ახალი ამბები


პოლიციის არაეთიკური საქციელის გამო ქვიარ აქტივისტმა გენინსპექციას მიმართა

ქვიარ აქტივისტმა, რომელსაც პოლიციამ ძალის გამოყენებით ლგბტ დროშა არ გააშლევინა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა. ქვიარ აქტივისტი ნიკა წიქარიშვილი მოითხოვს, რომ იმ პოლიციელების მიმართ, რომლებმაც მას და მის მეგობარს ხელი შეუშალეს გაეშალა ლგბტ დროშა და ინტერვიუ მიეცა ერთერთი მედიასაშუალებისთვის, გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყოს. კერძოდ, იგი მოითხოვს, რომ სამართალდამცავებს დააკისრონ დისციპლინური პასუხისმგებლობა არაეთიკური ქცევის გამო. ნიკა …

ახალი ამბები


ფეისბუკმა ქართული ნაციონალისტური ჯგუფების ნაწილი დაბლოკა

მითების დეტექტორის ცნობით, 17 მაისს გაუქმდა 4 ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი ფეისბუქ გვერდი, რომლებიც ხშირად ანტიდასავლური, ქსენოფობიური და რასისტული შინაარსის მქონე დეზინფორმაციას აქვეყნებდნენ. გაუქმებულ გვერდებს შორისაა: “ალტ-ინფო”, “ანტი-ლიბერალური გვერდი”, “ანტილიბერალური კლუბი” და “Geo pepe”. მათი გაუქმება 17 მაისის აქციის შემდეგ მოხდა, როდესაც ზემოაღნიშნული გვერდები ავრცელებდნენ ჰომოფობიური ხასიათის პოსტებს. 8 მაისს დაიბლოკა მოძრაობა “ქართული მარშის” წევრის, ბექა …

ახალი ამბები


პლატფორმა „არა ფობიას!’ ეხმაურება ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს

დღეს 17 მაისია, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (IDAHOT). სწორედ ამ დღეს ლგბტქი პირთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება ხოლმე. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შევახსენოთ ის გამოწვევები, რაც ამ მიმართულებით არსებობს ქვეყანაში. ა) შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება ამ დღის აღნიშვნა  1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა საერთო …

ახალი ამბები


სასამართლომ გეი ბიჭს მამის მიერ წართმეული სახლი დაუბრუნა

სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა “თანასწორობის მოძრაობის” სარჩელი, რომლითაც გეი ბიჭი მამას ედავებოდა სახლის წართმევას, რის გამოც იგი უსახლკაროდ დარჩა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად ცნეს ჩუქების ხელშეკრულებები, რომლითაც მამამ, როგორც კანონიერმა წარმომადგენელმა, არასრულწლოვანი შვილის სახელზე აღრიცხული ქონება, სიძულვილის მოტივით მამამისს აჩუქა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული ბინიდან, მოძალადე მამის და ბაბუის გამოსახლების შესახებ მოთხოვნა, მიუხედავად იმისა რომ წარდგენილ იქნა …

ახალი ამბები


[ვიდეო] ვიზუალური რეპრეზენტაციები და მათი ძალაუფლებრივი ასპექტები | სალომე ცოფურაშვილის ლექცია

ლექცია გაიმართა “თანასწორობის მოძრაობის” ორგანიზებით სოციალურ საწარმოში BALLROOM BAR 2019 წლის 1 მაისს. აღწერა: “ხელოვნება სიმბოლური ძალაუფლების ფორმაა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ან დომინაციისთვის, ან ემანსიპაციისთვის“ – გერმანელი ხელოვანის ჰანს ჰააკეს ეს სიტყვები შეიძლება არა მხოლოდ ხელოვნებას, არამედ ყველა იმ ვიზუალურ რეპრეზენტაციას მივუსადაგოთ, რომლითაც თანამედროვე კულტურაში ჩვენი ყოველდღიურობაა გაჯერებული. დღეს სულ უფრო და უფრო მეტი …

ახალი ამბები


სოციალური მუშაკების დამოუკიდებელი პროფკავშირი ქვიარ თემს მხარდაჭერას უცხადებს

სოციალური მუშაკების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ეხმიანება ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის 17 მაისის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და განცხადებას ავრცელებს: “ჩვენ სოციალური მუშაკები კარგად ვიაზრებთ ჩაგვრის ინტერსექციულობას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ ნიშანს/იდენტობას არ ეფუძნება და ვიცით, რომ ბრძოლის ველს განვრცობა და ჰოლისტური ხედვა სჭირდება. ვთვლით, რომ ლგბტქი ადამიანების გამოხატვის თავისუფლება თუ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც …

ახალი ამბები


დაპირების მიუხედავად, კულტურის სამინისტრომ ქართული ქვიარ ფილმისთვის კანში გასამგზავრებელი ფული არ გამოყო – პროდუსერი

ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვცეკვავთ” პროდუსერმა ქეთი დანელიამ “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ კანში გასამგზავრებელი თანხა გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი დაპირების მიუხედავად არ მისცა, მას შემდეგ რაც დააზუსტეს, რომ ფილმი გეი ბიჭების სიყვარულის შესახებაა. ქეთი დანელიას თქმით, ფილმის გადამღებ ჯგუფს კულტურის სამინისტროსთან ზეპირი შეთანხმება ჰქონდა, რომ კანის კინოფესტივალზე გასამგზავრებლად 2500 ლარს მისცემდნენ, თუმცა რამდენიმე …

ახალი ამბები


ანტიჰომოფობიური ბანერების განთავსებაზე თანასწორობის მოძრაობას უარი უთხრეს

კომპანია “ალმამ”, რომელიც თბილისში სხვადასხვა ადგილას სარეკლამო ბანერებს ფლობს “თანასწორობის მოძრაობას” 17 მაისის აღსანიშნავად თანასწორობის შინაარსის მესიჯების ბანერების გავრცელებაზე დისკრიმინაციული მოტივით უარი უთხრა. კომპანიამ უარის მოტივად დაასახელა ის, რომ ჰომოფობიის საწინააღმდეგო და თანასწორობის შინაარსის შემცველი ბანერები გაზრდის ვანდალიზმის საფრთხეს და რისკის ქვეშ დააყენებს გაჩერებებზე მყოფი მგზავრების უსაფრთხოებას. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო შემდეგი პირობა, რომ “თანასწორობის …

ახალი ამბები


საქართველოში ლგბტ ადამიანების მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა – ილგა ევროპის შენიშვნები

“ილგა ევროპის” მიხედვით, ლგბტქ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა. ქვეყანაში ისევ მწვავედ დგას მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელთა გამოსწორებისთვის ორგანიზაციას რეკომენდაციები აქვს.  2019 წლის მაისში გამოქვეყნებული ინდექსის მიხედვით, 2018 წლის მდგომარეობით, საქართველოს ქულა 100-დან 30 ქულითაა შეფასებული. ინდექსის მიხედვით, რაც უფრო მაღალია ქულა, მით უკეთესია ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. 2017 წელს ამავე რეიტინგის მიხედვით, საქართველოს 26 ქულა …

ახალი ამბები