაქტს ეხმაურებიან

ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები და ჯგუფები უკიდურეს აღშფოთებას გამოვხატავთ ბათუმში „თანასწორობის მოძრაობის“ აქტივისტების, ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის სავარაუდო ჰომოფობიური მოტივით ცემის, თვითნებური დაკავებისა და პოლიციის თანამშრომლების მიერ დამამცირებელი და არაადამინური მოპყრობის ფაქტებზე და პროკურატურას მოვუწოდებთ საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იქნას დამნაშავე პოლიციელების სამართლიანი დასჯა.ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვთ შესაბამისი პოლიციის …

ახალი ამბები


ეთიკის საბჭომ ინგა გრიგოლია ქარტიის დამღვევად ცნო

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ინგა გრიგოლიამ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია. საბჭოს გრიგოლიას წინააღმდეგ “თანასწორობის მოძრაობამ” მიმართა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით, ინგა გრიგოლიამ 2017 წლის 3 აპრილის გადაცემაში, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს შეეხებოდა, ჟურნალისტმა ხელი არ შეუშალა დისკიმინაციის წახალისებას. „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა …

ახალი ამბები