სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს აივ ინფექციის ისეთი ტესტები, რომლებიც სარისკო ქცევიდან 1 ან 2 დღეში აჩვენებს მოხდა ადამიანის ინფიცირება თუ არა. ანტისხეულების გაჩენას სისხლში სეროკონვერსია ეწოდება. ხოლო პერიოდს ინფიცირებიდან სეროკონვერსიამდე –”ფანჯარა პერიოდი“.
თუკი გქონდა სარისკო ქცევა ადამიანთან, რომლის აივ სტატუსიც უცნობია, ან სახეზეა აივთან ასოცირებული მაღალი რისკი, მოგვმართე 72 საათის განმავლობაში პოსტ-ექსპოზიციურ პროფილაქტიკაში ჩასართვად, რომელიც დაგიცავს აივ ინფექციით ინფიცირებისგან.
რამდენ ხანში უნდა ჩავიტარო ტესტირება აივ ინფექციაზე დაუველი კავშირის შემდგომ?
არსებობს სხვადასხვა სახის აივ ტესტები და მათი ფანჯარა პერიოდიც სხვადასხვაა.
ფანჯარა პერიოდის დაცვა ტესტირებამდე ძალზედ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ადრეულმა ტესტირებამ შესაძლოა მოგვცეს ცრუ უარყოფითი შედეგი. ამ დროს კი პირი შესაძლია ინფიცირებული იყოს და აქტიურად ავრცელებდეს ვირუსს, ვინაიდან ინფიცირების პირველ ეტაპზე, აივ რნმ-ის რაოდენობა სისხლში და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში ძალზედ მაღალია.
მესამე თაობის ანტისხეულების ტესტები (ELISA-იმუნოფერმენტული ანალიზი)
აღნიშნული ტესტი ეძებს აივ ანტისხეულებს სისხლში (იმუნოგლობულინი M და G). ტესტის ფანჯარა პერიოდი კი სარისკო ქცევიდან 22-31 დღეა . ადამიანთა 99%-ს საკმარისი ანტისხეულები 50 დღის შემდგომ უვითარდებათ.
კომბინირებული ტესტები (combo p24 AG/AB)
აღნიშნულ ტესტებს სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიებენ (კომბო ტესტი, ანტიგენ/ანტისხეულების ტესტი, მეოთხე თაობის ტესტი). კომბინირებული ტესტები ძალიან მაღალი სენსიტიურობითა და სიზუსტით გამოირჩევა და ის სისხლში როგორც აივ ანტისხეულებს, ასევე აივ ანტიგენს ეძებს.
ადამიანთა უმეტესობა p24 ანტიგენის წარმოქმნის ინფიცირებიდან 2-4 კვირაში, რაც სავსებით საკმარისია ტესტისთვის ვირუსის საპოვნელად. თუმცა, აღნიშნული ტესტის ფანჯარა პერიოდს 14 ან 18 დღითაც განსაზღვრავენ ხშირად.
PCR ტესტები ( პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდი)
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდის ტესტები(PCR/პჯრ), რომელთაც აივ რნმ-ის პოვნა შეუძლია სისხლში, ძალიან სენსიტიური და ზუსტია. ამ სახის ტესტები არა აივ ანტისხეულს ან ანტიგენს, არამედ თავად ვირუსის ნაწილაკებს ეძებენ სისხლში. საქართველოში არსებულ PCR ტესტებს ვირუსის უმცირესი ნაწილეკების (20 ერთეულამდე) პოვნა შეუძლიათ. PCR ტესტის ფანჯარა პერიოდი საშუალოდ 7-10 დღემდე მერყეობს.
სისხლის და ნერწვის სწრაფი ტესტები
ტესტები, რომლებსაც თანასწორობის მოძრაობა გთავაზობთ, სწრაფი სისხლისა და ნერწყვის ტესტებია, (მაგ. OraQuick) რომელსაც სისხლში და ნერწყვში აივ ანტისხეულების პოვნა 10-15 წუთში შეუძლია. აღნიშნული ტესტების ფანარა პერიოდი 3 თვეა.
ყოველთვის ზუსტია ტესტი?
ტესტმა შესაძლოა მოგვცეს ცრუ უარყოფითი, სუსტი დადებითი, სუსტი უარყოფითი, გაურკვეველი და ორაზროვანი პასუხები თუ:
- პირი მოიხმარს პრე-ექსპოზიციურ პროფილაქტიკას;
- პირი მოიხმარს პოსტ-ექსპოზიციურ პროფილაქტიკას;
- პირი იმყოფება არვ მკურნალობაზე;
საერთაშორისო სახელმძღვანელოებით, პრე და პოსტ ექსპოზიციური პროფილაქტიკის დროს რეკომენდებულია მხოლოდ 4 თაობის ლაბორატორიული ტესტები.
უფასო, სწრაფი და მარტივი ტესტების გამოსაწერად, ეწვიეთ საიტს : Selftest.ge
De Souza MS et al. Initiation of Antiretroviral Therapy During Acute HIV-1 Infection Leads to a High Rate of Nonreactive HIV Serology. Clinical Infectious Diseases 63: 555-561, 2016.
Stefic K et al. Non-reactive HIV-1 self-tests after sustained viral suppression following early antiretroviral therapy. International AIDS Society Conference on HIV Science, Paris, abstract MOPEB0253, 2017.
Donnell D et al. The effect of oral preexposure prophylaxis on the progression of HIV-1 seroconversion. AIDS 31: 2007-2016, 2017.
Smith DK et al. A Strategy for PrEP Clinicians to Manage Ambiguous HIV Test Results During Follow-up Visits. Open Forum Infectious Diseases 5: ofy180, 2018.