იმოქმედეთ ნეონაცისტების წინააღმდეგ – ევროპარლამენტის რეზოლუცია


ევროპარლამენტი credit: © European Union 2018 - European Parliament

ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ, მიიღონ ზომები ნეოფაშისტური და ნეონაცისტური ჯგუფების წინააღმდეგ და ხელი შეუშალონ სიძულვილის  ენის აღზევებას.

ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში საუბარია იმაზე, რომ ფაშიზმის, რასიზმისა და ქსენოფობიის ნორმალიზება მიმდინარეობს და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ აკრძალონ ნეოფაშისტური და ნეონაცისტური ჯგუფები.

რეზოლუციაში, რომელსაც მხარი დაუჭირა 355 დეპუტატმა, 90 წინააღმდეგი იყო, 39-მა კი თავი შეიკავა, გააკრიტიკებულია საფუძვლიანი ქმედებების ნაკლებობა იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ ევროპაში მიმდინარე ქსენოფობიური ჯგუფების აღზევებას.

რეზოლუციის ტექსტში ნახსენებია 2001 წელს თავდასხმა ნორვეგიაში რომელმაც 77 ადამიანი, მათ შორის ქართველი სტუდენტი თამთა ლიპარტელიანი, იმსხვერპლა; 2016 წელს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტარ ჯო კოქსის მკვლელობა და რამდენიმე ხნის წინ თავდასხმა იტალიის პარლამენტარ ელეონორა ფორენცაზე.

პარლამენტის წევრები მიიჩნევენ, რომ დაუსჯელობა, რომლითაც ზოგიერთ ქვეყანაში ულტრამემარჯვენე გაერთიანებები სარგებლობენ, ძალადობრივი ქმედებების გახშირებას ხელს უწყობს, რაც გავლენას ახდენს მთელს საზოგადოებაზე და მიზანში იღებენ კონკრეტულ ჯგუფებს: შავკანიან ევროპელებს/აფრიკული წარმოშობის ადამიანებს, ებრაელებს, მუსლიმებს, ბოშებს, არაევროპული ეროვნების მოქალაქეებს, ლგბტქი ადამიანებსა და შშმ პირებს.

მთავრობებმა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოსაძიებლად უნდა შექმნან სპეციალური დანაყოფები პოლიციაში, რათა დასაჯონ დამნაშავეები. პარლამენტარებმა ასევე მოითხოვეს ეროვნული მთავრობებისგან, რომ “საფუძვლიანად აკრძალონ ნეოფაშისტური და ნეონაცისტური ჯგუფები და სხვადასხვა გაერთიანება, რომლებიც აძლიერებს ნაციზმსა და ფაშიზმს”.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ აქვთ ცნობები იმის შესახებ, რომ პოლიტიკური ლიდერები, პარტიები და კანონდამცველები თანამშრომლობენ ნეოფაშისტურ და ნეონაცისტურ ჯგუფებთან ზოგიერთ წევრ ქვეყანაში.

რეზოლუციაში ნახსენებია, რომ მთავრობებმა ზომები უნდა მიიღონ რასიზმის, ფაშიზმისა და ქსენოფობიის გავრცელებას ინტერნეტის საშუალებით, სოციალური მედიის კომპანიებთან თანამშრომლობით.

რეზოლუცია მოითხოვს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა და სპორტის ეროვნულმა ფედერაციებმა, კონკრეტულად ფეხბურთის კლუბებმა, ხელი შეუშალონ რასიზმის აღზევებას, ფაშიზმსა და ქსენოფობიას სტადიონებსა და სპორტულ გარემოში იმით. რეზოლუცია მოუწოდებს ეროვნულ მთავრობებს, ხელი შეუწყონ პოზიტიურ საგანმანათლებლო აქტივობებს ახალგაზრდა გულშემატკივრებისთვის, ითანამშრომლონ სკოლებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.

რეზოლუციაში გათვალისწინებულია ღონისძიებები, რომლებიც უნდა მიმართონ ეროვნულმა მთავრობებმა, რათა შელი შეუწყონ ნეოფაშისტური და ნეონაცისტური დაჯგუფებების დატოვებისკენ. პარლამენტარებმა ხაზი გაუსვეს განათლების მნიშვნელობას, გაზარდონ ისტორიის შესახებ ცნობადობას ახალგაზრდებში, რათა გვახსოვდეს წარსულის ფაშისტური დანაშაულობები. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ჰოლოკოსტის სანდოობა არ უნდა დადგეს ეჭვის ქვეშ.