პროექტები

ჩვენი პროექტები

პროექტების მიზნები, განხორციელების ვადები და დაფინანსება

აივ პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებში

განხორციელების ვადები

23.09.2026 – 22.09.2027
დონორი / დამფინანსებელი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) / აივ ინფექციის / შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდი
გრანტის ოდენობა

541 960,00 ლარი
სტატუსიმიმდინარე

პროექტი მიზნად ისახავს აივ ინფექცია/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ღონისძიებების გაძლიერებას ქვეყნის მასშტაბით. ინიციატივა ეფუძნება საერთაშორისო და ეროვნულ გაიდლაინებსა და პროტოკოლებს, და ორიენტირებულია მაღალი რისკის მქონე ჯგუფებზე.

პროგრამა ითვალისწინებს კომპლექსური პრევენციული პაკეტების მიწოდებას, რაც მოიცავს რისკის შემცირების კონსულტაციებს, პრევენციული მკურნალობის შესახებ ინფორმირებას, პრევენციული და საინფორმაციო საშუალებებით უზრუნველყოფას, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და საჭიროებისამებრ სამედიცინო-სოციალურ რეფერირებას. სერვისების მიწოდება ხორციელდება რესურს-ცენტრების, საველე სამუშაოს, თანასწორი მუშაკებისა და ონლაინ პლატფორმების მეშვეობით.

ასევე, ხორციელდება ბენეფიციართა მობილიზების ღონისძიებები, მათ შორის ინდექს-ტესტირება, თვითტესტირების წახალისება, შემთხვევის მართვა, პროფესიული იურიდიული მხარდაჭერა და თანასწორებზე დაფუძნებული ინტერვენციები. მნიშვნელოვანი კომპონენტია დიფერენცირებული ტესტირება ელექტრონული პლატფორმის – selftest.ge-ს მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს თვით-ტესტებისა და პრევენციული საშუალებების პაკეტის დისტანციურ შეკვეთასა და მიწოდებას. პროექტი ასევე მოიცავს ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, მკაცრი კონფიდენციალობის, თანასწორობისა და ეთიკური სტანდარტების დაცვით.

ლგბტ ადამიანების უფლებების გაუმჯობესება საქართველოში

განხორციელების ვადები

01.01.2025-31.12.2027
დონორი / დამფინანსებელი

RFSU
გრანტის ოდენობა

1 800 000 SEK
სტატუსიდასრულებული

პროექტის მიზანია საქართველოში სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად "თანასწორობის მოძრაობა" მუშაობს საქართველოში ლგბტქი პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მათ ადვოკატირებაზე. ჩვენი მიზანია, ანტი-დისკრიმინაციული კანონის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრაქტიკაში რეალიზაციის მიმართულებით ლგბტქი პირების სამართლებრივი მხარდაჭერა სტრატეგიული საქმეების სასამართლო სისტემაში სამართალწარმოების გზით. ასევე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ფარგლებში, უზრუნველვყოფთ სამართლებრივ დახმარებას თემის წევრებისთვის და საქმეების დოკუმენტირებას შემდგომი საადვოკატო საქმიანობისთვის. პროექტი უზრუნველყოფს თემის წევრებისთვის სოციალური მუშაკის მომსახურებასა და პროფესიული გადამზადების კურსებს. ბენეფიციარებისთვის სერვისების მიწოდების პარალელურად, ორგანიზაცია უზრუნველყოფს ცნობიერების დონის ამაღლებისკენ მიმართულ საქმიანობას, ქმნის და ავითარებს ონლაინ პლატფორმას სექსუალობისა და გენდერული საკითხების გარშემო. პროექტი ასევე ითვალისწინებს დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფების გაძლიერებას და მათ ფინანსურ მხარდაჭერას.

აივ პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის (პრეპ) მომსახურება აივ ინფექცია/შიდსის მაღალი რისკის პოპულაციებში

განხორციელების ვადები

01.02.2025-30.12.2025
დონორი / დამფინანსებელი

The Global Fund
გრანტის ოდენობა

310 000 ლარი
სტატუსიდასრულებული

პროგრამის მიზანია პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის (PrEP) სამედიცინო მომსახურებასთან კავშირის უზრუნველყოფა და სოციალური მომსახურების მიწოდება აივ ინფექციის პრევენციის მიზნით მამაკაცებისთვის, რომლებსაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცებთან (მსმ), ტრანსგენდერი ქალებისთვის, მათ პატრნიორებისთვისა და კომერციული სექსმუშაკი ქალებისთვის.

