ლგბტქი მოგზაურობის ინდექსში საქართველო 95-ე ადგილს იკავებს


თბილისი

“სპარტაკუს”-ის “ლგბტქი სტუმართმოყვარე ქვეყნების ინდექსის მიხედვით 197 ქვეყანას შორის საქართველო 95-ე ადგილს იკავებს. ინდექსის მიზანია, რომ გამოავლინოს ქვეყნები, სადაც მოგზაუობა ლგბტქი ადამიანებისთვის უსაფრთხოა.

ინდექსის შეფასებისას 14 კრიტერიუმია გამოყენებული, რომლებიც სამი კატეგორიის მიხედვითა დაჯგუფებული. პირველი კატეგორია მოიცავს სამოქალაქო უფლებებს, მეორე კატეგორია მოიცავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, რომელსაც შეიძლება ლგბტქი ადამიანი წააწყდეს. მასში შედის მოგზაურობაზე შეზღუდვა აივ-პოზიტიური ადამიანებისთვის, ასევე პრაიდის ან სხვა სახის დემონსტრაციების აკრძალვა. მესამე კატეგორიაში შედის ინდივიდუალური საფრთხეები, როგორიცაა სიკვდილით დასჯა ან დაპატიმრება.

საქართველოს ნაწილში დადებითადაა შეფასებული ის, რომ საქართველოში მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა. უარყოფითადაა შეფასებული, რომ საქართველოში დაცული არა ტრანსგენდერი ადამიანების უფლებები, რელიგიური ინსტიტუტის გავლენა და ადგილობრივების მტრული განწყობები კვებავს ჰომოფობიას, ხდება მკვლელობები სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის ნიადაგზე.

ინდექსში პირველ ადგილს იყოფენ კანადა, პორტუგალია და შვედეთი, რომლებსაც მაღალი შეფასებები აქვთ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის, ქორწინების/პარტნიორის ყოლის უფლების გამო, შვილად აყვანის, ტრანსგენდერთა უფლებების დაცულობის გამო.

ხოლო 197-ე ადგილას არის ჩეჩნეთი, სადაც ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ რეპრესიები მიმდინარეობს, ადამიანის უფლებების დამცველები საუბრობენ იმაზე, რომ ლგბტქი ადამიანებს ხოცავენ, დიდი ნაწილი კი გაუჩინარებულია. ჩეჩნეთის წინა ადგილს სომალი და საუდის არაბეთი იკავებს.