თანასწორობის მოძრაობის სერვისები
ფსიქოლოგის მომსახურება
თანასწორობის მოძრაობა ლგბტქ+ ადამიანებს სთავაზობს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას უსაფრთხო და კონფიდენციალურ გარემოში. მომსახურება საჭიროების მიხედვით მოიცავს 6–12 სესიას.
აღნიშნულ სერვისზე გაზრდილი მომართვიანობის გამო, ამ ეტაპზე თავისუფალი ადგილი არ არის. ინფორმაცია განახლდება.
რას მოიცავს მომსახურება?
ინდივიდუალური თერაპია
ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა.
ფსიქოლოგიური კონსულტაცია
სირთულეების განხილვა და მხარდაჭერის გზების მოძიება.
მხარდაჭერის გეგმა
საჭიროების შემთხვევაში მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად მხარდაჭერის გეგმის შემუშავება.
როგორ მივიღო მომსახურება?
ფსიქოლოგთან უფასო მომსახურების მიღება ხდება სოციალურ მუშაკთან პირველადი კონსულტაციის საფუძველზე. ვიზიტამდე შეგიძლია დაგვიკავშირდე და დააზუსტო მომსახურების ხელმისაწვდომობა.
საკონტაქტო ინფორმაცია
თანასწორობის მოძრაობის სათემო ცენტრი
მისამართი: თბილისი, ია კარგარეთელის ქ. №2
სამუშაო საათები:
ორშაბათი–პარასკევი, 12:00–19:00
ტელეფონი: 032 247 97 48
ვებ-გვერდი შექმნილია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.