გაერთიანება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ: ლგბტქი თემის წინააღმდეგ ძალადობის დაძლევა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში

განხორციელების ვადები

2021-2024
დონორი / დამფინანსებელი

Stonewall
გრანტის ოდენობა

150,400 USD
სტატუსიდასრულებული

თანასწორობის მოძრაობა და სტოუნვოლი 2021 წლის ივნისიდან ერთობლივ პროექტს ახორციელებენ, რომელიც ლგბტქი თემის მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დანაშაულის პრევენციასა და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის გაუმჯობესებას ემსახურება. სტოუნვოლის მხარდაჭერით პროექტი ხორციელდება საქართველოში, ბულგარეთსა და რუმინეთში. პროექტის ფარგლებში თანასწორობის მოძრაობა რამდენიმე მიმართულებით მუშაობს: სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ სამართალდამცავი უწყებების პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა; ლგბტქი თემსა და სხვა სოციალურ ჯგუფებში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სპეფიციკის, მხარდამჭერი სერვისებისა და რეაგირების შესახებ ცნობიერების ამაღლება; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლისთვის პარტნიორთა ქსელის გაფართოება.

"აივ ინფექციის/შიდსის მართვა" სახელმწიფო პროგრამის "აივ ინფექციის პრევენცია აივ ინფექციის მაღალი რისკის ჯგუფებში" კომპონენტი

განხორციელების ვადები

01.01.2025 – 31.12.2025
დონორი / დამფინანსებელი

The Global Fund: აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდი (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria)
გრანტის ოდენობა

არ არის მითითებული
სტატუსიდასრულებული

პროექტი მიზნად ისახავს აივ ინფექციის მაღალი რისკის ჯგუფების ნებაყოფლობით კონსულტაციას და ტესტირებას აივ ინფექციაზე, სიფილისსა და ვირუსულ ჰეპატიტებზე (B და C), აგრეთვე ტუბერკულოზის სკრინინგს.

აივ ინფექცია/შიდსის პრევენცია და შემთხვევების გამოვლენა აივ საკვანძო პოპულაციების წარმომადგენლებში

განხორციელების ვადები

20.02.2025 – 31.12.2025
დონორი / დამფინანსებელი

საქართველოს სახელმწიფო (საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის დადგენილება N474 – 2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ)
გრანტის ოდენობა

არ არის მითითებული
სტატუსიდასრულებული

„აივ ინფექცია/შიდსის პრევენცია და შემთხვევების გამოვლენა აივ საკვანძო პოპულაციების წარმომადგენლებში“ მიზნად ისახავს აივ ინფექცია/შიდსის პრევენციას მსმ თემში, რათა თემმა საკუთარი ძალებით მოახდინოს აივ ინფექცია/შიდსის რისკის ქვეშ მყოფი თემის წევრების ინფორმირება/კონსულტირება, აივ ინფექცია/შიდსთან ასოცირებული სარისკო ქცევების შემცირების ხელშეწყობა და აივ/შიდსის პრევენციულ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

მაღალი რისკის ქცევისა და ინფექციების პრევალენტობის გამარტივებული (მცირე) კვლევა (BBS Lite) მსმ პოპულაციაში საქართველოში

განხორციელების ვადები

01.01.2023-31.10.2023
დონორი / დამფინანსებელი

UNAIDS
გრანტის ოდენობა

34 871 აშშ დოლარი
სტატუსიდასრულებული

მცირე/მსუბუქი BBS-Lite (ბიო-ქცევითი კვლევა-ლაითი) არის WHO- ს და UNAIDS- ის მიერ

კვლევა განხორციელდება სათემო ორგანიზაციების „თანასწორობის მოძრაობისა“ და „იდენტობის“ ბაზაზე თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

ლგბტქი თემის მედეგობის მშენებლობა საქართველოში

განხორციელების ვადები

02/11/2023 -02/11/2024
დონორი / დამფინანსებელი

UNDP
გრანტის ოდენობა

292,924.19 ლარი
სტატუსიდასრულებული

პროექტი მიემართება ორგანიზაციის ორ ოპერაციულ ფოკუსს. ერთი მხრივ, პროექტი (LVGA) მხარს უჭერს ლგბტქი თემის გაძლიერებასა და მედეგობის მშენებლობას ფსიქო-სოციალური სერვისების რაოდენობისა და მრავალფეროვნების გაზრდით. ხოლო, მეორე მხივ, ის ხელს უწყობს ორგანიზაციის შესაძლებლობების განვითარებას სტრატეგიული დაგეგმვისა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტის მიმართულებით.

