აივ-ის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინის შესაქმნელად კვლევა წარმატებით მიმდინარეობს


ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე კვლევის პირველადი შედეგების მიხედვით, მეცნიერებმა მიაგნეს საშუალებას, რომლითაც შესაძლებელია გააძლიერონ ორგანიზმი, თავად გამოიმუშაოს ანტისხეულების კონკრეტული სახეობა აივ ინფექციასთან საბრძოლველად.

მეცნიერების მიიჩნევენ, რომ ყველაზე ეფექტური ის ვაქცინა იქნება, რომელიც წაახალისებს ორგანიზმს ეფექტურ დროში თავად გამოიმუშაოს ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულები (ფაგაები/bNAbs; ანტისხეულების კონკრეტული სახეობა, რომელი ეფექტურია აივ ინფექციასთან საბრძოლველად). ამ მიზნით სწორედ ახლა მიმდინარეობს კვლევა ადამიანებში, რომლის ფარგლებშიც იყენებენ აივ-ის გარემცველი ცილის სტაბილიზებულ/უცვლელ ვერსიას, რომელიც სისხლში იმაზე მეტხანს რჩება, რა დროც საკმარისია ფართოდ გამანეიტრალებელი აინტისხეულების შექმნის ხელშეწყობისთვის.

მიმდინარე წელს გაცხადდა, რომ აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა გამოიყენა ვირუსული ვექტორის (ხერხი, რომელიც ეფუძნება უჯრედში გენეტიკური მასალის შეყვანას) ვაქცინა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულების წარმოქმნას ორგანიზმში. ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულები გამოიყენება იმ კვლევებში, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს აივ-ის მკურნალობის, პრეპის და განკურნების პროგრამების განვითარებას.

აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარმა კაზაცამ განმარტა, რომ მათ აირჩიეს ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულის “სახეობა” – VRC07. ორგანიზმში ანტისხეულის წარმოქმნისას იმუნური სისტემა ასევე წარმოქმნის ანტი ანტისხეულებს, წარმოქმნილი ანტისხეულების გასანეიტრალებლად. შესაბამისად, ანტი ანტისხეულები ებრძვიან იმ ანტისხეულებს, რომლებიც თავის მხრივ უნდა ებრძოლონ აივ-ის ვირუსს. VRC07 კი არ იწვევს ანტი ანტისხეულის წარმოქმნას და იმაზე მეტხანს რჩება სისხლში, რა დროც საკმარისია აივ ვირუსთან საბრძოლველად.

კვლევის ფარგლებში აღნიშნული ვაქცინა მისცეს 8 აივ ინფიცირებულ მოხალისეს. მათი ასაკი 30-დან 60-წლამდე მერყეობს (საშუალო ასაკი 52); 6 იყო კაცი და ორი – ქალი. ყველა მათგანის ვირუსული დატვირთვა 25-ზე ქვემოთ იყო, ხოლო CD4 უჯრედების საშუალო მაჩვენებელი – 528. ვაქცინა სამი სხვადასხვა გეგმის მიხედვით მიეცათ. პირველ სამ მოხალისეს მისცეს (50 მილიარდი ვექტორული გენომე/კილოგრამზე). პირველ მოხალისეს ეს დოზა მისცეს 2018 წლის იანვარში. ამ სამი მოხალისის გარდა კიდევ ორ მოხალისეს მისცეს ვაქცინა, რომელიც ათჯერ მეტ ვექტორულ გენომეს შეიცავდა კილოგრამზე. მეორე ნაკადი 2018 წლის აპრილში დაიწყო.

ბოლო სამ მოხალისეს მისცეს გაერთიანებული დოზა (2.5. ტრილიონი ვექტორი/კილოგრამზე). მესამე ნაკადი 2019 წლის მარტში დაიწყო. იმის გამო რომ ამ ოდენობის ვაქცინის შეყვანა ერთ ჯერზე შეუძლებელია, რვა ან ცხრა ეტაპად შეიყვანეს ორგანიზმში. სამ მოხალისეს აღენიშნებოდა საშუალო დონის ტკივილი და ქავილი იმ ადგილას, სადაც ინექცია გაუკეთეს. ერთ მოხალისეს მეორე ნაკადიდან განუვითარდა საშუალო დონის სისტემური ქავილი კუნთებისა, ესაა ჩვეულებრივი რეაქცია ვაქცინაზე.

კვლევამ აჩვენა, რომ ყველა მოხალისეს გამოუმუშავდა ანტისხეულები ვირუსის გარეთა ცილოვან კაფსულაზე (რომელიც იცავს აივ-ს), მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამან არ შეუშალა ხელი VRC07-ის, ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულების, წარმოქმნას. კვლევის მონაცემების მიხედვით, ყველა მოხალისეს გამოუმუშავდა ფართოდ გამანაეიტრალებელი ანტისხეულები (VCRC07) დიდი ან მცირე დოზით. თუმცა, ეს არ მომხდარა მალევე.

ანტისხეულების ვირუსული წარმოქმნის პირველი პიკი პირველი აცრიდან მეექვსე კვირაში დაიწყო. სამი მოხალისის შემთხვევაში, ასეთი რამ მოხდა: ორი მოხალისის შემთხვევაში ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულების წარმოქმნა დაღმასვლით წარიმართა, მესამის შემთხვევაში კი მცირე ნიშნულზე შეჩერდა. აღმოჩნდა, რომ სამივე მოხალისის შემთხვევაში წარმოიქმნა ანტი ანტისხეულები, რომლებმაც გაანეიტრალეს ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულები.

