აივ/შიდსი


მეცნიერების რწმენით, პირველი ქალი სრულად განიკურნა აივ ინფექციისგან

მეცნიერების რწმენით, ამერიკელი პაციენტი მესამე ადამიანია, რომლის აივ დადებითი სტატუსიც მკურნალობას დაექვემდებარა.  პაციენტმა ლეიკემიის მკურნალობის პროცესში გადაინერგა ღეროვანი უჯრედი, რომელიც ეკუთვნოდა პიროვნებას, ვისაც ჰქონდა გამომუშავებული აივ-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტი. უკვე 14 თვე გავიდა რაც ქალი ვირუსისგან თავისუფალია.  თუმცა, ექსპერტები ეჭვობენ, რომ გამოყენებული ტრანსპლანტირების მეთოდი აივ დადებითი ყველა ადამიანისთვის იყოს შესაფერისი.  პაციენტის შემთხვევის შესახებ საზოგადოებას განუცხადეს დენვერში გამართულ …

ახალი ამბები


ინექციური პრეპი აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ დაამტკიცა

20 დეკემბერს ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ დაამტკიცა პრეპ პროგრამის ახალი მეთოდი, რომლის საშუალებითაც აივ ინფექციის გავრცელების პრევენცია უფრო ეფექტური გახდება.  ახალი მეთოდი, აპრეტუდი [Apretude] (კაბოტეგრავირის გახანგრძლივებული გამოშვების საინექციო სუსპენზია) გულისხმობს, ყოველდღიურ რეჟიმში აბების ნაცვლად ორ თვეში ერთხელ ინექციის მიღებას. აპრეტუდი განკუთვნილია იმ მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის, ვინც იწონის სულ მცირე 35 კილოგრამს. აპრეტუდი მიიღება პირველად ორი …

ახალი ამბები


ჯანმო: აივ-დადებით პირებს კოვიდ ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ

აივ დადებითი ადამიანები კოვიდ19-ის ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფად უნდა მიიჩნიონ, აცხადებს გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაცია. ჯანმოს მოსაზრება ეყრდნობა კვლევას, რომლის მიხედვითაც, აივ დადებითი ადამიანებს უფრო ხშირად სჭირდებათ ჰოსპიტალიზება კოვიდ 19-ის გართულებების გამო, რაც შესაძლოა ლეტალურადაც დასრულდეს. კვლევის ფარგლებში შეისწავლეს კორონავირუსით ინფიცირებული აივ დადებითი 15 000 პაციენტის ისტორია. კვლევაზე დაყრდნობით ჯანმო ასკვნის, რომ: აივ დადებითი ადამიანებს 13%-ით …

ახალი ამბები


ქვიარ და აივ-დადებითი ადამიანების შრომითი დისკრიმინაციისგან დაცვის საერთაშორისო გარანტიები

საქართველოში ბოლო წლებში გატარებული პოზიციური საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, ქვიარ[1] და აივ-დადებითი ადამიანებისთვის  შრომითი უფლებების რეალიზება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. 2014 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამ და შრომის კოდექსით შრომითი დისკრიმინაციის აღმოფხვრის გარანტიების გაძლიერებამ, პრაქტიკაში არსებული სირთულეები ვერ გადაჭრა. დასაქმების ხელმისაწვდომობა, დაბალანაზღაურებადი შრომა, დასაქმების ადგილზე არასათანადო მოპყრობა (შევიწროება) ქვიარ და …

ბლოგი


აივ-ის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინის შესაქმნელად კვლევა წარმატებით მიმდინარეობს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე კვლევის პირველადი შედეგების მიხედვით, მეცნიერებმა მიაგნეს საშუალებას, რომლითაც შესაძლებელია გააძლიერონ ორგანიზმი, თავად გამოიმუშაოს ანტისხეულების კონკრეტული სახეობა აივ ინფექციასთან საბრძოლველად. მეცნიერების მიიჩნევენ, რომ ყველაზე ეფექტური ის ვაქცინა იქნება, რომელიც წაახალისებს ორგანიზმს ეფექტურ დროში თავად გამოიმუშაოს ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულები (ფაგაები/bNAbs; ანტისხეულების კონკრეტული სახეობა, რომელი ეფექტურია აივ ინფექციასთან საბრძოლველად). ამ მიზნით სწორედ ახლა მიმდინარეობს …

ახალი ამბები


სამედიცინო უნივერსიტეტმა სახალხო დამცველის რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა სახალხო დამცველის რეკომენდაციის გათვალისწინებით ადამინის უფლებებთან შესაბამისობაში მოიყვანა სახელმღვანელოები “ბიოეთიკა” და “სასამარლო მედიცინა”. სახალხო დამცველმა “თანასწორობის მოძრაობისა” და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” განცხადებების საფუძველზე მიმართა სამედიცინო უნივერსიტეტს, რომ ზემოაღნიშნულ სახელმძღვანელოებში არსებული ჩანაწერები არ შეესაბამებოდა ადამიანის უფლებათა განმარტების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ამდენად, საგანმანათლებლო სფეროში აფერხებდა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის რეალიზებას და ვერ …

ახალი ამბები


თანასწორობის მოძრაობამ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა

„თანასწორობის მოძრაობამ“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შეიტანა. საკანონმდებლო წინადადების თანახმად: სისხლის სამართლის კოდექსის 131-ე მუხლის მოქმედი რედაქცია „შიდსი შეყრა“ იცვლება „სისხლის და სქესობრივი გზით გადამდები დაავადების შეყრით“; კანონპროექტით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება სისხლის და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შეყრის/შეყრის საფრთხის შექმნისთვის; განსაზღვრულია დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებები; საქართველოს სისხლის სამართლის …

ახალი ამბები