„თანასწორობის მოძრაობა“ ძლიერი ლგბტქ სამოქალაქო და პოლიტიკური საზოგადოებისთვის

განხორციელების ვადები

01.10.2021-31.12.2023
დონორი / დამფინანსებელი

არ არის მითითებული
გრანტის ოდენობა

70 000 $
სტატუსიდასრულებული

პროექტის მიზნად ისახავს ლგბტქი აქტივიზმის გაძლიერებას, ლგბტქ სამოქალაქო და პოლიტიკური საზოგადოების კონსოლიდაციას, ლგბტქ თემის წევრების ინფორმირებულობის გაზრდას საკუთარი უფლებების შესახებ და ხელოვნების დახმარებით თემის ხილვადობის გაზრდას.

აივ ინფექცია/შიდსის პრევენცია და შემთხვევების გამოვლენა ტრანსგენდერ პირებში

განხორციელების ვადები

01.01.2023-30.12.2024 2024 წლის
დონორი / დამფინანსებელი

The Global Fund
გრანტის ოდენობა

55`505.00 ლარი
სტატუსიდასრულებული

„აივ ინფექცია/შიდსის პრევენცია და შემთხვევების გამოვლენა ტრანსგენდერ პირებში“ მიზნად ისახავს აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მიზნით ტრანსგენდერი თემის მობილიზებას საქართველოს ორ რეგიონში (ქ. თბილისი, ქ. ბათუმი). პროექტს განახორციელებს ორგანიზაციების კოალიცია შემდეგი შემადგენლობით: "თანასწორობის მოძრაობა", "თემიდა"

პროექტი მიმართულია აივ-ით ინფიცირების მომატებული რისკის მქონე სუბ-პოპულაციაში (ტრანსგენდერ პირებში) პრევენციული მესიჯების გავრცელებაზე, პრევენციული საშუალებებით, როგორიც არის კონდომი და ლუბრიკანტი, მათ უზრუნველყოფასა და აივ-სა და სქესობრივი გზით გადამდებ სხვა დაავადებებზე, როგორიც არის სიფილისი და ვირუსული ჰეპატიტები (B და C) მათ ნებაყოფლობით კონსულტირებასა და ტესტირებაზე.

აივ თვითტესტირების პროექტი საკვანძო პოპულაციებში

განხორციელების ვადები

01.01.2022-30.12.2023 2024 წლის
დონორი / დამფინანსებელი

The Global Fund
გრანტის ოდენობა

169 000.00 ლარი
სტატუსიდასრულებული

"თანასწორობის მოძრაობამ" 2020 წელს პილოტურად შექმნა პლატფორმა Selftest.ge რის შედეგადაც, აივზე თვითტესტირებისა და აივ პრევენციული პაკეტების მიღების შესაძლებლობა მაღალი რისკის მქონე პოპულაციური ჯგუფებს (მამაკაცებები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან, ტრანსგენდერი ადამიანები, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები და კომერციული სექს-მუშაკები) უკვე დისტანციურად, ცენტრში მისვლის გარეშე შეუძლიათ. ვებ-გვერდის მეშვეობით აივ ინფექციაზე ანონიმური, სწრაფი და უფასო ტესტირება საქართველოს 11 რეგიონშია შესაძლებელი.

პროექტის მიზანია აივ ინფექციის თვითტესტირებისა და პრევენციული პაკეტების მიღების შესაძლებლობის გაფართოება და სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა, საბოლოოდ კი აივ/შიდსის ეპიდემიის დასრულება. პლატფორმა შექმნილია "თანასწორობის მოძრაობის" მიერ. პროექტი ხორციელდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) „გლობალური ფონდის“ ეროვნული პროგრამის ფარგლებში.

