ევროპის 24 ქვეყნიდან ქორწინების თანასწორობას საქართველოში ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან – კვლევა


ქორწინების თანასწორობა credit: Elvert Barnes Protest Photography

Pew Research Center-ის კვლევის მიხედვით, ევროპის 24 ქვეყანას შორის, საქართველოსა და სომხეთში ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის ქორწინების უფლებას.

მაგალითად, შვედეთში გამოკითხულთა 88% და გერმანიაში გამოკითხულთა 75% აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ ლესბოსელებისა და გეებისთვის ქორწინების უფლებას. ამის საპირისპიროდ რუმინელების 74% და ბულგარელების 79% ეწინააღმდეგებიან ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის ქორწინების დაკანონებას.

კვლევის მიხედვით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უფრო ნაკლებად იზიარებენ მოსაზრებას რომ მუსლიმებსა და ებრაელებს თავიანთ სამეზობლოებსა და ოჯახში მიიღებენ, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

კვლევის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპაში ქრისტიანობას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ თავიანთი ეროვნული იდენტობისათვის, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

აღნიშნული კვლევა 2015-2017 წლებში ჩაატარეს. მასში მონაწილეობა ევროპის 24 ქვეყანაში (აქედან 13 დასავლეთ ევროპის ქვეყანაა, 11 კი – აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ნაწილში მდებარეობს)მცხოვრებმა ადამიანებმა მიიღეს.

Young adults in Central and Eastern Europe largely oppose gay marriage