თანასწორობის მოძრაობის სერვისები
სოციალური მუშაკი
თანასწორობის მოძრაობა ლგბტქ+ ადამიანებს სთავაზობს სოციალური მუშაკის უფასო მომსახურებას. სერვისის მიზანია ადამიანების გაძლიერება, სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობის ხელშეწყობა.
რას მოიცავს სოციალური მუშაკის მომსახურება?
სოციალური მუშაობა ეფუძნება შემთხვევის მართვის პრინციპს — ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებასა და შესაბამისი მხარდაჭერის ორგანიზებას.
კონსულტაცია და მხარდაჭერა
საჭირო საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება, კონსულტირება და მხარდაჭერა.
საჭიროებების შეფასება
ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი მხარდაჭერის დაგეგმვა.
გუნდური მუშაობა
მულტიდისციპლინური გუნდის კოორდინირება და მის მუშაობაში მონაწილეობა.
გადამისამართება
საჭიროების მიხედვით სხვა სერვისებთან დაკავშირება და გადამისამართება.
დოკუმენტაცია
შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და სტატისტიკური მონაცემების წარმოება.
როგორ მივიღო მომსახურება?
სოციალური მუშაკის უფასო და ანონიმური მომსახურების მისაღებად შეგიძლია მიმართო თანასწორობის მოძრაობის სათემო ცენტრს. ვიზიტამდე შეგიძლია დაგვიკავშირდე ტელეფონით ან Facebook-ის საშუალებით.
მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია
თანასწორობის მოძრაობის სათემო ცენტრი
მისამართი: თბილისი, ია კარგარეთელის ქ. №2
სამუშაო საათები:
ორშაბათი–პარასკევი, 12:00–19:00
ტელეფონი: 032 247 97 48
აკადემიური მიზნებისთვის მიმართვა
თუ სოციალურ მუშაკთან დაკავშირება აკადემიური მიზნებისთვის გსურს, შეავსე სპეციალური ფორმა და გამოგვიგზავნე ელფოსტაზე info@equality.ge.
ვებ-გვერდი შექმნილია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.