ხუთი მონაწილის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულების წარმოქმნის მეორე პიკს, რომელიც აცრიდან მე-14 კვირაში დაიწყო და მე-20 კვირამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში, მეორე პიკის დროს,  ანტისხეულები იმ დოზით, ან უფრო მაღალი ინტენსივობით წარმოიქმნა, ვიდრე პირველი პიკის დროს.

მკლავზე მრავალჯერადი აცრის შემთხვევაში ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულების დონე ორჯერ მაღალი იყო პირველი პიკის დროს. ერთ მოხალისეში 22 კვირის შემდეგ ისევ დაიწყო კლება, სხვა მოხალისის შემთხვევაში დარჩა მაღალი და 48 კვირის (თითქმის ერთი წლის) განმავლობაში ასე შენარჩუნდა.

საქმე ისაა, რომ კვლევა ჯერ კიდევ გრძელდება – მოხალისეებს ხუთი წლის განმავლობაში უნდა დააკვირდნენ, ეს დრო ჯერ არ გასულა. მეცნიერები ინტერესდებიან იმით, მომავალ პერიოდში კიდევ გაიზრდება თუ არა ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულების წარმოქმნა და VRC07-ისთვის წარმოქმნის დრო საკმარისია/ეფექტურია თუ არა აივ ვირუსთან საბრძოლველად.

ცოტა მეტი ინფორმაცია აივ-სა და ანტისხეულებზე

ვაქცინების უმეტესობა ხელს უწყობენ იმუნური სისტემის ბ ტიპის უჯრედებს, რომ წარმოქმნან ანტისხეულები ინფექციასთან საბრძოლველად. ანტისხეულები ნაკრებია განსაკუთრებით იოლად ხსნადი ცილოვანი მოლეკულებისა, რომლებიც თავს ესხმიან პათოგენებს და პირდაპირ ანადგურებენ მათ ან “მონიშნავენ” ინფიცირებულ უჯრედებს იმგვარად, რომ ისინი იმუნური სისტემის სხვა ნაწილებმა გაანადგურონ.

ამ ეტაპზე, აივ ვაქცინების შედეგები არაა დამაკმაყოფილებელი. მართალია ცდებით დავადგინეთ, რომ ზოგიერთი ვაქცინა ნამდვილად ეხმარება აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გააქტიურებას, თუმცა ისინი ან არაეფექტური, ან  მცირედ ეფექტურია.

ყველასთვის ცნობილია, რომ აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნა რთულია. ანტისხეულების ის რაოდენობა, რაც წარმოიქმნება აივ-თან საბრძოლველად საკმარისი არაა, შესაბამისად, ჩვენი ანტისხეულებრივი პასუხი არასაკმარისია. ის, თუ რატომაა არაეფექტური აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები კვლავ გამოძიების საკითხია, რომელიც სამ ძირითად პრობლემას უკავშირდება:

  1. აივ-ის უზარმაზარი გენეტიკური მოქნილობა: იმუნური სისტემის მიერ ბუნებრივად წარმოქმნილი ანტისხეულები მოქმედებენ მხოლოდ სპეციფიკური ვირუსის წინააღმდეგ და არა სხვის მიმართ;
  2. “გლიკანის ფარი”: აივი იცავს თავის გარეთა ცილას, რომელიც ქმნის “შვერილებს” ვირუსის ზედაპირზე. გარეთა ცილის საშუალებით აივ ინფექცია აღწევს უჯრედებში და ამავე დროს ამ ცილის დახმარებით იკრავს/ბოჭავს ანტისხეულებს, რომლებიც ეწინააღმდეგება შეღწევას;
  3. იმუნური გადარჩენა: აივ ინფექციას საკუთარი მოქნილობისა და მუტაციის საშუალებით შეუძლია განივითაროს “წინააღმდეგობა” ანტისხეულების მიმართ, ისევე როგორც მედიკამენტების წინააღმდეგ. ქრონიკული აივ ინფექციის პირობებში მიმდინარეობს მუდმივი “გამალებული შეიარაღება” იმუნურ სისტემასა და ვირუსს შორის. სამწუხაროდ, აივ-ი “ერთი ფეხით” წინ უსწრებს იმუნურ სისტემას.

აივ ინფექციის წინააღმდეგ ექიმებისა და მკვლევრებისთვის მნიშვნელოვანი იარაღი ზემოთ ნახსენები ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულებია, რომლებსაც შეუძლიათ გადალახონ პირველი და მეორე ბარიერები. ხოლო მესამე ბარიერის გალახვა შეეძლებათ, თუ მათ წარმოქმნას დიდი დრო აღარ დასჭირდება. “ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულების დასახელებაში “ფართოდ” მიანიშნებს იმაზე, რომ მათ შეუძლიათ იმოქმედონ უამრავი ვირუსული ფორმის წინააღმდეგ და აქვთ უნარი, რომ “გლიკანის ფარი” გაარღვიონ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ რეაგირება ჰქონდეთ და  შეაღწიონ აივ-ის ყველა მეტად მიუღწეველ ნაწილებში.

ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულები მხოლოდ აივ ინფიცირებულთა მცირე რაოდენობაში წარმოიქმნება და ისიც მხოლოდ ინფიცირებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, რაც უკვე საკმაოდ დაგვიანებულია: ვირუსი განიცდის მუტირებას და დაინფიცირების ხანგრძლივობა ღლის იმუნურ სისტემას. ფართოდ გამანეიტრალებელ ანტისხეულებს შეუძლიათ ბაზისი შექმნან ძლიერი ვაქცინისა და მკურნალობისთვის და საფუძველი მოუმზადონ განკურნებასაც კი.

წყარო: www.aidsmap.com