დღესდღეობით ორი რამ ტელეფონში აუცილებლად მოგვეპოვება: დასკანერებული პირადობის მოწმობა და “ნუდები” – ინტიმური სახის ფოტოები (Nudes). ციფრულ სამყაროში სხვა ადამიანებთან კომუნიკაციისას “ნუდები” ერთ-ერთ საკომუნიკაციო ენას წარმოადგენს და უპირატესია გაცნობის აპლიკაციებსა და საიტებზე. მიჩნეულია, რომ სექსთინგი (ადამიანებს შორის მობილური მოწყობილობით დამყარებული სექსუალური შინაარსის ტექსტური, ფოტო, ვიდეო კომუნიკაცია) ძირითადად90-ინების მიწურულსა და 2000-იანების დასაწყისში დაბადებული თაობის წარმომადგენლებს შორისაა პოპულარული.
მიუხედავად იმისა, რომ არაფიზიკური კომუნიკაციით დამყარებული ინტიმური კავშირი ერთი შეხედვით უსაფრთხოდ ჟღერს, ამ კავშირსაც ახლავს გარკვეული სახის რისკები, ვინაიდან კიბერ სამყაროში ადამიანის პირადი ინფორმაცია არასოდესაა დაცული.
ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე უფრო დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას ჩვენი არქივიდან:
ციფრული იდენტობის დაცვის გზები – თანამედროვეობის ახალი გამოწვევა | სალომე ჩაგელიშვილი “ეგალიტესთვის”
რაც შეეხება სექსთინგს, სანამ ინტიმური სახის ფოტოებს გააგზავნი, არსებობს უსაფრთხოების წესები, რომელთა დაცვაც რეკომენდებულია:
წესი #1: ასაკი
თუკი არ ხარ 18 წლის, არ გაუგზავნო ინტიმური შინაარსის შეტყობინებები, ფოტოები და ვიდეოები არც ნაცნობ და არც უცნობ ადამიანებს.
წესი #2: ნდობა
რამდენად ენდობი პირს, რომელსაც “ნუდებს” უგზავნი? დარწმუნებული ხარ, რომ არ შეინახავს, გაავრცელებს და არ დაგაშანტაჟებს? თუკი რამეში მაინც ეჭვი გეპარება, ნუ გაუგზავნი პირად ფოტოებს იმ მომხმარებელს, რომლის პროფილიც საეჭვოდ გამოიყურება,
წესი #3: ტელეფონის უსაფრთხოება
სექსუალური სახის ფოტოების შენახვისას (საკუთარ მობილურში) დააყენე პაროლი მობილურზე, რათა თქვენი პირადი ინფორმაცია მუდამ დაცული იყოს გარშემომყოფებისგან.
წესი #4: აპლიკაციები
Grindr, Snapchat და Instagram ის პლატფორმებია, რომლებიც მაქსიმალურად უსაფრთხოა ამ კუთხით და თქვენი ფოტოების სხვა მოწყობილობებში ჩაწერის საშუალებას არ იძლევა. იმ შემთხვევაში თუ სხვა მომხმარებელი თქვენს ფოტოებს ეკრანის ფოტოს [სქრინშოთი] გადაუღებს, შეტყობინება გეგზავნება.
ყოველთვის გამოიყენე ის პლატფორმა, სადაც მეტად დაცული იქნება თქვენ მიერ გაზიარებული ფოტოები და ვიდეოები. არ გამოიყენო აპლიკაციები, რომელთაც არ აქვთ მსგავსი ფუნქციონალი. (Messenger, Viber) აღნიშნულ აპლიკაციებში გამოიყენე Incognito Chat ფუნქცია)
წესი #5: არ გამოაჩინო სახე
დარწმუნდი, რომ ფოტოებში, რომელთაც აგზავნი, არ გიჩანს სახე ან რაიმე ისეთი ნიშანი, რომლითაც თქვენი იდენტიფიცირება მარტივად არის შესაძლებელი. ყოველთვის დაფარე სახე, ტატუ ან ნაიარევი ფოტოების გადაღებისას ან გადაგზავნისას. ამით შესაძლო შანტაჟს აიცილებ თავიდან.
წესი #6: რეალური შეხვედრები
თუკი სექსთინგი წარმატებული იყო და მან რეალობაში გადაინაცვლა, აუცილებლად გამოიყენე კონდომი, პრეპი და თავდაცვის სხვა საშუალებები, რომელთა მიღებაც “თანასწორობის მოძრაობაში” შეგიძლია.
თუკი თქვენს მიერ გაგზავნილი ფოტოებით ხართ ვინმეს მხრიდან შანტაჟის და მუქარის ობიექტი, მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს. სამართალდამცავ ორგანოებთან კომუნიკაციის დროს კი გქონდეთ თანასწორობის მოძრაობის იურისტების დახმარების იმედი!