ახალი ამბები


სააპელაციომ ბურჯანაძის პარტიის წევრს ლევან ბერიანიძის შეურაცხყოფისთვის ზიანის ანაზღაურება დააკისრა

31 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის“ წევრ ბესიკ დანელიას ლგბტ აქტივისტის ლევან ბერიანიძის შეურაცხყოფისთვის 500 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. სააპელაციო სასამართლომ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსამართლე ირაკლი კოპალიანმა ბესიკ დანელიას ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში აქტივისტის ჰომოფობიური რეპლიკით მოხსენიებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 1 ლარი დააკისრა. …

ახალი ამბები


განცხადება სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

ვეხმაურებით საპატრიარქოს სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ “თანასწორობის მოძრაობა” არ ერევა და არცაა დაინტერესებული საპატრიარქოს შიდა საკითხებით და იქ წლების განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირებით. თუმცა, აუცილებლად მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ იმ განცხადებებს, რომელიც მიზნად ისახავს ლგბტ ადამიანების ინსტრუმენტალიზებას და უპირველესად მძიმე მდგომარეობაში აგდებს ჩვენს თემს.  საპატრიარქო, თუ მასთან აფილირებული ჯგუფები, განცხადებებით, ქადაგებებითა, …

ახალი ამბები


პროდუსერის თქმით, სამინისტრომ კიდევ ერთხელ უარი თქვა “და ჩვენ ვიცეკვეთ” დაფინანსებაზე

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პროდუსერი ქეთი დანელია აცხადებს, რომ კულტურისა და განათლების სამინისტრომ კიდევ ერთხელ თქვა უარი, ფილმის გადამღები ჯგუფისთვის დაფინანსება გამოეყო მოტივით, რომ ეს არ არის ქართული ფილმი. დანელიას თქმით, სამინისტრომ უარი განაცხადა, რომ დაეფინანსებინა 4 ბილეთი და ქართული სასაჩუქრე სუვენირების შესაძენად. პროდუსერის ინფორმაციით, ელოდებიან საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს, რომელიც თანხის გამონახვას ცდილობს. “თან მეცინება, …

ახალი ამბები


ტრანსგენდერი კაცისთვის გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე საქართველოს უარი საია-მ სტრასბურგში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან – ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი საჩივარი გააგზავნა, რომელიც ნიკოლო ღვინიაშვილისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ასახვაზე ეროვნული ორგანოების უარს შეეხება. მომჩივანი, ნიკოლო ღვინიაშვილი ტრანსგენდერი მამაკაცია, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად აიდენტიფიცირებს. სამედიცინო დაწესებულების მიერ 2014 წელს გაცემული სამედიცინო ცნობით დასტურდება, რომ ნიკოლოს …

ახალი ამბები


კვლავ არსებობს კითხვები გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმიანება მოქმედი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის თაობაზე გამართულ დისკუსიას. 9 ოქტომბერს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის რანგში პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინაშე წარსდგა. მოსმენისას როგორც დეპუტატების, ასევე მთელი საზოგადოების ყურადღების ქვეშ მისი დიპლომის ნამდვილობის საკითხი მოექცა. პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე გენერალურმა პროკურორმა განმარტა, რომ დიპლომში …

ახალი ამბები


ქვიარ ადამიანის სახლში შეჭრის მცდელობის გამო ერთ პირს ბრალი წაუყენეს

თანასწორობის მოძრაობა ქვიარ თემის წევრს დაეხმარა, რათა თავი აერიდებინა ჰომოფობიის გამო დევნისა და შევიწროებისგან. 2019 წლის 18 სექტემბერს “თანასწორობის მოძრაობას” დაუკავშირდა ბენეფიციარი, რომელმაც განაცხადა, რომ უცნობი პირი ცდილობდა მის საცხოვრებელში შეჭრას, კერძოდ აბრახუნებდა კარებზე, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და აკეთებდა ჰომოფობიურ განცხადებებს. აღნიშნულმა პირმა დაზარალებულს საცხოვრებელი სახლის ფანჯარაც ჩაუმტვრია. ყველაფერი სოციალური ქსელებში კიბერ ბულინგით დაიწყო. სახლში …

ახალი ამბები