ლგბტქი თემის მხარდაჭერა კოვიდ-19-ის პირობებში

განხორციელების ვადები

1.30.2020- 1.30.2021
დონორი / დამფინანსებელი

ევროკომისია
გრანტის ოდენობა

60 000 €
სტატუსიდასრულებული

პროექტი მიზნად ისახავს კოვიდ-19-ით დაზარალებული ლგბტქი თემის წევრების საარსებო საჭიროებების დაკმაყოფილებას 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ნოემბრამდე. ინიციატივა შეეხება თბილისში, ქუთაისში ზუგდიდსა და ბათუმში მცხოვრებ თემის წევრებს. კოვიდ-19-ის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა თემის მრავალი წევრი დატოვა შემოსავლის გარეშე. სწრაფი რეაგირების მექანიზმი მიზნად ისახავს გამონახოს რესურსები ლგბტქი თემის წევრებისთვის საკვების, ჰიგიენის საშუალებების, ჯანდაცვის მომსახურებისა და ბინის ქირის ასანაზღაურებლად. პროექტი ასევე მიზნად ისახავს, რომ გაზარდოს “თანასწორობის მოძრაობის” სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის სერვისების შესაძლებლობები, რომ მეტ ბენეფიციარს გაუწიოს მომსახურება.

ტრანსგენდერ ქალთა სამედიცინო მოვლის გამუჯობესება

განხორციელების ვადები

01.05.2016 – 31.12.2016
დონორი / დამფინანსებელი

ქალთა ფონდი საქართველოში
გრანტის ოდენობა

3000 ევრო
სტატუსიდასრულებული

პროექტის ფარგლებში მოვიძიეთ სხვადასხვა სპეციალიზაციის ლგბტქი მეგობრული ექიმები, რომლებთანაც ჩვენს ბენეფიციარებს ვამისამართებთ. პროექტის ფარგლებში ასევე გამოიცა გაიდლაინი ტრანს ადამიანების ჰორმონალური თერაპიისთვის, რომელიც საილუსტრაციოა და ექიმებისთვისაა განკუთვნილი. (პუბლიკაციის ლინკი). პუბლიკაცია ენდოკრინოლოგებს დაურიგდათ.

ლგბტ ადამიანების მშობლები თანასწორობისთვის

განხორციელების ვადები

01.03.2016 -31.05.2016
დონორი / დამფინანსებელი

ILGA-Europe და COC Netherlands
გრანტის ოდენობა

4,539 ევრო
სტატუსიდასრულებული

პროექტის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა ლგბტქი ადამიანების მშობლებთან. შეხვედრის მიზანი იყო მშობლების მხარდამჭერი ჯგუფის ჩამოყალიბება და გაძლიერება. მშობლების ჯგუფთან პოლონეთიდან ფასილიტატორი ჩამოვიდა, რომელსაც მსგავს ჯგუფებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

პროექტი 14

განხორციელების ვადები

01.11.2015 –31.03.2016
დონორი / დამფინანსებელი

„ქალთა ფონდი საქართველოში“
გრანტის ოდენობა

2500 ევრო
სტატუსიდასრულებული

პროექტი მიზნად ისახავდა ტრანსგენდერ ქალთა აქტივიზმში ჩართულობის ხელშეწყობას და მათ გაძლიერებას ტრენინგების ჩატარების გზით. პროექტის პირველ ეტაპზე ბენეფიციარებს ჩაუტარდათ ტრენინგები ხოლო, შემდგომ კი მათ თავად ჩაატარეს შეხვედრები, რომლებსაც ლგბტქი თემის დანარჩენი თემის წევრები დაესწრნენ. ასევე 10 ნოემბერს აღინიშნა ტრანსგენდერ ადამიანთა ხსოვნის დღე.

ჟურნალი „ეგალიტე“

განხორციელების ვადები

1.01.2022 – 20.10.2022
დონორი / დამფინანსებელი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო
გრანტის ოდენობა

