20 დეკემბერს ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ დაამტკიცა პრეპ პროგრამის ახალი მეთოდი, რომლის საშუალებითაც აივ ინფექციის გავრცელების პრევენცია უფრო ეფექტური გახდება.
ახალი მეთოდი, აპრეტუდი [Apretude] (კაბოტეგრავირის გახანგრძლივებული გამოშვების საინექციო სუსპენზია) გულისხმობს, ყოველდღიურ რეჟიმში აბების ნაცვლად ორ თვეში ერთხელ ინექციის მიღებას.
აპრეტუდი განკუთვნილია იმ მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის, ვინც იწონის სულ მცირე 35 კილოგრამს. აპრეტუდი მიიღება პირველად ორი ინექციით ერთი თვის ინტერვალით, შემდეგი ინექციები კი ორი თვის ინტერვალით მიიღება.
“დღევანდელი გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საშუალება აივ პანდემიის დასასრულებლად. ორ თვეში ერთხელ მისაღები ინექცია მაღალი რისკის მქონე ინდივიდებისა და კონკრეტული ჯგუფებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა ექნება. ისინი, ვინც თავს იკავებენ, ჩაერთონ ყოველდღიურ მკურნალობაში, მეტად დაინტერესდებიან”, – ამბობს დებრა ბერნკრანტი, აშშ-ს სურსათისა და წამლის ასოციაციის ანტირეტროვირუსული განყოფილების დირექტორი.
იმის მიუხედავად, რომ პრეპ პროგრამაში ჩართულობის კუთხით არის მიღწევები, გასაკეთებელი კიდევ ბევრი რჩება. პრეპი მოითხოვს წესების ზედმიწევნით დაცვას, რათა ეფექტური იყოს მისი მოქმედება აივ-ის პრევენციის მიზნით. თუმცა, მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფები, მაგალითად, მსმ (მამაკაცები, ვისაც სექსი აქვთ მამაკაცებთან) თემი ნაკლებად მისდევს ყოველდღიურ მკურნალობას. სხვა ინდივიდუალური მახასიათებლები – ნარკოდამოკიდებულება, დეპრესია, სიღარიბე და მკურნალობაზე ყოფნის დამალვა, გავლენას ახდენს თერაპიის მოთხოვნების დაცვას. ექიმები იმედოვნებენ, რომ ხანგრძლივი ეფექტის მქონე თერაპიაზე ხელმისაწვდომობა, უფრო მეტად შეუწყობს ხელს პრეპ პროგრამაში ჩართულობის ამაღლებას.
პრეპი – პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მეთოდია. ყოველდღიურად 1 აბის მიღებით, პრეპი აივ ინფექციისგან 99%-მდე დაგიცავთ.
პრეპ პროგრამაში ჩასართავად დაგვიკავშირდით “თანასწორობის მოძრაობის” მისამართზე: უშანგი ჩხეიძის ქუჩა #19 მეორე სართული,თბილისი.
თანასწორობის მოძრაობა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ, თქვენს საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულ მომსახურებას!
წყარო: www.fda.gov