PrEP: ხშირად დასმული კითხვები

მიიღე სწრაფი და მარტივი პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

რა არის რეპი?
+
რეპი(პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა) აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მეთოდია, რომელიც აივ ინფექციისგან დაცვას 99%-მდე უზრუნველყოფს. პრეპის ფარგლებში გამოიყენება აივ ინფექცია/შიდსის სამკურნალო მედიკამენტი, რომელსაც წლების განმავლობაში მილიონობით ადამიანი იყენებს. პრეპ მედიკამენტების უსაფრთხოება და მაღალი ეფექტიანობა დადასტურებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისა (FDA) და სხვა წამყვანი საერთაშორისო მარეგულირებლების მიერ.
აქვს თუ არა პრეპს გვერდითი ეფექტები?
+

PrEP-ის მომხმარებელთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ მედიკამენტს ყოველგვარი გვერდითი მოვლენის გარეშე იღებს. თუმცა, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სამედიცინო საშუალებას, PrEP-საც შეიძლება ახლდეს გვერდითი ეფექტები. აღსანიშნავია, რომ გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია მედიკამენტის ტიპზე — იღებთ მას აბების სახით თუ ინიექციით.

მოკლევადიანი ეფექტები (აბების შემთხვევაში): მომხმარებელთა დაახლოებით 10%-ში დასაწყისში შესაძლოა გამოვლინდეს გულისრევა, თავის ტკივილი, დიარეა ან მუცლის დისკომფორტი. ეს სიმპტომები, როგორც წესი, მსუბუქია და 2-3 კვირაში თავისით ქრება.

ლოკალური რეაქცია (საინექციო PrEP-ის შემთხვევაში): საინექციო ფორმის გამოყენებისას ყველაზე გავრცელებული დროებითი ეფექტია ინექციის ადგილზე (ჩვეულებრივ, დუნდულო კუნთში) მსუბუქი ტკივილი, სიწითლე ან გამაგრება, რაც რამდენიმე დღეში გადის.

გრძელვადიანი ეფექტები: აბების ხანგრძლივი მიღებისას იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს ცვლილებები თირკმლის ფუნქციაში ან ძვლოვან ქსოვილში, ხოლო ინიექციისას — სხეულის მასის მცირედი მატება.

PrEP-ის პროგრამა მოიცავს ექიმის რეგულარულ მეთვალყურეობასა და ლაბორატორიულ მონიტორინგს, რაც ნებისმიერი გვერდითი მოვლენის თავიდან აცილებასა და უსაფრთხო მართვას უზრუნველყოფს.

კონფიდენციალურია?+

დიახ, პროგრამა სრულაიდ კონფიდენციალური და ანონიმურია. პროგრამაში ჩართვისთვის არსად არ მოგეთხოვებათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. ამის ნაცვლად ჩვენ ვიყენებთ 16 ნიშნა კოდს, რომლის საშუალებით ადამიანის იდენტიფიცირება შეუძლებელია.

თანასწორობის მოძრაობის თანამშრომლები და პრეპის პროგრამაში ჩართული შიდსის ცენტრის თანამშრომლები გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ, თქვენს საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულ მომსახურებას!

რომელ რეგიონებშია პრეპი ხელმისავდომი? +

ამ ეტაპზე ტაბლეტირებული პრეპი ხელმისაწვდომია საქართველოს 3 ქალაქში: თბილისი, ბათუმი,ქუთაისი. ხოლო ინექციური მხოლოდ თბილისში.

როგორ მივიღო პრეპი სიტუაციურად? +
პრეპის მიღება სიტუაციურად მოიცავს მედიკამენტის მიღებას სექსამდე და სექსის შემდგომ (სქემით 2+1+1). ჯამურად მიღებული 4 ტაბლეტი ძალზედ ეფექტურია და
96%-მდე ამცირებს აივ/შიდსით დაინფიცირების რისკებს.
როგორ შევწყვიტო პრეპის მიღება? +
პრეპის შეწყვეტას შეძლებ მაშინ, როცა ამას თავად ჩათვლი საჭიროდ. თუკი პრეპს ყოველდღიურად იღებ, და მისი შეწყვეტა გსურს, განაგრძე მედიკამენტის მიღება უკანასკნელი კონტაქტიდან 7 დღის განმავლობაში და ამის შემდგომ შეწყვიტე, ხოლო სიტუაციურად მიღებისას, დაასრულე დაწყებული კურსი.
შეწყვეტის კრიტერიულები ასევე შეიძლება იყოს:
შენი პირადი გადაწყვეტილება;
შეცვლილი სარისკო ქცევა;
მედიაკმენტით გამოწვეული ტოქსიურობის აუტანლობა;
ქრონიკულად დაბალი დამყოლობა, რომლის გაუმჯობესებაც ვერ მოხერხდა დამატებითი ჩარევისა და ძალისხმევის შედეგად;
აივ-ით ინფიცირება,
სად მივიღო პრეპი? +

პროგრამაში ჩასართავად შეგიძლიათ ეწვიოთ თანასწორობის მოძრაობის ოფისს, სადაც შეავსებთ რისკის შეფასების კითხვარს და გაივლით საჭირო გამოკვლევებს. სამედიცინო კრიტერიუმების დაკმაყოფილების დასადგენად ტარდება შემდეგი ანალიზები:

B და C ჰეპატიტის ტესტირება (Anti-HCV);

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სკრინინგი (სიფილისი, ქლამიდია, გონორეა);

სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი.

კვლევების წარმატებით გავლის შემდეგ შეძლებთ PrEP-ის მიღებას.

