ახალი ამბები


გაერთიანებული ოპოზიციისთვის თელავში მიმავალი გზების გადაკეტვა შეკრების თავისუფლების მორიგი შეზღუდვაა

ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავთ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, სახელმწიფოს მხრიდან, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავში მანიფესტაციის ჩატარების  ხელშეშლის ფაქტთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 16 დეკემბერს დაანონსებული პრეზიდენტის საინაუგურაციო ცერემონიასთან დაკავშირებით გაერთიანებულმა ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა განიზრახეს თელავში მშვიდობიანი აქციის გამართვა,  თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქციაში მონაწილეობის მსურველ პირებს რამდენიმე ადგილას, გომბორის …

ახალი ამბები


ტრანსგენდერ ქალზე ძალადობის ბრალდებით ბათუმში ერთი ადამიანი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტრანსგენდერი ადამიანის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია უწყებამ, დღეს, 15 დეკემბერს გაავრცელა. პოლიციის ცნობით, 1990 წ. დაბადებული გ.ჩ. გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბათუმში, ღამის საათებში, ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე, გ.ჩ-მ, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური …

ახალი ამბები


3 ადამიანს თბილისში ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხნენ

14 დეკემბერს ღამით სამ ადამიანს, ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხნენ. შემთხვევა რესტორან “ხინკლის სახლში” მოხდა. დაზარალებულებს შორის ერთერთი თანასწორობის მოძრაობის ქალი თანამშრომელია. როგორც ჩვენი თანამშრომელი იხსენებს, თავის ქალ მეგობართან ერთად იმყოფებოდა რესტორანში, სადაც გვერდითა მაგიდასთან მსხდომი ორი კაცი ეპატიჟებოდა, მათ მაგიდასთან დამსხდარიყვნენ [“გოგოებო, ჩვენთან დასხედით”]. გვერდითა მაგიდიდან სექსუალური შევიწროება იმდენად შემაწუხებელი იყო, რომ ჩვენი თანამშრომელი მივიდა …

ახალი ამბები


პლატფორმა „არა-ფობიას!“ იუსტიციის სახლთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

პლატფორმა „არა-ფობიას!“ ეხმაურება იუსტიციის სახლთან მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ სათანადო ზომები ადმინისტრაციული დაწესებულების შესასვლელის ბლოკირების საწინააღმდეგოდ, რაც ხელს უშლის მის ფუნქციონირებასა და იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობას. გავრცელებული კადრებით იუსტიციის სახლის შესასვლელთან შეკრებილები არიან პირები, რომლებიც ეთნიკურად არაქართველებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ისინი აპროტესტებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 7 დეკემბერს …

ახალი ამბები


არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო მიმართვა საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს

2018 წლის 28 ნოემბერს საქართველომ რიგით მეხუთე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია. ქალთა მოძრაობა ულოცავს სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტებას და შეახსენებს, რომ მას, როგორც ქალ პრეზიდეტს, მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში. ამის გათვალისწინებით, ქალთა მოძრაობა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები მოვუწოდებთ სალომე ზურაბიშვილს გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის …

ახალი ამბები


თანასწორობის ჯილდო 12 ადამიანს გადაეცა ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის

დღეს, 7 დეკემბერს თანასწორობის მოძრაობამ ის ადამიანები დააჯილდოვა, ვინც წვლილი შეიტანეს ლგბტქ ადამიანების გაძლიერებაში. 12 გამარჯვებულს, რომლებიც თემის წევრებისა და 6 ორგანიზაციის ხმის მიცემის საფუძველზე შეირჩა თანასწორობის ჯილდოები გადაეცათ. დაჯილდოებულებს შორის არიან, პოლიტიკოსი, სასულიერო პირი, ექიმები, სპორტსმენი, აკადემიის წარმომადგენელი, შიდსის აქტივისტი, ჟურნალისტი, მწერალი, ხელოვანი, ბიზნესი, პოლიციელი. გამარჯვებულები: ნომინაციაში პოლიტიკოსი თამარ კორძაია – [თამარ კორძაია ლგბტ …

ახალი ამბები


ერთობლივი განცხადება პროკურატურის მიერ უფლებადამცველებისთვის ინფორმაციიის წყაროს გამჟღავნების მოთხოვნასთან დაკავშირებით

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 2018 წლის 21 ნოემბერს გავრცელებული განცხადების შინაარსის გამო, რომელიც ჩვენი კოლეგების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ირიბ გზავნილს შეიცავს და  გამაფრთხილებელი შეტყობინებაა როგორც ჩვენთვის, ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც  ჩვენთან კონფიდენციალობის დაცვის პირობით თანამშრომლობენ და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან …

ახალი ამბები