20 აპრილს, თბილისის ერთერთ ღამის კლუბთან ორ ლგბტ აქტივისტს ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ.
კლუბის შესასვლელთან რიგში დგომისას 4 ადამიანი თავს დაესხა გიორგი თაბაგარსა და ლევან ბერიანიძეს.
“შაბათ საღამოს გართობასაც არ შეგარგებენ ამ ქალაქში. ერთ-ერთი ღამის კლუბის რიგში სრულიად უმიზეზოდ, ჰომოფობიურ ნიადაგზე ადამიანებმა თავს უფლება მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს. კორექტულობისკენ რომ მოვუწოდე შემდეგ ფიზიკურზეც გადავიდნენ და ახლა საავადმყოფოსა და განყოფილებებში მოგვიწევს ღამის გატარება. ლევან ბერიანიძეს სავარაუდოდ ცხვირი აქვს გატეხილი. მეც ხელზე მცირე დაზიანება მაქვს და კიდევ ორ ადამიანს მოხვდა გაშველებისას. ძალიან დამღლელი და დამთრგუნველია ეს ყველაფერი“, – ამბობს გიორგი თაბაგარი.