25 800 ლარი
სტატუსიდასრულებული

„ეგალიტე“ „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ გამოცემული ჟურნალია, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ და ფემინისტური საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ჟურნალის პირველი ნომერი, 2019 წელს გამოიცა და ქვიარ ახალგაზრდების გამოწვევებს, საჭიროებებსა და გამოსავლების ძიებას დაეთმო. 2022 წელს ორგანიზაციამ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით, ჟურნალის მეორე ნომერი გამოსცა, რომლის მთავარი თემაა „ქვიარ უტოპია“. ნომრის შექმნაზე 15 ავტორმა და 4 ფოტოგრაფმა იმუშავეს. ჟურნალში შესულია, როგორც აკადემიური და ანალიტიკური სტატიები, ასევე, უფრო არაფორმალური ხასიათის ლიტერატურა, როგორიცაა ბლოგები, ჩანახატები, მოთხრობები და ა.შ. ეგალიტეს მეორე ნომერი, 1100 ეგზემპლარად გამოიცა და მისი 4 პრეზენტაცია ჩატარდა. პრეზენტაციებს ჯამში 90 ადამიანი დაესწრო.

ორგანიზაციული უსაფრთხოების გაძლიერება

განხორციელების ვადები

28.02.2022 – 10.12.2022
დონორი / დამფინანსებელი

Civil Rights Defenders
გრანტის ოდენობა

43 284 ლარი
სტატუსიდასრულებული

პროექტი მიზნად ისახავს "თანასწორობის მოძრაობის" უსაფრთხოების გაძლიერებას შემდეგი მიმართულებებით: ოფისის უსაფრთხოება, საველე უსაფრთხოება, მაღალი რისკის ლოკაციაზე მუშაობა, ოფისის ფიზიკური უსაფრთხოება, უსაფრთხოების ინციდენტები, თანამშრომლების აყვანა და წასვლა ორგანიზაციიდან, საგანგებო კონტაქტები, საოფისე სივრცის აუდიტი, კიბერუსაფრთხოების ინციდენტები

სიძულვილის ენის დაძლევა უნივერსიტეტებში

განხორციელების ვადები

01.07.2016 – 31.12.2017
დონორი / დამფინანსებელი

NESEHNUTÍ – Independent Social Ecological Movement
გრანტის ოდენობა

2,500 ევრო
სტატუსიდასრულებული

პროექტის ფარგლებში ჩატარდა 3 საჯარო ლექცია/დისკუსია სიძულვილის ენის თაობაზე საქართველოს სამ უნივერსიტეტში. ასევე ორგანიზაციამ ჩაატარა ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის, რომელშიც 5-მა სტუდენტმა გაიმარჯვა და გადაეცათ სპეციალური პრიზები. პროექტის ბოლო ეტაპზე ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვდებიან უნივერსიტეტების ადმინისტრაციას და განიხილავენ სიძულვილის ენის პრობლემურობას საგანმანათლებლო სისტემაში და მისი დაძლევის შესაძლო გზებს.

ლგბტქი+ თემის გაძლიერება ინკლუზიური აღდგენისთვის

განხორციელების ვადები

არ არის მითითებული
დონორი / დამფინანსებელი

National Democratic Institute (NDI)
გრანტის ოდენობა

171 260 ლარი
სტატუსიდასრულებული

პროექტის ფარგლებში, ,,თანასწორობის მოძრაობამ“ განახორციელა ,,ლგბტქი თემის სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების კვლევა საქართველოში“. ანგარიშის ფარგლებში, მომზადდა სამაგიდე კვლევა, რომელიც მოიცავს, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების მიერ შექმნილი სტანდარტების მიმოხილვას, ასევე ეროვნული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ანალიზს ლგბტქი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე გავლენის კუთხით. ანგარიშში ასევე წარმოდგენილია თვისებრივი კვლევის შედეგები, რომელზეც ორგანიზაციამ იმუშავა CRRC საქართველოსთან კოლაბორაციით. თვისებრივი კვლევა ყურადღებას ამახვილებს ლგბტქი თემის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებსა და სოციალური ექსკლუზიის გამომწვევ ფაქტორებზე. კვლევაში განხილულია შემდეგი საკითხები: ლგბტქი თემის გამოწვევები საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და შრომით ბაზარზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ბარიერების ჯანდაცვის სერვისების მიღებისას, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ოჯახთან ურთიერთობა და საცხოვრისის (თავშესაფრის) საკითხები. კვლევის ფარგლებში განხორციელდა 10 ფოკუს-ჯგუფი და 8 სიღრმისეული ინტერვიუ. კვლევის ფარგლებში შემუშავდა რელევანტური რეკომენდაციები შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის, რათა ხელი შეეწყოს ლგბტქი ჯგუფის სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის პრობლემატიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სამთავრობო უწყებების მხრიდან შესაბამისი პოლიტიკის მექანიზმების დანერგვასა და იმპლემენტაციას. კვლევის ანგარიშის ავტორია ლიკა ჯალაღანია. კვლევის ანგარიში ხელმისაწვდომია თანასწორობის მოძრაობის ელექტრონულ პლატფორმებზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ახალი შესაძლებლობები ლგბტქი დღისწესრიგისთვის საქართველოში

