ჯანმო: აივ-დადებით პირებს კოვიდ ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ


აივ დადებითი ადამიანები კოვიდ19-ის ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფად უნდა მიიჩნიონ, აცხადებს გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაცია.

ჯანმოს მოსაზრება ეყრდნობა კვლევას, რომლის მიხედვითაც, აივ დადებითი ადამიანებს უფრო ხშირად სჭირდებათ ჰოსპიტალიზება კოვიდ 19-ის გართულებების გამო, რაც შესაძლოა ლეტალურადაც დასრულდეს.

კვლევის ფარგლებში შეისწავლეს კორონავირუსით ინფიცირებული აივ დადებითი 15 000 პაციენტის ისტორია. კვლევაზე დაყრდნობით ჯანმო ასკვნის, რომ:

  • აივ დადებითი ადამიანებს 13%-ით უფრო მეტად დაუდგებათ საჭიროება, რომ  გადაიყვანონ ჰოსპიტალში მწვავე ან კრიტიკული გართულებებით ასაკის, გენდერისა და ერთდროულად ორი ქრონიკული დაავადების გართულებების გამო;
  • ისინი უფრო მეტად არიან გარდაცვალების საფრთხის წინაშე ჰოსპიტალიზების შემთხვევაშიც; აივ დადებით ადამიანებს 30%-ით ეზრდებათ იმის რისკი, რომ დაიღუპონ კოვიდ19-ის მწვავე ფორმების შემთხვევაში
  • აივ დადებით ადამიანებთან ერთად, დიაბეტის, ჰიპერტენზიის (მომატებული სისხლის წნევა) მქონე, მამრობითი სქესისა და 75+ ასაკი დაკავშირებულია  დაკავშირებულია სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან.

იმის მიუხედავად, რომ  კოვიდ19-ის მძიმე ფორმების გამოვლენის რისკი ზომიერია, ეს საკითხი აქტუალური ხდება ისეთ ქვეყნებში, როგორიც სამხრეთ აფრიკაა, სადაც აივ დადებითი ადამიანების რიცხვი მაღალია.

წყარო: www.aidsmap.com