მნიშვნელოვანია: ამ ეტაპზე საინექციო PrEP გაიცემა მხოლოდ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში.

PrEP-ის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები

შპს „სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“

📍 ბათუმი, ჯემალ ქათამაძის №11

☎ 0422 29 42 37

თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი

📍 თბილისი, ლუბლიანას №70

☎ (+995) 551-82-66-66

მედიქალ სითი — ქუთაისი

📍 ფოთის №40, ქუთაისი 4600, საქართველო

☎ +995 431 24 39 09

აირჩიე და შეადარე პრეპ რეჟიმები

ტაბლეტირებული

ორალური PrEP

მოიცავს ორალური გზით მედიაკემნტის მიღებას ყოველდღიურად ან სიტუაციურად (სექმით 2-1-1).

გაიგე მეტი›

ინექციური
მალე

ინიექციური PrEP

მოიცავს ორჯერად ინექციას წელიწადში 6 თვიანი ინტერვალით.

გაიგე მეტი
›

შედარება

შეადარე პრეპის რეჟიმები და აირჩიე შენთვის სასურველი

რეჟიმი ტაბლეტირებული ინექციური
როგორ მიიღება? ყოველდღიურად ან სიტუაციურად (სქემით 2-1-1). კანქვეშა ინექციით 6 თვეში ერთხელ.
ვისთვის არის? ყველასთვის, ვისაც რისკი აქვს. განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისთვის.
ეფექტიანობა 96-99% თითქმის 100%
ექიმთან ვიზიტი 3 თვეში ერთხელ 6 თვეში ერთხელ
ფასი უფასო უფასო

QUICK SELF-CHECK

არის თუ არა PrEP ჩემთვის შესაფერისი?

უპასუხე რამდენიმე კითხვას, რომ გაიგო, ღირს თუ არა PrEP-ის განხილვა ექიმთან. ეს არ ადგენს აივ-ის დიაგნოზს და ვერ გამორიცხავს რისკს.

ბოლო 6 თვეში გქონდა ანალური ან ვაგინალური სექსი?

გქონია სექსი პარტნიორთან, რომლის აივ-სტატუსი ან ვირუსული დატვირთვა უცნობია, ან რომელიც აივ-ით ცხოვრობს და ვირუსული დატვირთვა დადასტურებულად არ არის სუპრესირებული?

სექსის დროს ყოველთვის არ იყენებდი პრეზერვატივს, ან ბოლო 6 თვეში დაგიდგინდა სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია?

იყენებ საინექციო ნარკოტიკებს და გიზიარებია ნემსი/შპრიცი ან სხვა საინექციო აღჭურვილობა, ან საინექციო პარტნიორი აივ-ით ცხოვრობს?

ბოლო პერიოდში გჭირდებოდა PEP ერთზე მეტჯერ, ან გინდა დამატებითი დაცვა მომავალში?

PrEP იცავს აივ-ისგან, მაგრამ არა სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან ან ორსულობისგან. ინსტრუმენტი მხოლოდ საინფორმაციოა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას.

FIND YOUR ROUTINE

როგორ მივიღო ორალური PrEP?

უპასუხე კითხვებს, რათა გაერკვე, რომელი რეჟიმის განხილვა შეიძლება ღირდეს ექიმთან. ეს ინსტრუმენტი არ ნიშნავს, რომ კონკრეტული რეჟიმი შენთვის სამედიცინო თვალსაზრისით შესაფერისია.

რამდენად ხშირად გაქვს სექსი?

შეგიძლია სექსამდე მინიმუმ 2 საათით ადრე დაგეგმო PrEP-ის მიღება?

შეესაბამება თუ არა ეს აღწერა შენს სიტუაციას?

Event-driven 2-1-1 რეჟიმი შესწავლილია ზრდასრულ გეი/ბისექსუალ მამაკაცებში, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან. ის არ არის შესაფერისი ყველასთვის, მათ შორის აქტიური B ჰეპატიტის მქონე ადამიანებისთვის.

2-1-1 რეჟიმი არ არის რეკომენდებული ყველა ჯგუფისთვის და არ არის შესწავლილი ვაგინალური სექსით აივ-ის პრევენციისთვის. დაწყებამდე საჭიროა აივ-ტესტი და ექიმის შეფასება.

სად მივიღო PrEP?

აირჩიე ქალაქი, რათა ნახო დაწესებულების დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია და რუკა.

თანასწორობის მოძრაობა

თბილისი, ია კარგარეთელის №2 პრეპი გაიცემა სამშაბათსა და ოთხშაბათს, 16:00 - 18:45 საათებში. წინასწარი ჩაწერის გარეშე, სათემო ცენტრში მისვლითა და ვირტუალურ რიგში ჩადგომით.

თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი

თბილისი, ლუბლიანას №70, სართული 2

პრეპის გაცემა ხდება ყოველდღიურად, დილის 10:00 შუადღის 16:00 საათამდე.

(+995) 551-82-66-66

შპს „სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“

ბათუმი, ჯემალ ქათამაძის №11

პრეპის გაცემა ხდება ყოველდღიურად, დილის 10:00 შუადღის 16:00 საათამდე.

0422 29 42 37

მედიქალ სითი — ქუთაისი

ფოთის №40, ქუთაისი 4600

პრეპის გაცემა ხდება ყოველდღიურად, დილის 10:00 შუადღის 16:00 საათამდე.

+995 431 24 39 09

ჰომოფობიური ცენზურის კანონის გამო, ამ ვებ-გვერდზე დაიშვებიან 18+ პირები.

საიტზე შესასვლელად, გთხოვთ დაადასტუროთ, რომ ხართ მინიმუმ 18 წლის.