ახალი ამბები


10 მითი ბისექსუალობის შესახებ, რომელიც უნდა დავამსხვრიოთ

დღეს 23 სექტემბერია, რომელიც ბისექსუალი ადამიანების ხილვადობის დღედაა გამოცხადებული. რა საჭიროა ბისექსუალების ხილვადობის დღის დაწესება?! საჭიროა, რადგან ბისექსუალი ადამიანები ლგბტ თემში ერთერთი ნაკლებად ხილვადი არიან, რომელთა მიმართ სტერეოტიპები და მითებია გავრცელებული. ისინი ყველამ ერთად უნდა დავამსხვრიოთ! ბისექსუალი ადამიანები საზოგადოებაში გავრცელებული იმ საერთო აგრესიისა და ცრურწმენების ადრესატები არიან, რაც ქვიარ ადამიანებს გვხვდება. თუმცა არის მითები, რომლებიც …

ახალი ამბები


კოალიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს აფასებს

2019 წლის 10 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენად კანდიდატთა შერჩევის პროცესი დაიწყო, რომელიც თითქმის 4 თვე გაგრძელდა და 2019 წლის 4 სექტემბერს დასრულდა. გასაუბრების პროცესის ღიაობა და საჯაროობა ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ფართო საზოგადოებისათვის შესაძლებელი გახდა სასამართლო სისტემაში არსებული რეალური სიტუაციის ნათლად დაენახვა. როგორც მოქმედ მოსამართლეთა, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა კომპეტენციისა …

ახალი ამბები


ტრანსგენდერ ქალზე სექსუალური ძალადობისა და დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

“თანასწორობის მოძრაობის” ჩარევით დააკავეს პიროვნება, რომელმაც ტრანსგენდერ ქალზე სექსუალურად იძალადა და დააყაჩაღა. “თანასწორობის მოძრაობას” 12 აგვისტოს დახმარების თხოვნით მომართა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, რომელიც აცხადებდა, რომ უცნობ პიროვნებასთან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. რის შემდეგც, აღნიშნულმა პირმა მას არასასურველი ინტიმური კავშირი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ბრალდებულმა იარაღის მუქარით აიძულა ქალს დაემყარებინა მასთან არასასურველი სქესობრივი კონტაქტი და მოსთხოვა …

ახალი ამბები


შსს–ს აკადემიაში „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების სტანდარტების შესახებ“ ტრენინგი ჩატარდა

2 აგვისტოს შსს–ს აკადემიაში „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების სტანდარტების შესახებ“ ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგს შსს–ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი გოგა ხატიაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და …

ახალი ამბები


ბრალდებული, ვინც ლგბტ ადამიანის დაშანტაჟებას ცდილობდა, დააკავეს

“თანასწორობის მოძრაობის” იურისტების დახმარებით, ლგბტ თემის ერთერთმა წევრმა სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე შანტაჟს დააღწია თავი. “თანასწორობის მოძრაობას” ლგბტ თემის ერთერთმა წევრმა მომართა, რომელსაც მისი ნაცნობი აშანტაჟებდა სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი საკუთარი ორიენტაციის შესახებ საჯაროდ არ საუბრობდა, ამ ინფორმაციის გასაჯაროება მის უსაფრთხოებას ეჭვის ქვეშ დააყენებდა. დაზარალებულს ბრალდებულმა 2019 წლის …

ახალი ამბები