ლგბტ თემის წევრს გადარჩენისთვის ჩვენი დახმარება სჭირდება


ლგბტ დროშა ფოტო: flickr/https://quotecatalog.com/quotes/inspirational/

ორგანიზაციები „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ და „თანასწორობის მოძრაობა“ მოგმართავთ ჩეჩნეთიდან დევნილი ლგბტ თემის წევრის დასახმარებლად, რომელიც ამჟამად ფატალური დიაგნოზით და მწვავე პნევმონიით იმყოფება ერთ-ერთ ინფექციურ კლინიკაში. ავადმყოფის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

პიროვნება ჩეჩნეთიდან ერთ წელზეა მეტია გამოიქცა, სადაც თემთან კუთვნილების გამო ახლობლების და პოლიციის მხრიდან სასტიკი წამების მსხვერპლი გახდა და იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა.

მას  ჯერ არ მიუღია საქართველოში ბინადრობის მოწმობა, რის გამოც ვერ სარგებლობს ვერანაირი სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით; უკიდურესად რთული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე კი, სტაციონარული მომსახურებისა და მედიკამენტების ხარჯების დაფარვა, ჩვენი დახმარების გარეშე, შეუძლებელია.

თითოეული თქვენგანის მიერ ჩარიცხული თანხა უმნიშვნელოვანესი იქნება ამ ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

მთავარი ფოტო: flickr/quotecatalog.com