აივ პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებში
პროექტი მიზნად ისახავს აივ ინფექცია/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ღონისძიებების გაძლიერებას ქვეყნის მასშტაბით. ინიციატივა ეფუძნება საერთაშორისო და ეროვნულ გაიდლაინებსა და პროტოკოლებს, და ორიენტირებულია მაღალი რისკის მქონე ჯგუფებზე.
პროგრამა ითვალისწინებს კომპლექსური პრევენციული პაკეტების მიწოდებას, რაც მოიცავს რისკის შემცირების კონსულტაციებს, პრევენციული მკურნალობის შესახებ ინფორმირებას, პრევენციული და საინფორმაციო საშუალებებით უზრუნველყოფას, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და საჭიროებისამებრ სამედიცინო-სოციალურ რეფერირებას. სერვისების მიწოდება ხორციელდება რესურს-ცენტრების, საველე სამუშაოს, თანასწორი მუშაკებისა და ონლაინ პლატფორმების მეშვეობით.
ასევე, ხორციელდება ბენეფიციართა მობილიზების ღონისძიებები, მათ შორის ინდექს-ტესტირება, თვითტესტირების წახალისება, შემთხვევის მართვა, პროფესიული იურიდიული მხარდაჭერა და თანასწორებზე დაფუძნებული ინტერვენციები. მნიშვნელოვანი კომპონენტია დიფერენცირებული ტესტირება ელექტრონული პლატფორმის – selftest.ge-ს მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს თვით-ტესტებისა და პრევენციული საშუალებების პაკეტის დისტანციურ შეკვეთასა და მიწოდებას. პროექტი ასევე მოიცავს ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, მკაცრი კონფიდენციალობის, თანასწორობისა და ეთიკური სტანდარტების დაცვით.
ვებ-გვერდი შექმნილია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.