იურისტი


,,თანასწორობის მოძრაობა’’ მიზნად ისახავს ლგბტქ+ ადამიანებისთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების შექმნას, მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ორგანიზაცია მუშაობს თემის უფლებათა დაცვასა და ადვოკატირებაზე.

თუ საკუთარი გენდერული იდენტობისა ან/და სექსუალური ორიენტაციის გამო გახდით ძალადობის, დისკრიმინაციის მსხვერპლი ნებისმიერ სივრცეში (ქუჩაში, სამუშაო ადგილას, ოჯახში და სხვ.), თუ თქვენს მიმართაც მიმდინარეობს შანტაჟი, მუქარა, თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, უკანონოდ ილახება თქვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, ასევე, სხვა შემთხვევაშიც, თქვენი, როგორც ლგბტქ+პირთა უფლებების რეალიზება უკანონოდ იზღუდება, ორგანიზაცია მზად არის გაგიწიოთ უფასო იურიდიული დახმარება, რაც გულისხმობს კონსულტაციების გაწევას, იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება, ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებისა და ყველა ინსტანციის სასამართლოში, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე.

იურისტის უფასო და კონფიდენციალური მომსახურების მისაღებად უნდა მოხვიდეთ თანასწორობის მოძრაობის ოფისში მისამართზე ია კარგარეთელის 2 ვიზიტამდე აუცილებლად დაგვიკავშირდეთ ტელეფონით (0322 47 97 48), ან მოგვწერეთ ფეისბუკზე equality movement.