ახალი ამბები


თანასწორობის მოძრაობამ სამედიცინოს დისკრიმინაციული სახელმძღვანელოს თაობაზე ომბუდსმენს მიმართა

თანასწორობის მოძრაობამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთერთ სახელმძღვანელოში ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციული განმარტებების თაობაზე სახალხო დამცველს მიმართა. სამედიცინო უნივრსიტეტში საგნის “სასამართლო მედიცინა და საექიმო სამართალი” სწავლებისთვის 2018 წლის შემოდგომის სემესტრში გამოიყენება სახელმძღვანელო სახელწოდებით “საექიმო სამართალი” (ავტორი ბესარიონ კილასონია). წიგნში გამოყენებულია ტერმინები “მამათმავლობა”, “ლესბიანობა”, “პედერასტია”, “აქტიური პედერასტი” “პასიური პედერასტი”, “გაუკუღმათებული სქესობრივი კაშირი”, რომლებიც ამყარებს სტერეოტიპებს, ხელს უწყობს …

ახალი ამბები


მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ქსენოფობიური და საქართველოს ტურისტული პოტენციალისთვის დამაზარალებელია

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2018 წლის 4 ნოემბერს გაკეთებულ ქსენოფობიურ და ანტისოციალურ განცხადებას. პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ მას, ისევე როგორც სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან და მეტიც, აქტიურად შეუწყონ ხელი თანასწორობაზე, ტოლერანტობასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკური იდეების დამკვიდრებას საზოგადოებაში. …

ახალი ამბები


ევროპის 24 ქვეყნიდან ქორწინების თანასწორობას საქართველოში ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან – კვლევა

Pew Research Center-ის კვლევის მიხედვით, ევროპის 24 ქვეყანას შორის, საქართველოსა და სომხეთში ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის ქორწინების უფლებას. მაგალითად, შვედეთში გამოკითხულთა 88% და გერმანიაში გამოკითხულთა 75% აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ ლესბოსელებისა და გეებისთვის ქორწინების უფლებას. ამის საპირისპიროდ რუმინელების 74% და ბულგარელების 79% ეწინააღმდეგებიან ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის ქორწინების დაკანონებას. …

ახალი ამბები


იმოქმედეთ ნეონაცისტების წინააღმდეგ – ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ, მიიღონ ზომები ნეოფაშისტური და ნეონაცისტური ჯგუფების წინააღმდეგ და ხელი შეუშალონ სიძულვილის  ენის აღზევებას. ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში საუბარია იმაზე, რომ ფაშიზმის, რასიზმისა და ქსენოფობიის ნორმალიზება მიმდინარეობს და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ აკრძალონ ნეოფაშისტური და ნეონაცისტური ჯგუფები. რეზოლუციაში, რომელსაც მხარი დაუჭირა 355 დეპუტატმა, 90 წინააღმდეგი იყო, …

ახალი ამბები


ლგბტ თემის წევრს გადარჩენისთვის ჩვენი დახმარება სჭირდება

ორგანიზაციები „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ და „თანასწორობის მოძრაობა“ მოგმართავთ ჩეჩნეთიდან დევნილი ლგბტ თემის წევრის დასახმარებლად, რომელიც ამჟამად ფატალური დიაგნოზით და მწვავე პნევმონიით იმყოფება ერთ-ერთ ინფექციურ კლინიკაში. ავადმყოფის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პიროვნება ჩეჩნეთიდან ერთ წელზეა მეტია გამოიქცა, სადაც თემთან კუთვნილების გამო ახლობლების და პოლიციის მხრიდან სასტიკი წამების მსხვერპლი გახდა და იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა. მას  ჯერ …

ახალი ამბები


წინასაარჩევნოდ ჰომოფობიურ განცხადებებს პოლიტიკოსები ისევ იყენებენ – კვლევა

წინასაარჩევნოდ, 1 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე პერიოდში, ჰომოფობიური სიძულვილის ენა ერთერთი ყველაზე გავრცელებულია მედიაში, ცხადჰყოფს მედიის განვითარების ფონდის კვლევა. კვლევის მიგნების მიხედვით, რომელიც დღეს, 22 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მედიაში 17 ჰომოფობიური განცხადება გაშუქდა, რაც დისკრიმინაციული მიდგომების 14.5%-ს შეადგენს. ანგარიშის მიხედვით, ამ პერიოდში 117 დისკრიმინაციული დამოკიდებულება გააშუქეს მედიაში, აქედან ყველაზე მეტი იყო მიგრანტების წინააღმდეგ – 56 კომენტარი (47.9%), …

ახალი ამბები


ურუგვაიში ტრანს ადამიანებს სქესის მითითება

ურუგვაის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ტრანს ადამიანებისთვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები გაუმჯობესდება. gaystarnews-ის მიხედვით, ახალი კანონის მიხედვით, ტრანს ადამიანებს მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე იურიდიულ დოკუმენტებში შეეძლებათ საკუთარი სქესისა და სახელის მითითება. ახალი კანონმდებლობა, რომელიც პარლამენტმა 18 ოქტომბერს მიიღო, ტრანს ადამიანებისთვის დაფინანსების წყაროს აწესებს, რითიც განათლების მიღებას გაუადვილებს. კანონმდებლობას ტრანს ადამიანების გარდა, ისინიც მიესალმებიან, ვინც საკუთარ …

ახალი ამბები


საპატრიარქოსთან სტენსილებისთვის დაკავებული ლგბტ აქტივისტები სასამართლომ დაზარალებულად არ ცნო

2016 წლის 17 მაისს საპატრიარქოსთან ანტიჰომოფობიური სტენსილების გაკვრის დროს დაკავებული ლგბტ აქტივისტების სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება 2016 წლის 17 მაისს 10 ლგბტ აქტივისტის დაკავებას. ლგბტ აქტივისტებმა ვერ შეძლეს ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის ჩატარება 2016 წელს, მათ ანტიჰომოფობიური სტენსილები გააკრეს რამდენიმე ადგილას, მთ შორის, საპატრიარქოს კედელზე. იმ დროს როდესაც, აქტივისტები სტენსილს ამზადებდნენ, …

ახალი ამბები


სისხლის დონაციის დისკრიმინაციული აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასჩივრეს

დღეს, 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს  დასაშვებობას სარჩელსა, რომელიც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას მსმ-ებისთვის (კაცები, რომლებსაც სექსი აქვთ კაცთან) სისხლის დონაციის აკრძალვას. საკონსტიტუციო სარჩელით გაპროტესტებულია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (მსმ ქცევა) წარმოადგენს სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის უფლების შეზღუდვის საფუძველს უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში. მოსარჩელე მხარის, თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი …

ახალი ამბები