“თანასწორობის მოძრაობა” ეხმაურება 15 დეკემბერს თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აფრიკის დასახლებაში მდებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟის პროცესს.
სახელმწიფომ წლების განმავლობაში ვერ მოახერხა უსახლკარო პირთა მხარდაჭერის პოლიტიკის შემუშავება და მოსახლეობის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რაც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განუყოფელი ნაწილია. სახელმწიფო ვალდებულია, ზრუნავდეს ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების მიწოდებაზე. ნაცვლად ამისა, თბილისის მერია თავისი გადაწყვეტილებით უსახლკაროდ ტოვებს ათობით ოჯახს.
ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური და ეკონომიკური კრიზისიდან, აგრეთვე, Covid-19-თან დაკავშირებული პანდემიიდან გამომდინარე, მერიის გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას, დამატებით საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
შესაბამისად, მოვუწოდებთ თბილისის მერიას:

დემონტაჟის პროცესი;

