ახალი ამბები


ლგბტ ადამიანების პრობლემები საქართველოში, რომელზეც გაეროს ექსპერტმა ისაუბრა

გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებში მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების. მიუხედავად საქართველოში არის მნიშვნელოვანი გამოწვევები ლგბტ ადამიანების უფლებების დასაცავად. დამოუკიდებელი ექსპერტი ვიქტორ მადრიგალი საქართველოში 24 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე იმყოფებოდა. იგი შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ლგბტ ადამიანებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და თავისი ვიზიტის შესახებ შემაჯამებელი განცხადება გააკეთა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ. გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის საქართველოში სტუმრობის …

ახალი ამბები


ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინების საწინააღმდეგო რეფერენდუმი რუმინეთში ჩავარდა

რეფერენდუმი რუმინეთში, რომელიც მიზნად ისახავდა ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის ქორწინების კონსტიტუციაში აკრძალვას, მოქალაქეთა დაბალი აქტიურობის გამო, ჩაიშალა. რეფერენდუმის კითხვა ასე იყო ფორმულირებული: უნდოდათ თუ არა რუმინეთის მოქალაქეებს, რომ კონსტიტუციაში ქორწინება განსაზღვრულიყო, როგორც ქალსა და კაცს შორის კავშირი. Romania-Insider-ის ცნობით, იმის მიუხედავად, რომ რეფერენდუმი ორი დღე, 6 და 7 ოქტომბერს მიმდინარეობდა, მასში მონაწილეობა ამომრჩეველთა 20.4%-მა …

ახალი ამბები


გაეროს ექსპერტი: თბილისში ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმის გამოძიებას დავაკვირდები

გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზმა განაცხადა, რომ თანასწორობის მოძრაობის ოფისში 4 ლგბტ აქტივისტზე თავდასხმის გამოძიებას დააკვირდება. “მე ინფორმირებული ვარ “თანასწორობის მოძრაობის” ოფისზე თავდასხმის შესახებ და ვიცი, რომ გამოძიება მიმდინარეობს. გამოიკვეთა რამდენიმე დამაფიქრებელი საკითხი ოფისზე თავდასხმაში, რომელიც ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის ხელისშემშლელია. პირველი ისაა, რომ ასეთმა თავდასხმებმა შესაძლოა არამხოლოდ ზიანი გამოიწვიოს, არამედ ადამიანის უფლებებზე მუშაობაზე ხელისშემშლელი …

ახალი ამბები


შვეიცარიის პარლამენტი ჰომოფობიის კრიმინალიზებას გეგმავს

შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა ჰომოფობიური და ტრანსფობიური დისკრიმინაციის კრიმინალიზებას, რისთვისაც, კანონის დამრღვევს სასჯელის სახით სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება. იმისთვის, რომ, ეს ინიციატივა კანონად იქცეს, საჭიროა პარლამენტის ზედა პალატამ, სახელმწიფო საბჭომ, მხარი დაუჭიროს კანონპროექტს. კანონპროექტის ინიციატორმა მათიას რენარმა ქვედა პალატის, ფედერალური საბჭოს მხარდაჭერის შესახებ თავისი ტვიტერის გვერდზე დაწერა. Victoire ! Par 118 contre …

ახალი ამბები


არასამთავრობო ორგანიზაციები სალომე ზურაბიშვილის ქსენოფობიურ განცხადებას გმობენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით და ვგმობთ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ქსენოფობიურ განცხადებას. 2 ოქტომბერს, ნინოწმინდაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებთან შეხვედრისას, ზურაბიშვილმა განაცხადა: “აქამდე მოქალაქეობა იყო მხოლოდ მინიჭებით და მხოლოდ პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებით და ერთმა პრეზიდენტმა [მიხეილ სააკაშვილი], ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, დღეს მისი წარმომადგენელი არის ჩემი ოპონენტი, მაგრამ …

ახალი ამბები


ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისთან მომხდარი ძალადობის ფაქტს გმობენ

ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ჯგუფები უკიდურეს აღშფოთებას გამოვხატავთ თბილისში, ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ ოთხი აქტივისტის მიმართ ჰომოფობიური მოტივით განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე. აღნიშნულ ინცინდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ და ‘თანასწორობის მოძრაობის’ საქმიანობის კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობის სამართლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებით მოგვარებისკენ.    2018 წლის 28 …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობის” ოფისთან ლგბტ აქტივისტებს თავს დაესხნენ

დღეს, 28 სექტემბერს 23:00 საათზე ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე “თანასწორობის მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ ლგბტ აქტივისტებს თავს დასხნენ და სცემეს. დაზარალებულია 4 ლგბტ აქტივისტი. თავდამსხმელები იყვნენ მეზობლები. მათ ეზოში მოიმწყვდიეს ლგბტ თემის წევრები, რომლებიც ოფისის დატოვებას აპირებდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთერთი თავდამსხმელი ლგბტ აქტივისტის დახრჩობას ცდილობდა, ასევე იმუქრებოდა, რომ მანქანიდან იარაღს ამოიღებდა და მოკლავდა. “თანასწორობის მოძრაობის” თანამშრომლებმა …

ახალი ამბები


არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევის ფაქტზე

გვსურს, გამოვეხმაუროთ 2018 წლის 26 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე პოლიციის მიერ მშვიდობიანი შეკრების უფლებაში უხეში ჩარევის ფაქტს. როგორც მედიით გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, აქციის მონაწილეები კარვის განთავსებას ტროტუარზე გეგმავდნენ, რაც არ გამოიწვევდა პარლამენტის შენობის ფუნქციონირების შეფერხებას/ბლოკირებას. პოლიციის თანამშრომლებმა დაშალეს კარვის კონსტრუქცია და აქციის მონაწილეებს არ მისცეს შესაძლებლობა, პროტესტი …

ახალი ამბები