როგორ ვისიამოვნოთ სექსით აქტიურ როლში


თუკი აქტიური პირველად ცდისას შფოთვამ შეგიპყრო, ან გაინტერესებს როგორ მოიგრგო აქტიური როლი  პირველ ჯერზე უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ, ვფიქრობ, სწორ სტატიას კითხულობ.

ნაწილი #1 

აქტიური როლის პირველად ცდისას უმჯობესია, პარტნიორმა იცოდეს თქვენი იმჟამინდელი გამოცდილების შესახებ. დარწმუნდი,  რომ ჩვენი სტატია უსაფრთხო ბოთომინგის შესახებ წაკითხული გაქვთ შენ და  შენს პარტნიორს.

იმის მიუხედავად, რომ აქტიური როლი პასიურ როლთან შედარებით ბევრად მარტივი ჩანს, აქტიურ როლს და მთელს ამ პროცესს თან ახლავს მთელი რიგი ფიზიკური და ემოციური განცდები, რომელიც, როგორც წესი, თავს მაშინ იჩენს, როდესაც ადამიანი არ არის საკმარისად გამოცდილი სექსში ან სექსის ამა თუ იმ  პოზიციაში ყოფნით. უსაფრთხო შეღწევა– ეს არის ის პირველი ბარიერი, რომელსაც აქტიურ როლში მყოფები აწყდებიან. არასწორად შერჩეულმა პოზამ  ან მოძრაობამ, შესაძლოა ფიზიკური ტკივილი მიაყენოს შენს პარტნიორს.  თუმცა ნუ შეგეშინდება.  პოზიტიური წინასწარგანწყობა, მონდომება და ბევრი პრაქტიკა დაგეხმარება, გაიუმჯობესო შენი სექსუალური უნარები რაც, რა თქმა უნდა, შენს სექსუალურ ცხოვრებას გადაახალისებს.

გთხოვ, გაითვალისწონო რომ ეს არ არის სტატია, სადაც სამედიცინო სახის რჩევებს გავცემთ, თუკი თვლი, რომ გაქვს რაიმე სახის პრობლემა, უმჯობესია მიმართო ექიმს.

რას ნიშნავს იყო აქტი?

მოდი დავიწყოთ თავიდან.

აქტია ის ადამიანი, რომელსაც აქვს მიმღები ანალური, ორალური ან ვაგინალური სექსი. ძალიან ხშირად, აქტები წარმოდგებიან,  როგორც დომინანტური, დიდი აღნაგობის . თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ სტერეოტიპია და როგორც ზემოთ აღვნოშნეთ, აქტობა შეუძლია ყველას, განურჩევლად სექს პოზიციისა და ფიზიკური მონაცემებისა.

საზოგადოებაში დღემდე არსებობს მითი იმასთან დაკავშირებით, რომ აქტიურ როლში მყოფ ადამიანს, ბევრად ნაკლები შანსი აქვს, გადაედოს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. ეს ყველაფერი სიცრუეა და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი აქტის დროს ხდება სხეულებს შორის სითხეთა მიმოცვლა, ამიტომ სგგდ დაავადებების გადაცემის რისკები ისეთივეა, როგორც პასიურ როლში. ამიტომ სქესობრივი აქტით დაკავებამდე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი აივ სტატუსი და გამოკვლეული ვიყოთ სგგდ დაავადებებზე.

როგორ გავიგო ვარ თუ არა აქტი?

ამაზე ერთი პასუხი გვაქვს – ყველას შეუძლია იყოს აქტი!

სრულიად ჯანსაღია ის ფაქტი, რომ ადამიანს შეუძლია ცვალოს სექსუალური პოზიციები და ამით მან უკეთ გამოიკვლიოს რომელ პოზიციაში გრძნობს თავს უფრო კომფორტულად.  მაგალითისთვის გაცნობის აპლიკაციებში შეხვდებოდით ვინმეს, ვინც მხოლოდ აქტია ან ვინმეს, ვინც მხოლოდ  პასია. მნიშვნელოვანია რომ მანამ, სანამ ვეწევით სექსუალურად აქტიურ ცხოვრებას, არ შევუშალოთ ჩვენს თავს ხელი იმაში, გამოვიკვლიოთ და ვეძიოთ სექსის ახალი პოზიციები, ფეტიშები და სხვა.

ამის გარკვევის კარგი გზა პარტნიორთან იმ სექსუალური სურვულებისა და მისწრაფებების დატესტვაა, რომელიც თქვენს თავშია. ამასთან  კარგია პორნო ვიდეოს ნახვა, წარმოდგენა და შედარება იმისა, თუ რომელ პოზიციაში ისურვებდით ყოფნას. და ბოლოს, სექს სათამაშოები. სექს სათამაშოების გამოყენება მიგახვედრებს, რომელი სექს პოზიციაა შენთვის ბევრად კომფორტული.

