ახალი ამბები


ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმების თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმიანებიან

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს მთავრობის ინიციატივას სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებისა და მისი ფუნქციების შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ინტეგრირების თაობაზე. ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად ეხმიანება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართ დაგროვებულ კრიტიკას, თუმცა მოვუწოდებთ მთავრობას მიმდინარე პროცესს არ მისცეს მხოლოდ ფორმალური სტრუქტურული ცვლილების ხასიათი და …

ახალი ამბები


“არა ფობიას” განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული კომენტატორების დისკრიმინაციულ გამონათქვამებზე

პლატფორმა “არა ფობიას” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირებისას, სპორტული კომენტატორების მიერ გაკეთებულ ქსენოფობიურ და რასისტულ განცხადებებს და მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ კომენტატორებს,  თავი აარიდონ დისკრიმინაციული განწყობების გაღვივებას. 22 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში  სერბეთი-შვეიცარიის მატჩის ტრანსლირებისას სპორტული კომენტატორების, გიგა გვენცაძის და დავით ბანანაშვილის  მხრიდან, ადგილი ჰქონდა ქსენოფობიურ და რასისტულ განცხადებებს. …

ახალი ამბები


დაზარალებულმა, რომელსაც სექსუალური ორიენტაციის გამო ბარი დაატოვებინეს, სასამართლოდან სარჩელი გამოიტანა

საქართველოში უფლებების დაცვის კუთხით ლგბტქი ადამიანები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან. დღეს ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის არაეფექტიანი გამოძიება და პოლიციისადმი უნდობლობა წარმოადგენს, რის გამოც თემის წევრებს ყოველდღიურად უწევთ ჰომოფობიურ გარემოში ცხოვრება და ბრძოლა გადარჩენისთვის. ბათუმში  დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენი ორგანიზაციის ბენეფიციარს მისი სექსუალური ორიენტაციის გამო ბარი დაატოვებინეს. დავა სექსუალური ორიენტაციის …

ახალი ამბები


ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანზიაციამ ტრანსიდენტობა მენტალური დაავადებების სიიდან ამოიღო!

2018 წლის 18 ივნისს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი  დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია (ICD-11) გამოსცა. კლასიფიკაცია განსაზღვრავს ჯანდაცვის ტრენდებსა და მსოფლიოს სტატისტიკებს, შეიცავს 55000-მდე უნიკალურ კოდს დაზიანებების, დაავადებებისა და სიკვდილის მიზეზების შესახებ. კლასიფიკაცია წარმოადგენს საერთო ენას, რომელიც საშუალებას აძლევს პროფესიონალებს  მსოფლიოს გარშემო, გაცვალონ ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ. დღემდე (ICD-10-ის მიხედვით), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ტრანსსექსუალობის კლასიფიკაციას ახდენდა მე-5 თავის …

ახალი ამბები


არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის, ბესიკ ქათამაძის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების თაობაზე

ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა, მათ შორის კი გამოავლინონ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი. გავრცელებული ინფორმაციითბესიკ ქათამაძე პარტია „ქართული ოცნების“ წევრებმა კაბინეტში დაიბარეს, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ტვინის შერყევა და რამდენიმე ჭრილობა …

ახალი ამბები


სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს

გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ, სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს, სადაც იგი შედარებების გზით დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ კონტექსტში იხსენიებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს და ქალებს. ერთ-ერთ განცხადებაში მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს:  „საქართველო ხომ არ არის რუსეთი. მე ღრმად მწამს, რომ საქართველო არ არის რუსეთი. საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ …

ახალი ამბები


არასამთავრობო ორგანიზაციების პასუხი იუსტიციის მინისტრის ტრანსფობიურ განცხადებაზე

ტრანსგენდერი ადამიანების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და მოძრაობები ვეხმიანებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის ტრანსფობიურ განცხადებას. იმედის კვირასთან მიცემულ ინტერვიუში, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მან არ გაატარა რეფორმა, რომელიც უკავშირდება ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დოკუმენტაციის შესწორებას. მან თქვა: “მე მთხოვენ, რომ ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები გავატარო ქალად სამოქალაქო რეესტრში და ის ადამიანი, რომელსაც აქვს ქალის ბიოლოგიური ორგანოები, …

ახალი ამბები