თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა სახალხო დამცველის რეკომენდაციის გათვალისწინებით ადამინის უფლებებთან შესაბამისობაში მოიყვანა სახელმღვანელოები “ბიოეთიკა” და “სასამარლო მედიცინა”.
სახალხო დამცველმა “თანასწორობის მოძრაობისა” და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” განცხადებების საფუძველზე მიმართა სამედიცინო უნივერსიტეტს, რომ ზემოაღნიშნულ სახელმძღვანელოებში არსებული ჩანაწერები არ შეესაბამებოდა ადამიანის უფლებათა განმარტების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ამდენად, საგანმანათლებლო სფეროში აფერხებდა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის რეალიზებას და ვერ უზრუნველყოფდა უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფოს მიერ გაცხადებული მიზნების მიღწევას.
“ბიოეთიკასა” და “სამედიცინო მედიცინის” წიგნებში, რომლებიც სახელმძღვანელოდ გამოიყენება უნივერსიტეტში გვხვდებოდა ჰომოფობიური და სტიგმის გამაძლიერებელი ჩანაწერები. უნივერსიტეტის ახლად გამოცემულ სახელმძღვანელოებში გათვალისწინებულია რეკომენდაციები და ამოღებულია სტიგმის გამაძლიერებელი და ჰომოფობიური კომენტარები.