განხორციელების ვადები

01.06.2021 – 31.07.2022
დონორი / დამფინანსებელი

ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში
გრანტის ოდენობა

256 000 ლარი
სტატუსიდასრულებული

ლგბტქი საკითხების მედია დაფარვის გაუმჯობესება 2022 წელს აღნიშნული პროექტის ფარგლებში „თანასწორობის მოძრაობამ“ მოამზადა კვლევა, რომლის შედეგებზე დაფუძნებითაც შეიმუშავა ლგბტქი საკითხების გაშუქების შესახებ ტრენინგ-მოდული. მოდულის გამოყენებით ორგანიზაციამ გასვლითი ტრენინგი ჩაატარა ტელევიზიების ჟურნალისტებისთვის. ამასთან, ორგანიზაციამ დააფინანსა ორი აკადემიური კურსი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კავკასიის მედია სკოლასა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). დაფინანსებული კურსების ფარგლებში შერჩეულ სტუდენტებზე გაიცა ერთჯერადი სტიპენდიები და მათი კვლევები წარდგენილი იყო „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ კონფერენციაზე. „თანასწორობის მოძრაობამ“ შექმნა და საკუთარ სოციალურ ქსელებში განათავსა ორი გრაფიკული ვიდეო ლგბტქი ადამიანების მედია გაშუქებასთან დაკავშირებით. ლგბტქი-მეგობრული ჯანდაცვის ხელშეწყობა „თანასწორობის მოძრაობის“ დაკვეთით შეიქმნა კვლევა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების დამოკიდებულებებზე ლგბტქი ადამიანების მიმართ. კვლევაზე დაფუძნებით შეიქმნა ტრენინგ მოდული, რომლის მიხედვითაც გასვლითი შეხვედრის ფარგლებში მოხდა ექიმების გადამზადება. შეიქმნა ორი ვიდეო რგოლი ტრანს-ჯანდაცვის საჭიროებებზე და განთავსდა ორგანიზაციის სოციალურ ქსელებში. კონფერენცია: „ლგბტქი უფლებები ეროვნულ და რეგიონულ კონტექსტში“ აღნიშნული აქტივობის ფარგლებში ორგანიზაციამ ჩაატარა მასშტაბური კონფერენცია, რომელიც ოთხი პანელისგან შედგებოდა. კონფერენცის მომხსენებლები იყვნენ, როგორც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და რეგიონული ორგანიზაციების 17 წარმომადგენლები. ამავე კონფერენციის ფარგლებში, ერთ პანელი დაეთმო უკრაინელი, რუსი და ბელორუსი აქტივისტების მოხსენებებს, რომლებმაც ილაპარაკეს ლგბტქი უფლებების შესახებ ომის კონტექსტში.

ხელოვნება გაძლიერებისთვის

განხორციელების ვადები

15.05.2020 – 14.05.2021
დონორი / დამფინანსებელი

არ არის მითითებული
გრანტის ოდენობა

4 617.27 CHF
სტატუსიდასრულებული

პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს ლგბტქი (მხარდამჭერი) ხელოვანები, რეჟისორები, შემოქმედებითად მოწოდებული ადამიანები, რათა ხელი შეუწყოს ლგბტქი თემის გაძლიერებას ხილვადობის ამაღლების გზით, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის პირობებში. Შემოქმედებითი სოციალური რეკლამების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 4 სტიპენდია.

