ორ ტრანს ქალს თბილისში თავს დაესხნენ


დღეს, 12 ნოემბერს გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევა გამთენიისას 2 საათზე მოხდა. დაახლოებით 4-7 თავდამხსმელი ფიზიკურად გაუსწორდნენ ტრანსგენდერ ქალებს. მათ დაზიანებები მიყენებული აქვთ სახისა და თვალის არეში, დაზიანებული აქვს ყბის ძვლები, მიღებული აქვთ ტვინის შერყევა.

დაზარალებული ტრანსგენდერი ქალები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ თავდამსხმელები მერსედესის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

ერთერთი დაზარალებული არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” საველე ოფიცერია. იგი ჩართულია ტრანსგენდერი ქალების, მათ შორის სექსმუშაკი ტრანსგენდერი ქალების, ცხოვრების გაუმჯობესებაში და ეხმარება მათ სხვადასხვა სერვისის მიღებაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრანსგენდერი ადამიანები ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. ტრანსფობიურ ნიადაგზე არაერთი ადამიანია დაზარალებული, მათ შორის ორი ტრანსგენდერი ქალი ბოლო წლებში ტრანსფობიის ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმების გამო დაიღუპა.

ტრანსგენდერი ადამიანები ერთერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია.

შესწორება: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ თავს ერთ ტრანსგენდერ ქალს დაესხნენ.