ახალი ამბები


ედინბურგის უნივერსიტეტში ლგბტქი სტუდენტებისთვის სტიპენდია დააწესეს

ედინბურგის უნივერსიტეტმა ლგბტქი სტუდენტებისთვის სტიპენდია დააწესა.  სტიპენდიის მიღება შეუძლიათ გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც თავს ლგბტქი თემის წევრად ან მის მეგობრად მიიჩნევენ. დაფინანსება განკუთვნილი იქნება ბიზნესის მაგისტრანტებისა და მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის. სტუდენტებისთვის ამ სტიპენდიის დასანიშნად ედინბურგის უნივერსიტეტი თანამშრომლობს კულტურისა და მეწარმეობის ჯგუფთან Somewhere EDI. ედინბურგში დაფუძნებული გაერთიანების მიზანია, რომ გაზარდოს ხილვადობა, ჩართულობა …

ახალი ამბები


ლგბტქი ადამიანების დისკრიმინაცია გამოწვევად რჩება – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია საქართველოში ერთერთ გამოწვევად რჩება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულებები ხშირად ხდება ლგბტქი თემის წარმომადგენლების მიმართ დისკრიმინაციის საფუძველი. ამ დამოკიდებულებების გამოხატულებაა 2018 წლის 28 სექტემბერს თანასწორობის მოძრაობის ოფისის მიმდებარედ ჩვენს თანამშრომლებსა და ოფისის სტუმრებზე თავდასხმა, რაც ასახულია ანგარიშში. სახალხო დამცველის ინფორმაციით, …

ახალი ამბები


POSTV-მ დისკრიმინაციის პრინციპი დაარღვია – ქარტიის საბჭო

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, POSTV-მ დაარღვია არადისკრიმინაციულობის პრინციპი, როდესაც მომხრეებთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა და ლგბტ ადამიანების წვეულება ერთმანეთთან დააკავშირა. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტმა მომზადებული მასალით დაარღვია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რაც გულისხმობს დისკრიმინაციისგან თავის არიდებას. POSTV-ის წინააღმდეგ ქარტიის საბჭოს პლატფორმამ “არა ფობიას!” მიმართა, რომლის წევრი “თანასწორობის მოძრაობაცაა”. “არა ფობიას!” მიიჩნევს, რომ 9 თებერვალს გასული სიუჟეტის …

ახალი ამბები


ფოტომ, რომლითაც ჰომოფობია გააპროტესტეს, ლიბერალის კონკურსში ყველაზე მეტი ემოცია დააგროვა

ფოტომ, რომელზეც აღბეჭდილია კოცნა, რომლითაც რესტორან ხინკლის სახლში ჰომოფობიური დამოკიდებილება გააპროტესტეს, ჟურნალ “ლიბერალის” ფოტოკონკურსში ყველაზე მეტი მოწონება მოიპოვა. “ლიბერალის” ფოტოკონკურსში, რომლის თემა იყო “სიყვარული”, Facebook-ის ემოციების მიხედვით გამოვლენილ სამ ფოტოს შორის ყველაზე მეტი ემოცია დააგროვა. “ამ ფოტოს გადაღების იდეა დაგვებადა მე და ჩემს მეგობარს, მას შემდეგ, რაც ფოტოზე აღბეჭდილ რესტორანში ლგბტქ თემის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა …

ახალი ამბები


ევროპარლამენტი ევროკომისიას – ლგბტქი უფლებები პრიორიტეტული უნდა იყოს

ევროპარლამენტმა მიიღო მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა ევროკომისიას, რომ მომავალი საქმიანობისას დაიცვას ლგბტქი ადამიანების თანასწორობა და უფლებები. 14 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება ლგბტ ადამიანების თანასწორობის სამოქმედო გეგმის წინაპირობაა. იგი აერთიანებს ევროპარლამენტში წარმომადგენლობის მქონე 19 სახელმწიფოს, რომლებიც შეუერთდნენ დეკემბერში მალტის მთავრობის ინიცირებულ მოწოდებას, რომ შეიქმნას ევროკავშირის 2019-2024 წლების სტრატეგია ლგბტქი უფლებების დაცვისთვის. “დღევანდელ პოლიტიკურ გარემოში, სადაც ლგბტქი სტრატეგია …

ახალი ამბები


არასრულწლოვანს მამამ ქონება წაართვა, მოტივი სექსუალური ორიენტაციაა

2019 წლის 7 თებერვალს სასამართლომ დააკმაყოფილა “თანასწორობის მოძრაობის” იურისტების სარჩელი, რომლითაც ყადაღა დაედო იმ ქონებას, რომელიც მამამ სექსუალური ორიენტაციის გამო, თავის შვილს მოტყუებით წაართვა. სასამართლო გაეცნო “თანასწორობის მოძრაობის” იურისტების წარდგენილ შუამდგომლობას, შეამოწმა მისი დასაბუთებულობა და მიიჩნია რომ ყადაღის გამოუყენებლობა გააძნელებდა, ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას, ან გამოიწვევდა სადავო ან დარღვეული უფლების განხორციელების შეუძლებლობას, რის გამოც …

ახალი ამბები


რუსთავში ჰომოფობიურ ნიადაგზე ერთერთი თავდამსხმელი დააკავეს

ერთერთი პირი, რომელიც დათო გელაშვილს ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხა პოლიციამ დააკავა მეორე პირის საკითხს ხვალ განიხილავენ. “თანასწორობის მოძრაობის” იურისტის ინფორმაციით, რომელიც რუსთავის მეასმე განყოფილებაში იმყოფება, ორი პირი, თავდასხმიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს და ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. ა. ჯ. დათო გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დააკავეს. ხოლო მეორე თავდამსხმელის …

ახალი ამბები