როგორ მოვემზადოთ აქტობისთვის?

სექსი საუკეთესოა მაშინ, როდესაც სექსში მონაწილე თითოეულ პარტნიორს განსაზღვრული აქვს ის მოლოდინები და საზღვრები, რომელსაც ამ სქესობრივი აქტის შედეგად ელის. თუკი არ იცით, რა გსურთ, მოუსმინეთ პარტნიორს და ურთიერთპასტივისცემითა და ერთმანეთის სურვილების ცოდნით, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი სექსი წარმატებული იქნება.

ჰიგიენა სექსის დროს დიდ როლს თამაშობს, “ბოთომინგისგან” განსხვავებით, აქტებისთვის სექსისთვის მომზადება ბევრად მარტივია და ის თბილი წყლით და ინტიმ გელით პენისის ჰიგიენის დაცვას გულისხმობს.  თუკი “ფინგერინგის” ცდას გეგმავ, აუცილებელია დაიჭრა ფრჩხილები, რათა არ მიაყენო ტკივილი პარტნიორს და არ დაუზიანი ანალური ხვრელი.

როგორ გავუმკლავდეთ შფოთვას აქტობის პირველად ცდისას?

თუკი სექსი აქტიურ როლში  შენთვის პირველია, არ არის აუცილებელი ყველაფერი სწრაფად გააკეთო ან მოსინჯო შედარებით რთული პოზები. გახსოვდეს, რომ მხოლოდ გამუდმებული პრაქტიკით მიიღწევა სასურველი შედეგი ყველაფერში, მათ შორის აქტობაშიც. შეათანხმე პარტნიორთან გაჩერდეთ ან  შეისვენოთ თუკი შენ ან შენი პარტნიორი  არაკომფორტულად იგრძნობთ თავს.  სცადეთ ხელახლა  ან შეწყვიტეთ აქტი თუკი თვლით, რომ მცდელობა არაკომფორტული აღმოჩნდა.

     სიმშვიდის შენარჩუნება უპირატესია. მოდუნდით, ეს ბევრ გართულებას აგაცილებთ თავიდან. სექსიც ბევრად კომფორტული გახდება და დიდი შანსია  წარმატებით დასრულდეს. შფოთვა წარუმატებელი ცდის ერთერთი განმაპირობებელი მიზეზია. გახსოვედს რომ არავინ იბადება სექსის უნარებით, ყველანი ვსწავლობთ და ვიხვეწებით მთელი ცხოვრების განმავლობაში და ამაში სათაკილო არაფერია. თუკი შფოთვამ მაინც იჩინა თავი, ეცადეთ შექმნად შედარებით მშვიდი გარემო, დაბალი განათებით, სანთლებით და წყნარი მუსიკით. კონცენტრირდით მიზანზე, რომლის მიღწევაც გსურთ (ამ შემთხვევაში სიამოვნების მიღება თქვენთვის და ტქვენი პარტნიორისთვის). შეაქეთ პატნიორი და ნება მიეცით, იგივე გააკეთონ მათ თქვენთვის.

G წერტილი

პროსტატა ადამიანის ეგზოკრინული ჯირკვალია, ის გამოყოფს პროსტატის სეკრეტს, რომელიც პენისის საშუალებით გამოიყოფა. პროსტატა მენჯის ღრუში მდებარეობს შარდის ბუშტის ქვეშ.  მამაკაცების  დიდ ნაწილს სმენია პროსტატის შესახებ ძირითადად უარყოფით კონტექსტში (მაგ. პროსტატიტი, პროსტატის კიბო), თუმცა პროსტატა მამაკაცის სექსუალობისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია.   პროსტატა მამაკაცების ორგანოა, თუმცა ქალებშიც არსებობს მისი ანალოგი, რომელსაც სკენეს ჯირკვალი (პარაურეთრული ჯირკვალი) ჰქვია.  პროსტატის მასაჟი/სტიმულაცია თითქმის ყველა მამაკაცისთვის ძლიერ სასიამოვნოა. ჰომოსექსუალური კავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს პროსტატის სტიმულაცია.

პროსტატას მამაკაცის G წერტილსაც უწოდებენ, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე.  ავტორების ნაწილის მტკიცებით არსებობს პროსტატის ორგაზმი, რომელიც პენისის ორგაზმისგან განსხვავდება. პროსტატის ორგაზმს მამაკაცები აღწერენ მკვეთრად განსხვავებულს,  ვიდრე პენისის სტიმულაციით და ორგაზმით მიღებული სიამოვნებაა.

პროსტატის სტიმულაცია ეროტიული აღგზნების გარეშე შეიძლება არ იყოს სასიამოვნო, მეტიც მას შეიძლება ძლიერ უსიამოვნო განცდა ახლდეს თან თუ მამაკაცი აგზნებული არ არის.პროსტატის სტიმულაცია ორი გზით ხდება 1) ანუსიდან . 2) შორისიდან – შორისის მიდამოში არსებობს პროსტატის საპროექციო წერტილები.

