მისია / ხედვა


გვსურს, ვიცხოვროთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც გენდერული იდენტობისა თუ სექსუალური ორიენტაციის გამო ლგბტქ ადამიანები არ განიცდიან ძალადობასა და აგრესიას. ლგბტქ თემის წევრები და ქალები საზოგადოების თანასწორი წევრები არიან.

ამ ხედვის რეალიზებისათვის ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ლგბტ თემისა და ქალების საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას, ამავდროულად, ვიმუშაოთ საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიისა და სექსიზმის აღმოსაფხვრელად.

შესაბამისად, ორგანიზაცია უზრუნველყოფს საჭიროებებზე დაფუძნებულ სოციალური თუ სამართლებრივი სერვისებისა მიწოდებასა და თემის მობილიზაციას, ასევე მუშაობს საზოგადოების ცნობიერების შეცვლისა და პოლიტიკის ადვოკატირებისთვის.

ჩვენ ვმუშაობთ  შემდეგი  მიმართულებებით:

  • ლგბტქ თემის წარმომადგენლებისა და ქალთა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • ლგბტქ თემის წევრთა და ქალების მობილიზება და ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  • ლგბტქ თემისა და ქალთა გაძლიერებისათვის ხელშემწყობი გარემოს ფორმირება;
სამიზნე ჯგუფები
  • ლგბტქ თემის წარმომადგენლები და თემის აქტივისტები;
  • ქალები;
  • ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების მიმწოდებლები;
  • სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები;
  • პოლიტიკის შემქმნელები და გადაწყვეტილების მიმღები პირები;
  • სამოქალაქო საზოგადოება;
  • განათლების სფეროში დასაქმებული პირები;
ფასეულობები
ჩვენი უმთავრესი ფასეულობებია:
  • ადამიანის უფლებები – ადამიანის უფლებები სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსა და საზოგადოების ქვაკუთხედია;
  • მრავალფეროვნება და ინტეგრაცია – მშვიდობიანი დემოკრატიული და თავისუფალი განვითარება შეუძლებელია მრავალფეროვნების დაცვისა და უზრუნველყოფის გარეშე;
  • თანამშრომლობა და ჩართულობა – ჩვენ სისტემატურად ვიკვლევთ სამიზნე ჯგუფების საჭიროებებს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი პროგრამების ხარისხი. იმავდროულად, ვცდილობთ, გავზარდოთ მათი სამოქალაქო ჩართულობა და გავაძლიეროთ ადამიანები საკუთარი და თემის ინტერესების დაცვისათვის;
  • ქსელური მუშაობა – ორგანიზაცია ორიენტირებულია მჭიდროდ ითანამშრომლოს სხვა აქტორებთან, რათა კოალიციური მუშაობითა და პარტნიორობით მიღწეულ იქნას მდგრადი ცვლილებები;
  • გუნდური მუშაობა  – ჩვენ ვმოქმედებთ გუნდურობის პრინციპით, ერთად ვიღებთ პასუხისმგებლობას დასახული მიზნების მისაღწევად;