პრეპ-ის ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევის პრეზენტაცია


27 დეკემბერს თანასწორობის მოძრაობამ კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომელმაც შეისწავლა რა ფაქტორები ახდენს გავლენას პრეპის პროგრამაში ბენეფიციარების ჩართვაზე.

Კვლევა სახელწოდებით, “საქართველოში აივ ინფექცია შიდსის პრეექსპოზიციური პროფილაქტიკის ხელმისაწვდომობის ბარიერები მამაკაცებს, რომელთან სექსი აქვთ მამაკაცებთან და ტრანსგენდერ ქალებს შორის”, მოიცავს ორ ნაწილს: ფოკუს ჯგუფებსა და ონლაინ კითხვარს.

ფოკუს ჯგუფში ჩართვა შეეძლო18  წლის ან უფროსი ასაკის მამაკაცს, რომელსაც სქესობრივი კავშირი ჰქონია მამაკაცთან სულ მცირე ერთხელ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში. Ასევე, ტრანსგენდერ ქალებს, პრეპ პროგრამაში ჩართული და პროგრამიდან გამოსული ბენეფიციარებს. Კვლევის ფარგლებში ჩატარდა 7 ფოკუს ჯგუფი: 4 თბილისში და 3 რეგიონებში.

ონლაინ გამოკითხვა  ჩატარდა 18 წლის ან უფროსი ასაკის რესპონდენტებთან და თვითიდენტიფიცირდებიან, როგორც მამაკაცი ან ტრანსგენდერი ქალები, ასევე ადასტურებენ, რომ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში მამაკაცთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონდათ.

ფოკუს ჯგუფი

კვლევაში მონაწილე თითქმის ყველა რესპონდენტმა დაადასტურა, რომ აქვთ ინფორმაცია აივ/შიდსის და მისი გავრცელების გზების შესახებ. ინფორმაციის წყაროდ ისინი უმეტესად ასახელებდნენ სათემო ორგანიზაციებს, სოციალურ მუშაკებსა და თემის წევრებს. კვლევის მონაწილეები აცნობიერებენ ამ დაავადების მიმართ დაუცველობას და მაქსიმალურად ცდილობენ თავდაცვის საშუალებების გამოყენებას რისკის შემცირების მიზნით. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ დამცავ ბარიერებს ყოველთვის იყენებენ. კვლევის ყველა მონაწილე რეგულარულად იტარებს სათემო ორგანიზაციის ბაზაზე ხელმისაწვდომ ტესტირებას, მათ შორის ავი/შიდსის გამოვლენასთან დაკავშირებით.

Ონლაინ გამოკითხვა

ონლაინ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 92-მა ადამიანმა, აქედან 5-მა განიცადა დისკვალიფიკაცია.

კვლევის მიხედვით გამოიკვეთა, რომ უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში რესპონდენტების 23%-ს ჰყავდა 10 ან მეტი სქესობრივი პარტნიორი მამაკაცი, ხოლო 16 %-ს არ ჰყოლია არცერთი. აღსანიშნავია, რომ იმ რესპონდენტებიდან, რომლებსაც ჰყავდათ 10 ან მეტი პარტნიორი ყველა იყო თბილისიდან.

  • 45%-ს არ გამოუყენებია, ან არ ახსოვს გამოიყენა თუ არა პრეზერვატივი

  • გამოკითხულების 53% მშობლებთან ცხოვრობს

კვლევის მიხედვით, დადასტურდა ის, რომ რესპონდენტთა 66.6%-ს მოუხმარია ნარკოტიკული საშუალებები უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში. მათგან 54% ჰქონია სქესობრივი კონტაქტი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. გამოკითხულთა 28.7%-ს რეგულარულად აქვს სქესობრივი კონტაქტი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

Კვლევის მიხედვით, ნარკოტიკების გამოყენება ამცირებს კონდომის გამოყენების მაჩვენებელს

თვალსაჩინოა ნარკოტიკული ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ სქესობრივი კონტაქტისას კონდომის გამოყენების მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ვარდნა. კონდომის გამოყენების 54%-იანი მაჩვენებელი ეცემა თითქმის 13%-ით და შეადგენს 41.37%-ს

Გამოკითხვაში აღნიშნეს, რომ რესპონდენტების 74%-ს ჰქონია ჯგუფური სექსი. Გამოკითხულთა 60%-მა იცოდა თავისი პარტნიორის აივ-სტატუსი. Გამოიკითხულთა 61% აქვს ჩატარებული აივ-ზე ტესტირება ბოლო 6 თვის განმავლობაში.