პროსტატის პოვნისთვის საუკეთესო პოზიციაა, ზურგზე დაწოლა და ფეხების მუხლის სახსარში მოხრა. ან ფეხების მოხრა  მკერდისკენ.  ამ პოზიციაში ანუსიდან რამოდენიმე სანტიმეტრში წინ, პირდაპირ არის პროსტატა, რომელსაც შეიგრძნობს ადამიანი.  პროსტატა სწორი ნაწლავის კედელზე მიჭერით  შეიგრძნობა დაახლოებით 2-3 სანტიმეტრის  სიდიდის კაკლისებრ  ორგანოდ.  პროსტატის  სწორი ნაწლავის გავლით სტიმულაცია (ხახუნი, შეხება) იწვევს ძლიერ სასიამოვნო შეგრძნებას მამაკაცებში.

პროსტატის სტიმულაციამ შეიძლება გამოიწვიოს ორგაზმი და ეაკულაცია,  პენისის სტიმულაციისგან განსხვავებით, პროსტატის სტიმულაციით  მიღებული ეაკულაცია არ გამოიტყორცნება პენისიდან, არამედ იღვრება სუსტი ინტენსივობით.   პროსტატის სტიმულაციით განცდილი ორგაზმი ძლიერ ინტენსიური და სასიამოვნოა.

რამდენად უსაფრთხოა აქტობა?

აქტობა უსაფრთხოა, თუკი მისდევ უსაფთხო სექსის ყველა წესს:

  • გამოიყენე კონდომი ყოველი სქესობრივი აქტის დროს;
  • გამოიყენე ლუბრიკანტი;
  • გამოიყენე პრეპი;
  • დაიტესტე აივ ინფექციაზე და სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე 3 თვეში ერთხელ.
  • თუკი ხარ აივ დადებითი, ჩაერთე მკურნალობაში, რათა მიაღწიო არაგანსაზღვრად ვირუსულ დატვირთვას და აღარ იყო ვირუსის გადამცემი დაუცველი სქესობრივი აქტის დროს.

თუკი მიჰყვები ყველა ამ რეკომენდაციას, მაშინ დიახ, აქტობა ნამდვილად უსაფრთხოა.

რა ვქნა, თუკი სექსის დროს პარტნიორი ტკივილს განიცდის?

ხშირად პასიური როლში ყოფნა მტკივნეულია. ტკივილი შესაძლებელია იყოს გამუდმებითი ხასიათის ან დროებითი (გაელვებადი). მნიშვნელოვანია რომ თქვენ, როგორც აქტმა, იზრუნოთ პარტნიორზე სექსის განმავლობაში. უბრალოდ დასვით მარტივი კითხვა : „როგორ ხარ?“ , „ ხომ არ გტკივა?“ , „ავასწრაფო თუ შევანელო?“. ასე პარტნიორს აგრძნობინებთ, რომ თუკი მისთვის პროცესი არასასიამოვნო გახდება მას შეუძლია ნებისმიერ დროს გულწრფელად გითხრათ ამის შესახებ.

თუკი პარტნიორი გთხოვთ რომ გაჩერდეთ, დაუყოვნებლივ გაჩერდით, ვინაიდან მიუღებელია ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ დაკავდეთ მასთან ძალადობრივი სექსით.

იშვიათ შემთხვევაში აქტობასაც ახლავს თან სერიოზული დაზიანების რისკები. თუკი ან თქვენ ან თქვენი პატნიორი შეამჩნევთ სისხლს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ აქტი და მიმართეთ ექიმს.

როგორ შევინარჩუნო ერექცია?

ზოგიერთი აქტისთვის სრულიად არ წარმოადგენს პრობლემას ერექცია, მაგრამ ზოგიერთი აქტისთვის ეს დიდ პრობლემად რჩება და ძირითადად დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე. გასწავლით რამდენიმე მარტივ ხრიკს, თუ როგორ შევინარჩუნოთ ერექცია სექსის დროს:

  1. cock ring – ეს არის რეზონის ბეჭდისებრი ნივთი, რომელიც ეჭირება თქვენი პენისის ქვედა კიდეებზე და უზრუნველყოფს პენისის სიმყარეს სექსის განმავლობაში.
  2. უარი თქვით ალკოჰოლზე – ალკოჰოლი ერთერთია იმ მიზეზებიდან, რის გამოც მამაკაცებს ხშირად უჭირთ ერექცია.
  3. გამოიყენეთ მასტიმულირებელი წამლებიმასტიმულირებელი მედიკამენტები გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ექიმის დანიშნულებისამებრ გაქვთ ნაყიდი. მსგავსი მედიკამენტების თვითნებური გამოყენება დაუშვებელია და საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას!