არვ მკურნალობა : რეზისტენტობა მედიკამენტზე


მთავარი სათქმელი მოკლედ : 

  • რეგულარულად გამოტოვებული არვ მედიკამენტის დოზა ზრდის მედიკამენტზე რეზისტენტობის რისკს;
  • თუკი აივ-დადებით პირს მიღწეული აქვს არაგანსაზღვრად ვირუსულ დატვირთვამდე და ის ყოველდღიურად, ერთსა და იმავე დროს იღებს მედიკამენტს, რეზისტენტობა  ვერ განვითარდება;
  • ზოგიერთი ადამიანი აივ ინფექციით ინფიცირების დროს,  ისეთი შტამით ინფიცირდება, რომელიც მასპინძელის ორგანიზმში უკვე იყო რეზისტენტული რომელიმე მედიკამენტის მიმართ;
  • არსებობს  რეზისტენტობის ლაბორატორიული ტესტები, რომელიც თქვენს მკურნალ ექიმს დაეხმარება, გაიგოს ვირუსი რეზისტენტულია თუ არა მედიკამენტზე და ამის შემდგომ შეარჩიოს თქვენზე მორგებული მკურნალობის რეჟიმი.

     არვ მკურნალობაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას მედიკამენტებზე რეზისტენობა წარმოადგენს. აივ-დადებითი პირი, რომელიც არ იღებს მედიკამენტებს სათანადოდ, შესაძლოა რეზისტენტული გახდეს ერთი, ან ყველა რიგის მედიკამენტზე. ეს კი თავისთავად მკურნალობის პროცესს ართულებს.

აივ ვირუსი ყოვედღიურად მრავლდება და დღის განმავლობაში შესაძლოა აივ-მა საკუთარი თავის მილიონობით ასლი შექმნას. ასლი იდენტურია, თუმცა მცირე განსხვავებები  ე.წ. „კოპიოებს“ შორის მაინც არსებობს. ამ განსხვავებებს მუტაციას უწოდებენ. სწორედ ამგვარი მუტაციური ვირუსი არის მედიკამენტზე რეზისტენტობის განვითარების მიზეზი. მარტივად რომ ვთქვათ, მუტაციური აივ ინფექცია სრულად ან მეტწილად “გამძლე” ხდება მედიკამენტის მიმართ. სწორედ ასე ვითარდება რეზისტენტობა .

ვირუსის მიმართ რეზისტენტობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს, რის გამოც შესაძლოა მედიკამენტმა არ იმუშაოს. დღესდღეობით აივ ინფექციის საწინააღმდეგო 20-ზე მეტი მედიკამენტი არსებობს, მკურნალი ექიმი სპეციალური ტესტირების შემდგომ თავად გადაწყვეტს, ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე მკურნალობის ამა თუ იმ რეჟიმის დაწყებას.

 

 

 

 

 

 

როგორ შევამცირო რეზისტენტობის რისკები

  • მიიღე მედიკამენტი დანიშნულებისამებრ;
  • შეინარჩუნე არაგანსაზღვრადი ვირუსისული დატვირთვა- ამ დროს ვირუსი რეზისტენტული ვერ გახდება;
  • ჩაიტარე რეზისტენტობის შემამოწმებელი ტესტი მანამ, სანამ მკურნალობაში ჩაერთვები. ტესტის შედეგები ძალიან დაეხმარება ექიმს, სწორად შეარჩიოს მკურნალობის რეჟიმი შენთვის;
  • იყავი გულახდილი ექიმთან და საკუთარ თავთან. თუკი არ იღებ მედიკამენტებს ან გავიწყდება მათი მიღება, გაესაუბრე ექიმს, ვინაიდან ეს მას დაეხმარება სწორი რეჟიმის შერჩევაში. 

ჯვარედინი რეზისტენტობა

მას შემდეგ, რაც ვითარდება რეზისტენტობა რომელიმე კონკრეტულ მედიკამენტზე, შესაძლოა, რეზისტენტობა არა მხოლოდ მედიკამენტზე, არამედ მედიკამენტის მთელს იმ კლასზე განვითარდეს, რომელშიც ეს მედიკამენტი შედის. ამას ჯვარედინი რეზისტენტობა ეწოდება.

რეზისტენტობის ტესტები

როდესაც თავდაპირველად დგება დიაგნოზი, არვ მკურნალობის დაწყებამდე კეთდება რეზისტენტობის სისხლის ტესტი, რათა დადგინდეს, თქვენი ვირუსის შტამი არის თუ არა რეზისტენტული რომელიმე მედიკამენტზე ან მედიკამენტების მთლიან კლასზე. სწორედ რეზისტენტობის ტესტები ეხმარება ექიმს, სწორად წარმართოს მკურნალობის პროცესი და დაიყვანოს ვირუსის მაჩვენებელი არაგანსაზღვრადამდე.

რეზისტენტული ვირუსით დაინფიცირება

ხშირია შემთხვევები, როცა აივ-ით ინფიცირების დროს ადამიანი ინფიცირდება რეზისტენტული ვირუსით ერთი ან მეტი მედიკამენტის მიმართ. რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი მედიკამენტი ვეღარ იქნება გამოყენებული მკურნალობისთვის. თუმცა, როგორც წესი, მსგავსი შტამები არ არის რეზისტენტული იმ მედიკამენტების მიმართ, რომელიც ფართოდ აღარ გამოიყენება  აივ ინფექციის სამურნალოდ. ამიტომ, მსგავსი შტამის ქონის შემთხვევაშიც კი, შესაძლებელია მკურნალობა დავირუსის არაგანსაზღვრად მეჩვენებლამდე  დაყვანა.

 

არვ მკურნალობა რეკომენდებულია ყველა აივ-დადებითი პირისთვის დაავადების ნებისმიერ სტადიაზე!საქართველოში არვ თერაპია და ყველა ზემოთ აღწერილი სამედიცინო სერვისი უფასოა  და მას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი უზრუნველყოფს.