GLAAD-ის ინფორმაციით, წელს ოსკარზე ყველაზე მეტი ლგბტ თემატიკის ფილმია ნომინირებული, ვიდრე წინა წლებში იყო.
ოსკარზე ნომინირებული რვიდან 5 ფილმში ქვიარ ადამიანების ისტორიაა მოთხრობილი. ესენია: “ვარსკვლავის დაბადება” (A Star is Born), “მწვანე წიგნი” (The Green Book), “რჩეული” (The Favourite), “ბოჰემიური რაფსოდია” (Bohemian Rhapsody და “ვიცე-პრეზიდენტი” (Vice).
ბრედლი კუპერის “ვარსკვლავის დაბადება”, რომელშიც გეი სიმბოლო ლედი გაგა თამაშობს, შეეხება მომღერალს, რომელიც დრეგ ბარებში მუშაობს, რათა განახორციელოს პოპ ვარსკვლავობის წარუმატებელი მცდელობა, გახდეს “გეი გოგონების” ერთერთი შემსრულებელი.
“მწვანე წიგნი” შეეხება მუსიკოს დონ შირლის აფროამერიკელი ქვიარის იდენტობის ჩამოყალიბებას, “რჩეული” მოგვითხრობს იშვიათი და შთამბეჭდავი სიყვარულისა და ძალაუფლების სამკუთხედის შესახებ, “ბოჰემიური რაფსოდია” კი აღწერს ქვიარ სიმბოლოს ფრედი მერკურის ცხოვრებასა და კარიერას, ხოლო მერი ჩეინის სექსუალობა წამყვანი ფაქტორია ადამიანურ და პოლიტიკურ დრამაში “ვიცეპრეზიდენტი”.
“ოსკარის დაჯილდოების წლევანდელი ნომინაციები ცხადჰყოფს, რომ აკადემიის წევრები სამართლიანად პრიორიტეტულად აყენებენ მრავალფეროვანი ისტორიების წინ წამოწევას, იმ ფონზე, რომ აუდიტორიაც და კრიტიკოსებიც უფრო მეტს მოითხოვენ”, – ამბობს GLAAD-ის აღმასრულებელი დირექტორი სარა ქეით ელისი.
გასული ორი წლის განმავლობაში ორმა ქვიარ ფილმმა “მთვარის შუქმა” და “წყლის ფორმა” მიიღეს ოსკარი საუკეთესო ფილმის ნომინაციაში.
მთავარი ფილმების კატეგორიის გარდა ოსკარზე ნომინირებული სხვადასხვა კატეგორიაში ასევე არის ნამუშევრები, რომლებიც შექმნილი არიან ქვიარ ადამიანების მიერ. “ადაპტირებული სცენარის” ნომინაციაში წარდგენილია”ბილის ქუჩას რომ საუბარი შეეძლოს”, რომელიც გეი მწერლის ჯეიმს ბოლდუინის წიგნის მიხედვით ბარი ჯენკინსმა გადაიღო, ასევე დრამატურგ ჯეფ უიტის სცენარისტის “შეგიძლია ოდესმე დამივიწყო?”
მცირემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებშია რობ ეფშტეინის და ჯეფრი ფრიდმანის ფილმში “ბოლო თამაში” (End Game). ორიგინალური მუსიკის კატეგორიაში ნომინირებულია მარკ შიამანისა და სკოტ უიტმანის სიმღერა “ადგილი, სადაც დაკარგული ნივთები ხვდებიან” ფილმისთვის “მერი პოპინსი ბრუნდება”.
მომზადებულია variety.com-ის მიხედვით.