“ხარ არასასურველი კლიენტი” – “მაჭახელაში” ტრანსგენდერი ქალები არ შეუშვეს


რესტორან “მაჭახელაში” დაზარალებული ორი ტრანსგენდერი ქალის ინტერესებს “თანასწორობის მოძრაობა” იცავს.

გუშინ, 4 აპრილს დილით მეიდანზე მდებარე რესტორან “მაჭახელაში” ორი ტრანსგენდერი ქალი არ შეუშვეს, დაცვის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს ტერიტორია.

რესტორნის თანამშრომლები მათ ტრანსფობიური გამონათქვამებით მიმართავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მათთვის სასურველი სტუმრები არ იყვნენ.

ერთერთ ტრანსგენდერ ქალს აქვს ფიზიკური დაზიანება. ადგილზე მისული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.