ახალი ამბები


აქტივიზმი თანასწორობისთვის, იაგო კაჭკაჭიშვილი

“საქართველოში აუცილებლად უნდა გაჩნდეს ცნობიერება საზოგადოებაში, არაფორმალურ ინსტიტუტებში, ოჯახში, ფორმალურ ინსტიტუტებში, განსაკუთრებით საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაცია ეს არის ადამიანის პირადი ცხოვრების ნაწილი, ეს არის მისი ინტიმური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, ეს არის მისი იდენტობის შემადგენელი ნაწილი და ის, რაც ადამიანის იდენტობის შემადგენელი ნაწილია, არ შეიძლება გახდეს მისი სოციალური რეპრეზენტაციის არსებითად განმსაზღვრელი. სექსუალური ორიენტაციის მიმართ საზოგადოება …

აქტივიზმი თანასწორობისთვის
ახალი ამბები
კამპანიები


ჰომოფობიის გავლენა აივ/შიდსზე

მსოფლიოში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიის დასრულების მთავარი ბარიერი ჰომოფობიაა. ასე იყო შიდსის ეპიდემიის დასაწყისშიც. გეი, ბისექსუალი და სხვა მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან, ხშირად ხდებოდნენ ძალადობის ობიექტები, რადგან ისინი მიიჩნეოდნენ აივ ინფექციის გავრცელებაზე პასუხისმგებლად. ამას დიდწილად ხელი შეუწყო მედიამაც, რომელმაც სენსაციური სტატიებით წაახალისა ჰომოფობიური დამოკიდებულებები. ამ პერიოდში ხშირად შეხვდებოდით ინფორმაციებს მსგავსი სათაურებით: „ფრთხილად ‘გეების ჭირი’“ ან/და …

ახალი ამბები


განცხადება დინამოს სტადიონზე ლგბტ სიმბოლიკის ცენზურის შესახებ

გვსურს, გამოვეხმაუროთ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ლგბტ აქტივისტებისთვის, დისკრიმინაციული მოტივით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს, რომელსაც  2018 წლის 9 სექტემბერს, დინამოს სტადიონზე, საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის თამაშზე ჰქონდა ადგილი. აღნიშნულ თამაშზე გურამ კაშიას მიერ ლგბტ თემისადმი მხარდაჭერის გამოხატვის გამო, საზოგადოების ნაწილი მადლობის ნიშნად მხარდამჭერი დროშების და სხვა ატრიბუტიკის შეტანას სტადიონზე აპირებდა. თუმცა, ლგბტ აქტივისტების უმეტესობას …

ახალი ამბები


სამოქალაქო პლატფორმას „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები გურამ კაშიას მიმართ აგორებულ აგრესიის ახალ ტალღას ეხმაურებიან

სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას!” წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ ქვეყანაში არსებულ ჰომოფობიურ განწყობასა და განცხადებებზე, რომლებიც UEFA-ს მიერ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, გურამ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის დაჯილდოების დაანონსებას მოჰყვა. ”არა ფობიას!” მხარდაჭერას უცხადებს ლგბტ თემის წევრებს, რომლებიც ცხოვრების ყველა სფეროში უშუალოდ ექვემდებარებიან ჩაგვრას და დისკრიმინაციის მსხვერპლები ხდებიან. პლატფორმა ასევე მხარს უჭერს გურამ კაშიას …

ახალი ამბები


“ჯიხამ” დისკრიმინაცია წაახალისა – ქარტიის საბჭო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა “თანასწორობის მოძრაობის” საჩივარი და დაადგინა, რომ საინფორმაციო ცენტრმა “ჯიხამ” დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი  და დისკრიმინაცია წაახალისა. საინფორმაციო სააგენტო “ჯიხას” ფეისბუკის გვედრზე არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა გააზიარა “ტაბულას” ვიდეო, რომელიც ასახავდა ლევან სუთიძის გამოსვლას 2018 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქციაზე კანცელარიის წინ. გაზიარებულ ვიდეოს ჰქონდა მინაწერი „ფრთხილად! საქართველოში ნიღაბახდილი ანტიქრისტეს მიმდევრები …

ახალი ამბები


არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება ხორავას ქუჩაზე მომხდარი 2 არასრულწლოვნის მკვლელობების საქმის გამოძიების პროცესთან დაკავშირებით

ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმიანებით ხორავას ქუჩაზე მომხდარი 2 არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე ჩატარებულ და მიმდინარე გამოძიების პროცესს. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს პარლამენტში „2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და მისი საქმიანობა. კომისიის სხდომებზე საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლების და სხვა პირთა გამოკითხვებმა კიდევ ერთხელ ნათლად …

ახალი ამბები


ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმების თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმიანებიან

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს მთავრობის ინიციატივას სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებისა და მისი ფუნქციების შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ინტეგრირების თაობაზე. ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად ეხმიანება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართ დაგროვებულ კრიტიკას, თუმცა მოვუწოდებთ მთავრობას მიმდინარე პროცესს არ მისცეს მხოლოდ ფორმალური სტრუქტურული ცვლილების ხასიათი და …

ახალი ამბები