ახალი ამბები


ვეხმიანებით “სოლიდარობის მარშს” და საპატრიარქოს განცხადებას

გვსურს გამოვეხმაუროთ 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილ “სოლიდარობის მარშს” და 3 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას. მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს განცხადება არის საფრთხის შემცველი და  ირიბად მოუწოდებს მოქალაქეებს “სოლიდარობის მარშში” მონაწილეთა წინააღმდეგ მობილიზებისაკენ. განცხადების თანახმად, 5 ივლისს მშვიდობიანი პარაკლისის გადახდა იგეგმება, მაგრამ 2013 წლის 17 მაისის შემდგომი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ მიმართული …

ახალი ამბები


შსს-მ უნდა დაიცვას „ღირსების მარშის“ მონაწილეთა უსაფრთხოება | არა ფობიას!

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას „ღირსების მარშის“ მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება. 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ იგეგმება. ღონისძიების გამართვას საფრთხეს უქმნიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალური მედიის გამოყენებით, ღიად და საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ და აანონსებენ კონტრაქციას მარშის მონაწილეთა წინააღმდეგ.   კონტრაქციის …

ახალი ამბები


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა თვითნებურად და უსამართლოდ მიმდინარეობს

2021 წლის 17 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების კენჭისყრა გაიმართა და შედეგად 9 კანდიდატი შეირჩა.[1] კანდიდატების შერჩევის მიზნით საბჭოში მიმდინარე პროცესი არსებითად პრობლემური იყო, რადგან საბჭოს წევრების შეფასებები აჩენდა არათანმიმდევრულობის, კანდიდატების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულების და შაბლონურობის შთაბეჭდილებას. მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გავლენებისა და კორპორატივიზმის შესახებ წლებია აქტიურად საუბრობენ …

ახალი ამბები


“სვლა მომავლისკენ” – ახალი ბუკლეტი აივ-დადებითი ადამიანებისთვის

თუ ახლახანს შეიტყვე საკუთარი აივ-დადებითი სტატუსის შესახებ, სახელმძღვანელო დაგეხმარება გაიგო მეტი აივ-ინფექციის შესახებ. აივ-დადებითი სტატუსის გაგება ადამიანებში არაერთგვაროვან ემოციებს აღძრავს. როგორც წესი, აივ-დადებით პირებს ამ დროს შფოთვა, დეპრესია და უსამართლობის გრძნობა უჩნდებათ. ეს სავსებით ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ თუ შფოთვა და დეპრესია ხელს გიშლით სრულფასოვან ცხოვრებაში,    აუცილებლად გაესაუბრეთ სპეციალისტს. წინამდებარე სახელმძღვანელოში შევეცდებით ნათლად და მარტივად …

ახალი ამბები
დოკუმენტები
თარგმანი


AGT-მ აივ ინფექციის გენური თერაპიით განკურნების კვლევაში პირველი პაციენტი ჩართო

გასულ წელს, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA)  მიერ გაიცა ნებართვა, აივ ინფექციის გენური თერაპიის პირველი ეტაპის კვლევების დასაწყებად , რომელსაც ამერიკის გენის ტექნოლოგიები(AGT) აწარმოებს. AGT103-T აივ ინფექციის ფუნქციური „განკურნებისთვის“ შექმნილი გენური თერაპიის მოდელია, რომლის მთავარ მიზანს, აივ-დადებითი ადამიანის ფუნქციური განკურნება წარმოადგენს. AGT103-T წარმოადგენს გენეტიკურად მოდიფოცირებულ უჯრედულ პროდუქტს, რომელიც მიღებულია ადამიანების კუთვნილი უჯრედებისგან და ex …

ახალი ამბები


კოალიცია: საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ინკლუზიური პროცესით უნდა შეირჩეს

2021 წლის 26 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, თამაზ ცაბუტაშვილს, უფლებამოსილების ვადა ეწურება.  სასამართლოს ახალი წევრი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს და კანონმდებლობის თანახმად, ახალი წევრი თანამდებობაზე 26 ივნისიდან 16 ივლისამდე შუალედში უნდა გამწესდეს.  უკანასკნელ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს ისედაც სუსტ რეპუტაციასა და ნდობას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. აღნიშნულს განსაკუთრებით შეუწყო ხელი საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო ორი წევრის დანიშვნამ. …

ახალი ამბები


არვ მედიკამენტების მიღება : საკვებით თუ მის გარეშე? (ცხრილი)

  ნუკლეოზიდის ანალოგი შებრუნებითი ტრანსკიფტაზას ინჰიბიტორები   მედიკამენტის დასახელება საკვების საჭირობა აბაკავირი მიიღეთ საკვებით, ან საკვების გარეშე ემტრიციტაბინი მიიღეთ საკვებით, ან საკვების გარეშე ლამივუდინი მიიღეთ საკვებით, ან საკვების გარეშე ზიდოვუდინი მიიღეთ საკვებით, ან საკვების გარეშე (საკვებთან ერთად მიღება, მშესაძლოა ღებინების შეგრძნება შეამციროს)     კომბინირებული მედიკამენტები მედიკამენტი საკვების საჭიროება ატრიპლა (ეფავირენცი / ემტრიციტაბინი / ტენოფოვირი …

ახალი ამბები


შემოქმედება თანასწორობისთვის – პროექტის შეჯამება

“თანასწორობის მოძრაობამ” განახორციელა პროექტი “Making Art For Empowerement – შემოქმედება თანასწორობისთვის”, რომლის მიზანია გააძლიეროს ლგბტქი თემი და დაამსხვრიოს ქვიარ თემის მიმართ არსებული სტერეოტიპები ხელოვნების დახმარებით. პროექტი განხორციელდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, გააძლიეროს ლგბტქი თემის წევრი და მხარდამჭერი ხელოვანები და შემოქმედებითი ჯგუფები, რომლებიც საკუთარი შემოქმედებით ლგბტქი თემის მიმართ უარყოფითი სტერეოტიპების დამსხვრევასა და …

ახალი ამბები