როგორ ჩაერთო პროგრამაში?
პროგრამაში ჩასართავად, უნდა მობრძანდეთ თანასწორობის მოძრაობის ოფისში, სადაც შეავსებთ რისკის შეფასების კითხვარს და გაიკეთებთ პრეპ პროგრამისთვის განკუთვნილ ანალიზებს (ტესტირება B ჰეპატიტზე, ტესტირება C ჰეპატიტზე (Anti HCV) ტესტირებას სიფილისზე სისხლის საერთო და ბოიქიმიური ანალიზი) სამედიცინო კრიტერიუმების დაკმაყობფილების დასადგენად. რის შემდეგაც უკვე შეძლებთ პრეპის აღებას.
ექიმთან ჩაწერა ხდება ონლაინ
რა ღირს პრეპის პროგრამაში ჩართვა?
პრეპის პროგრამის ფარგლებში ექიმთან რეგულარული კონსულტაციები, ანალიზები და პრეპი სრულიად უფასოა.
პრეპის პროგრამა კონფიდენციალურია?
დიახ, პროგრამა სრულიად კონფიდენციალურია. პროგრამაში ჩართვისთვის არსად არ მოგეთხოვებათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. ამის ნაცვლად ჩვენ ვიყენებთ 16 ნიშნა კოდს, რომლის საშუალებით ადამიანის იდენტიფიცირება შეუძლებელია.
“თანასწორობის მოძრაობის” მისამართი: უშანგი ჩხეიძის ქუჩა #19 მეორე სართული,თბილისი.
ელ. ფოსტა: prep@equality.ge
ტელეფონი: 0322 47 97 48