თანასწორობის მოძრაობის სერვისები
იურიდიული დახმარება
თანასწორობის მოძრაობა ლგბტქ+ ადამიანებს სთავაზობს უფასო და კონფიდენციალურ იურიდიულ დახმარებას, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
როდის შეგიძლია მოგვმართო?
თუ სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის გამო განიცდი უფლებების დარღვევას, შეგიძლია მოგვმართო სამართლებრივი მხარდაჭერისთვის.
დისკრიმინაცია
დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე, საჯარო სივრცეში, მომსახურების მიღებისას ან სხვა გარემოში.
ძალადობა და მუქარა
ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა, შანტაჟი, მუქარა და ოჯახში ძალადობა.
პირადი ცხოვრების დაცვა
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა და პერსონალური ინფორმაციის უკანონო გავრცელება.
რას მოიცავს იურიდიული დახმარება?
- იურიდიულ კონსულტაციას და სამართლებრივი მდგომარეობის შეფასებას;
- იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას;
- ინტერესების დაცვასა და წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებში;
- წარმომადგენლობას ყველა ინსტანციის სასამართლოში, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, საქმის შეფასებისა და მომსახურების შესაძლებლობის ფარგლებში.
როგორ მივიღო მომსახურება?
იურიდიული დახმარების მისაღებად დაუკავშირდი თანასწორობის მოძრაობას ვიზიტამდე, ტელეფონით ან Facebook-ის საშუალებით, რათა შეთანხმდეს კონსულტაციის დრო და ფორმატი.
მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია
თანასწორობის მოძრაობის სათემო ცენტრი
მისამართი: თბილისი, ია კარგარეთელის ქ. №2
სამუშაო საათები:
ორშაბათი–პარასკევი, 12:00–19:00
ტელეფონი: 032 247 97 48
ვებ-გვერდი შექმნილია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.