ქართულ-შვედური ქვიარ ფილმის პრემიერა კანში გაიმართება


და ჩვენ ვცეკვავთ

ქართულ-შვედური ქვიარ ფილმის “და ჩვენ ვცეკვავთ”, რომელიც ორი მოცეკვავის ისტორიას მოგვითხრობს, პრემიერა კანის კინოფესტივალის დამოუკიდებელ სექციაში 16 მაისს გაიმართება.

“და ვცეკვავთ” ქართული წარმომავლობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმია. ლევან აკინს აქამდე გადაუღია “კონკრეტული ხალხი” (პრემიერა 2012 წელს, ტრიბეკას კინოფესტივალზე მოეწყო), მისი მეორე ფილმი ფენტეზის საშინელებათა ფილმია – “წრე”. მესამე ფილმით, იგი უბრუნდება ქართულ ფესვებს.

ოფიციალური სინოფსისის მიხედვით: “მერაბი საქართველოს ეროვნულ ანსამბლში ბავშვობიდან ცეკვავს თავის პარტნიორ მერისთან ერთან. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც ქარიზმატული და უდარდელი ირაკლი შეიჭრება. ირაკლი გახდება მისი ყველაზე ძლიერი მეტოქეც და მისწრაფებაც. კონსერვატიულ გარემოში მერაბს უწევს, რომ გათავისუფლდეს და გარისკოს.”

“ამ ფილმით, როგორც რეჟისორი დავუბრუნდი ჩემს ფესვებს. ადამიანების რეალური ცხოვრება ფილმში და საქართველოში მიმდინარე მოვლენები გავლენას ახდენს ისტორიაზე.  ეს არის მუდმივად განვითარებადი ისტორია. მოყვე ამბავი ახალგაზრდა ლგბტქ+ ადამიანებსა და მათ მცირე მასშტაბიან ბრძოლებზე, მაგრამ ამავდროულად აჩვენო საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და ისტორია ფართო მასშტაბით. ეს ფილმი საინტერესო იქნება არამარტო იმ კუთხით, რომ შეგვახედებს მსოფლიოს იმ ნაწილში, რომელიც არც თუ ისე ბევრი ადამიანისთვისაა ნაცნობი, არამედ ესაა გულწრფელი ფილმი, თავისუფლების მნიშვნელობაზე”, – წერს ლევან აკინი რეჟისორის განაცხადში.

“რეჟისორთა ორკვირეული” კანის კინოფესტივალის დამოუკიდებელი სექციაა. იგი 1969 წელს ფრანგ რეჟისორთა გილდიამ დაარსა.

წყარო: www.indiewire.com