დოკუმენტები


„თანასწორობის მოძრაობის” საქმიანობის წლიური ანგარიში – 2025

2025 წელს „თანასწორობის მოძრაობამ” სხვა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მსგავსად, შესაძლებლობების ზღვარზე იმუშავა და მაინც შეძლო იმ ამოცანების შესრულება, რასაც „თანასწორობის მოძრაობა” ეფუძნება და მას საქართველოში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლგბტქ+ თემზე მზრუნველ ყველაზე დიდ ორგანიზაციად აქცევს.სწორედ გასულ წელს გახდა ჩვენი ორგანიზაცია რეპრესიული კანონმდებლობის ერთ-ერთი სამიზნე, როდესაც 2025 წლის სექტემბერში საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო „გრანტების შესახებ“ კანონის …

დოკუმენტები


“თანასწორობის მოძრაობის” საქმიანობის წლიური ანგარიში – 2024

„თანასწორობის მოძრაობისთვის” მტრულ და გამოწვევებით სავსე გარემოში მუშაობა მოულოდნელობას არ წარმოადგენს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ოპერატიულად ორგანიზებული რეპრესიული პოლიტიკა თვისებრივად სხვა გარემოს ქმნის არამხოლოდ ლგბტქ+ თემისთვის, ასევე თითოეული მოქალაქისა თუ ჯგუფისთვის, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, თანასწორობა და ზოგადად დემოკრატიული პროცესი წარმოადგენს მნიშვნელოვან ღირებულებას. დამძიმებული ვითარების მიუხედავად, „თანასწორობის მოძრაობა” რჩება კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდ ლგბტქ+ სათემო ორგანიზაციად, რომლის …

დოკუმენტები


“თანასწორობის მოძრაობის” საქმიანობის წლიური ანგარიში – 2023

2023 წელს ,,თანასწორობის მოძრაობამ“ ქვეყანაში პოლიტიკური ჰომოფობიის რადიკალიზების ფონზე, საკუთარი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მეტი პროექტი განახორციელა. განსაკუთრებული ნაბიჯები გადადგა ორგანიზაციის ინსტიტუციური გაჯანსაღების, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს ფორმირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით. ამასთან, ორგანიზაციამ შეიძინა ახალი სტრატეგიული პარტნიორები და საფუძველი ჩაუყარა ლგბტქ+ თემის საჭიროებებზე მორგებული, ინოვაციური ინტერვენციებისა და პროგრამების დანერგვას. 2023 წელს ორგანიზაციამ განახორციელა ორი …

დოკუმენტები


მენსტრუალური სიღარიბე საქართველოში

მენსტრუალური სიღარიბე გლობალური პრობლემაა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მენსტრუაციის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხზე და უამრავ ბარიერს უქმნის მათ. პატრიარქალურ საზოგადოებებში მენსტრუაცია ტაბუდადებული საკითხია, რაც ხელს უწყობს გენდერულ უთანასწორობას და ზღუდავს წვდომას მენსტრუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ცოდნაზე, პროდუქტებზე, სანიტარულ ობიექტებსა და სამედიცინო სერვისებზე. ამ ფაქტორების ერთობლიობა იწვევს მენსტრუალურ სიღარიბეს, რაც სისტემური ჩაგვრისა და დისკრიმინაციის წინაპირობას ქმნის. კვლევის …

დოკუმენტები


ლგბტქი თემის სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების კვლევა საქართველოში

კვლევაში გაანალიზებულია განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და შრომის პოლიტიკის განხორციელების პრობლემური ასპექტები. კვლევის ფარგლებში, შემუშავებულია რელევანტური რეკომენდაციები შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის, რათა ხელი შეეწყოს ლგბტქი ჯგუფის სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის პრობლემატიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სამთავრობო უწყებების მხრიდან შესაბამისი პოლიტიკის მექანიზმების დანერგვასა და იმპლემენტაციას. აღნიშნული კვლევა მომზადდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით. კვლევის გასაცნობად, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს: LGBT_GEO

დოკუმენტები


კვლევა “პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ლგბტქი ადამიანების მიმართ არსებული განწყობები”

“თანასწორობის მოძრაობა” გიზიარებთ “პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ლგბტქი ადამიანების მიმართ განწყობების კვლევას“, რომელიც შეისწავლის ლგბტქი ადამიანების მიმართ პირველადი ჯანდაცვის სისტემის ექიმის სპეციალისტების (ინტერნისტები, ოჯახის ექიმები, თერაპევტები, გადაუდებელი მედიცინის ექიმი სპეციალისტები) დამოკიდებულებას. კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა გამოკითხვა ცხადყოფს პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლების დამატებითი და უწყვეტი განათლების აუცილებლობას, რამაც, უნდა უზრუნველყოს კომპეტენციის გაზრდა ლგბტქ+ თემის წევრებს მუდმივად უწევთ სოციალური სტიგმატიზაციის, …

დოკუმენტები