ექიმი


თანასწორობის მოძრაობის სერვისები

ექიმის მომსახურება

თანასწორობის მოძრაობა გთავაზობს სხვადასხვა პროფილის ექიმების კვალიფიციურ მომსახურებას. კონსულტაცია უფასო და ანონიმურია.

რას მოიცავს ექიმის მომსახურება?

სამედიცინო კონსულტაცია

ექიმის კონსულტაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დანიშვნა.

გადამისამართება

საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებასთან ან სპეციალისტთან გადამისამართება.

სისხლის აღება

საჭიროების შემთხვევაში ვენური სისხლის აღება.

PrEP-ის შესახებ ინფორმაცია

აივ-ის პრეექსპოზიციური პროფილაქტიკის (PrEP) შესახებ კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება.

სპეციალისტები

მომსახურების ფარგლებში წარმოდგენილია სხვადასხვა სამედიცინო მიმართულება. კონკრეტული სპეციალისტის ხელმისაწვდომობა ვიზიტამდე დააზუსტე.

ადიქტოლოგი

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების დიაგნოსტიკა, მკურნალობა, პრევენცია და რეაბილიტაციის საკითხები.

პირადი ექიმი / თერაპევტი

ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, სამედიცინო მეთვალყურეობა და საჭიროებისამებრ სხვა სპეციალისტებთან გადამისამართება.

ფსიქიატრი

ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობების შეფასება, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია.

ინფექციონისტი

ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი და პარაზიტული ინფექციების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია.

როგორ მივიღო მომსახურება?

ექიმთან უფასო და ანონიმური კონსულტაციისთვის მიმართე თანასწორობის მოძრაობის სათემო ცენტრს. ვიზიტამდე რეკომენდებულია დაკავშირება ტელეფონით ან Facebook-ის საშუალებით, რათა დააზუსტო კონსულტაციის შესაძლებლობა.

მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია

თანასწორობის მოძრაობის სათემო ცენტრი

მისამართი: თბილისი, ია კარგარეთელის ქ. №2, მეორე სართული

სამუშაო საათები:
ორშაბათი–პარასკევი, 12:00–19:00

ტელეფონი: 032 247 97 48