ახალი ამბები


დისკრიმინაციის საქმეებზე სახალხო დამცველის მანდატი კერძო პირებზეც გავრცელდება

საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 3 მაისს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, მისი მანდატი დისკრიმინაციის საქმეებზე კერძო პირებზეც გავრცელდება. აქამდე არსებული რედაქციით კერძო პირებს არ ევალებოდათ სახალხო დამცველისათვის საქმის გამოსაკვლევად აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება, მისი რეკომენდაციის განხილვა და შედეგების შეტყობინება. ახალი კანონით, კერძო პირებს ექნებათ სახალხო დამცველისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში, მისი განხილვისა და შედეგის სახალხო …

ახალი ამბები


მხოლოდ ჰეტეროსექსუალებისთვის გამოცხადებული ფასდაკლების გამო მაღაზიები დააჯარიმეს

დღეს, 22 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისთვის მაღაზიები “დი ოჯჯი” და TIME მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. საქმე შეეხება 2017 წლის 14 თებერვალს, ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცხადებული აქციას, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირს შეეძლო ესარგებლა ნივთებზე შემოთავაზებული ფასდაკლებით. აქცია ეძღვნებოდა ვალენტინობის დღესასწაულს და აღნიშნული აქციით მაღაზიები აძლევდნენ მომხმარებლებს საჩუქრის შეძენის შესაძლებლობას საყვარელი ადამიანისა და …

ახალი ამბები


“ხარ არასასურველი კლიენტი” – “მაჭახელაში” ტრანსგენდერი ქალები არ შეუშვეს

რესტორან “მაჭახელაში” დაზარალებული ორი ტრანსგენდერი ქალის ინტერესებს “თანასწორობის მოძრაობა” იცავს. გუშინ, 4 აპრილს დილით მეიდანზე მდებარე რესტორან “მაჭახელაში” ორი ტრანსგენდერი ქალი არ შეუშვეს, დაცვის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს ტერიტორია. რესტორნის თანამშრომლები მათ ტრანსფობიური გამონათქვამებით მიმართავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მათთვის სასურველი სტუმრები არ იყვნენ. ერთერთ ტრანსგენდერ ქალს აქვს ფიზიკური დაზიანება. ადგილზე მისული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების …

ახალი ამბები


9 სექტემბრის მატჩზე პოლიციის მხრიდან ხელშეშლისთვის ლგბტ აქტივისტებმა ევროსასამართლოს მიმართეს

ლგბტ აქტივისტებმა დინამო არენაზე ლგბტ სიმბოლიკის შეტანის ხელშეშლისთვის ადამიანის უფლებთა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. საქმე ეხება 2018 წლის 9 სექტემბერს თბილისში დინამო სტადიონზე გამართულ საფეხბურთო მატჩს, სადაც ლგბტ აქტივისტები გურამ კაშიასთვის მადლიერების გამოსახატად ლგბტ სიმბოლიკით მივიდნენ, შსს-ს თანამშრომლებმა მათ არ მისცეს უფლება, რომ ლგბტ სიმბოლიკა სტადიონზე შეეტანათ. გულშემატკივრებს მატჩზე არ შეატანინეს დროშები და პოსტერები, რომლებზეც ცისარტყელა …

ახალი ამბები


ECRI დისკრიმინაციულ დანაშაულებზე სპეციალური საპოლიციო სამსახურების შექმნის საკითხს კვლავ აყენებს

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ (ECRI) 2019 წლის 5 მარტს გამოაქვეყნა შუალედური დასკვნა (CRI(2019)4) [1] საქართველოს მიმართ 2016 წლის 1 მარტის ანგარიშში გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ, სადაც კომისია სახელმწიფოს მხრიდან ორი ფუნდამენტური მნიშვნელობის რეკომენდაციის იმპლემენტაციას აფასებს. კომისია პირველ რიგში ეხმიანება მის მიერ მონიტორინგის მეხუთე ციკლის[2] ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციას, სადაც ის მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას შეექმნა სპეციალიზებული უწყება …

ახალი ამბები


ლგბტქი მოგზაურობის ინდექსში საქართველო 95-ე ადგილს იკავებს

“სპარტაკუს”-ის “ლგბტქი სტუმართმოყვარე ქვეყნების ინდექსის მიხედვით 197 ქვეყანას შორის საქართველო 95-ე ადგილს იკავებს. ინდექსის მიზანია, რომ გამოავლინოს ქვეყნები, სადაც მოგზაუობა ლგბტქი ადამიანებისთვის უსაფრთხოა. ინდექსის შეფასებისას 14 კრიტერიუმია გამოყენებული, რომლებიც სამი კატეგორიის მიხედვითა დაჯგუფებული. პირველი კატეგორია მოიცავს სამოქალაქო უფლებებს, მეორე კატეგორია მოიცავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, რომელსაც შეიძლება ლგბტქი ადამიანი წააწყდეს. მასში შედის მოგზაურობაზე შეზღუდვა აივ-პოზიტიური ადამიანებისთვის, …

ახალი ამბები