ჰომოფობიური თავდასხმა რუსთავში


ენ არბორის პრაიდი 2017 წელს. credit:flicrk/rosefirerising

დღეს, 1 თებერვალს რუსთავში ჰომოფობიურად თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “თანადგომის” სოციალურ მუშაკს დათო გელაშვილს.

დათო გელაშვილის თქმით, მას თავს დაესხა ორი ადამიანი, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის შედეგად დაზიანებები მიღებული აქვს თავის არეში: ცხვირზე, ტუჩსა და თვალზე.

მისი თქმით, ფიზიკურ თავდასხმამდე მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჰომოფობიური რეპლიკებით.

დათო გელაშვილს დახმარება საწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ აღმოუჩინა. მან გამოიხაძა პოლიცია. ნეტგაზეთის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.