კვლევის კიდევ ერთი მიგნებაა, ის, რომ ონლაინ გამოკითხვის მონაწილეთა 100% აღნიშნავს, რომ იცის, სად შეიძლება ჩაიტაროს აივ-ტესტირება, თუმცა მხოლოდ 60.91 %-ს ჩაუტარებია აივ ტესტირება უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში. მათგან ვისაც ტესტირება არ ჩაუტარებია (39.09%) 20.58 % აღნიშნავს რომ იცის საკუთარი აივ-სტატუსი.

გამოკითხულ რესპონდენტთა 72.41 %-ს სმენია პრეექსპოზიციური პროფილაქტიკის შესახებ, მათგან 60.31 % აღნიშნავს რომ ინფორმაცია პრეპ-ის შესახებ მიიღო სოციალური ქსელების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ იმ რესპონდენტებიდან, ვინც პრეპ-ის შესახებ ინფორმაციის წყაროდ ასახელებს სოციალურ ქსელებს 89.47 % არის თბილისიდან.

პრეპ მომსახურების ფარგლებში მედიკამენტის მიღება რესპონდენტთა 67.81 %-ს ურჩევნია ლგბტ სათემო ორგანიზაციაში, ხოლო სამედიცინო მომსახურების მიღება რესპონდენტთა – 48% – ლგბტ სათემო ორგანიზაცია ურჩევნია, 48% ასეთ ადგილად სამედიცინო დაწესებულებას ასახელებს.

რესპონდენტების 77 % მიიჩნევს, რომ ჩაერთვება პრეპ პროგრამაში მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ მიუხედავად პრეპ მედიკამენტის მიღებისა, მაინც უნდა გამოიყენოს პრეზერვატივი, თუმცა მათგან კითხვაზე გამოიყენებს თუ არა კონდომს მას შემდეგ რაც ჩაერთვება პროგრამაში, 12.64 %-მა მიუთითა რომ არა, ხოლო 40.22%-მა რომ არ იცის.

შესაბამისად მრავლობითი სქესობრივი კონტაქტები, ჯგუფურ სექსში ჩართულობის პრაქტიკა და ნარკოტიკების მოხმარების მაღალი მაჩვენებელი აყენებს მათ აივ-ით ინფიცირების მომატებული რისკის ქვეშ და ადგენს პრეპ მომსახურებით მოცვის საფუძვლებს.

Კვლევაში გამოიკვეთა, რომ შიდსის ცენტრში სიარული ორმაგ სტრესთანაა დაკავშირებული, ერთი აივის, მეორე კი თემის წვერობის, იმ ფონზე, რომ არაა დაცული მათი კონფიდენციალობა. მაგალითად, შიდსის ცენტრში იყვნენ მისული და მათ გვარს ისე კითხულობენ, რომ სხვა პირებმა შეიძლება გაიგონ, ერთერთმა მონაწილემ კი განმარტა, რომ უცხო ქალი ყიდდა თავის ნივთებს, მაშინ როცა მომსახურების მისაღებად იყო მისული.

ქვეყანაში საკმაოდ დაბალია აივ ტესტირებით მსმ პოპულაციის მოცვა. ზუსტად აივ-ინფექციის გამოვლენა წარმოადგენს უმთავრეს გამოწვევას აივ ინფექციის კასკადში. შესაბამისად, მიზნობრივი პოპულაციის ტესტირებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, როგორც პრეპ პროგრამაში ჩართვისათვის, ისე დროული გამოვლენის ხელშეწყობისათვის.

კვლევა გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკური მკურნალობის მსმ და ტრანსგენდერი თემისთვის მიწოდება” ფარგლებში ჩატარდა.


პრეპი – პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა არის აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მეთოდი. ყოველდღიურად დღეში 1 აბის მიღების შემთხვევაში პრეპი აივ ინფექციისგან იცავს 99%-მდე. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც პრეპს იღებს, ამბობს, რომ ახლა უკვე შეუძლიათ ჰქონდეთ სექსი შიშის გარეშე.

დეტალურად: რა არის პრეპი?