თანასწორობის მოძრაობა ძლიერი ლგბტქ თემისთვის

განხორციელების ვადები

01.01.2022-10.12.2022
დონორი / დამფინანსებელი

არ არის მითითებული
გრანტის ოდენობა

213 500 ლარი
სტატუსიდასრულებული

პროექტის მიზანს წარმოადგენს, საქართველოში ლგბტიქ თემის გაძლიერებაზე ზრუნვა და ადვოკატირების სფეროში, ,,თანასწორობის მოძრაობის“ მხარდაჭერა. პროექტის ფარგლებში, საადვოკაციო მიმართულებით, ,,თანასწორობის მოძრაობა“ იმუშავებს განათლების პოლიტიკის სენსიტიზაციასა და სასკოლო ბულინგის პრევენციაზე. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მონიტორინგსა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სტრატეგიული სამართალწარმოებას. ლგბტიქ თემის გაძლიერების მიმართულებით, ორგანიზაცია განახორციელებს ონლაინ კამპანიებსა და საგანმანათლებლო აქტივობებს

უფლება ჯანმრთელობისთვის

განხორციელების ვადები

01.02.2017 – 31.12.2019
დონორი / დამფინანსებელი

არ არის მითითებული
გრანტის ოდენობა

49 219,00 ევრო
სტატუსიდასრულებული

პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია მუშაობს აივ/შიდსის ეპიდემიის ეროვნული პასუხის ფორმირებაში მსმ/ტრანს* ადამიანების მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობაზე. კერძოდ, ორგანიზაცია მუშაობს მსმ/ტრანს* ადამიანებისთვის განკუთვნილი აივ/შიდსის სერვისებისთვის ხელშემწყობი გარემოს გაძლიერებაზე, სტიგმასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის, ადამიანის უფლებების დაცვის, წახალისებისა და სამართლებრივი და პოლიტიკური ბარიერების დაძლევის გზით. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია "თანასწორობის მოძრაობის" შესაძლებლობების გაძლიერება.

ევრაზიული კავშირი კაცების ჯანმრთელობისთვის (Eurasian Coalition for Male Health)

ლგბტქი ადამიანების შრომითი უფლებების ადვოკატირება

განხორციელების ვადები

15 თებერვალი, 2021 – 31 ივლისი, 2021
დონორი / დამფინანსებელი

კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში — EWMI-PROLoG/USAID
გრანტის ოდენობა

არ არის მითითებული
სტატუსიდასრულებული

პროექტი მიზნად ისახავს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ლგბტქი ადამიანების შრომითი დისკრიმინაციისა და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობის ბარიერების გამოვლენას. პროექტის ფარგლებში „თანასწორობის მოძრაობა“ უზრუნველყოფს შრომითი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

თემის ხმა სტიგმის წინააღმდეგ

განხორციელების ვადები

01.11.2017 – 30.09.2018
დონორი / დამფინანსებელი

ILGA-Europe
გრანტის ოდენობა

34,944 ევრო
სტატუსიდასრულებული

პროექტის ფარგლებში განხორციელდება მედია კამპანია, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოებაში ლგბტქი ადამიანების მიმართ არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმის დაძლევისკენ. კამპანიის შინაარსის განსაზღვრისთვის „თანასწორობის მოძრაობა“ შეხვდება 200-მდე ლგბტქი თემის წევრსა და აქტივისტს ფოკუს-ჯგუფების ფორმატში. ორგანიზაცია ფოკუს-ჯგუფებს ჩაატარებს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების მონაწილეობითაც, მათ შორის ჟურნალისტების, ექიმების, პოლიციელების, მოსამართლეებისა და მასწავლებლების.

ლგბტ ადამიანებისთვის სამართლიანობისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა

განხორციელების ვადები

07.11.2016 – 07.12.2017
დონორი / დამფინანსებელი

ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში
გრანტის ოდენობა

46 724,06 ევრო
სტატუსიდასრულებული

პროექტის ფარგლებში ლგბტქი თემის წევრებს ვაწვდით უფასო იურიდიულ, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგიურ მომსახურებას. „თანასწორობის მოძრაობა“ ფოკუსირებულია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევებზე, რომლებიც ლგბტქი თემისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. პროექტი ასევე ითვალისწინებს სტრატეგიული საქმეების წარმოებას. ერთ-ერთ ასეთ საქმეზე, რომელიც მსმ პოპულაციისთვის სისხლის დონორობის უფლებას ეხებოდა, ორგანიზაციამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და საქმე წარმატებით დასრულდა.

ჰომოფობიური ცენზურის კანონის გამო, ამ ვებ-გვერდზე დაიშვებიან 18+ პირები.

საიტზე შესასვლელად, გთხოვთ დაადასტუროთ, რომ ხართ მინიმუმ 18 წლის.