ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობის” გამოხმაურება “ღირსების მარშთან” დაკავშირებით

გვსურს, გამოვეხმაუროთ „თბილისის პრაიდის” გარშემო შექმნილ მდგომარეობას და მივმართოთ ლგბტ+ თემის წევრებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრიარქოსა და პოლიტიკურ პარტიებს. გვსურს განვაცხადოთ, რომ “თანასწორობის მოძრაობა” არასდროს ყოფილა ჩართული თბილისის პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაში. ამასთან, ჩვენი ორგანიზაცია მონაწილეობას არ იღებს არცერთ ამ ღონისძიებაში. ეს ღონისძიებები ტარდება “თბილისის პრაიდის” მიერ, რომელიც დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციაა. მიმართვა თემის …

ახალი ამბები


სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ერთ ადამიანს ბრალი წაუყენეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით ერთ ადამიანს წარუდგინეს ბრალი. პოლიციის ცნობით, 2019 წლის 19 მაისს, ღამის საათებში ჩაქვში, ზ.ყ., სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქე უ. ყ.-ს. მუქარა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ უ.ყ.-ს ქვიარ თემთან დაკავშირებულ ერთერთ ტელეგადაცემაში მონაწილეობდა. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულ ზ.ყ.-ს წარედგინა ბრალდება სექსუალური ორიენტაციის …

ახალი ამბები


თანასწორობის მოძრაობის ინიციატივით შსს-ს თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ

თანასწორობის მოძრაობის ინიციატივით ეუთომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარა თემაზე “მშვიდობიანი მანიფესტაციის მართვა და დაცვა.” ეუთოს ეგიდით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ორი სამუშაო შეხვედრა ჩაატარა, რომლებიც 14-17 მაისს და 27-31 მაისს გაიმართა. სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდა შუა და მაღალი რანგის 43 სამართალდამცავი, რომლებსაც ჰქონდათ შესაბამისი გამოცდილება მანიფესტაციების გამართვის კუთხით. სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს მშვიდობიანი მანიფესტაციების გაძღოლის …

ახალი ამბები


სახალხო დამცველი: სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ჰომოფობიური განწყობების შემცირებას

საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურა “თბილისის პრაიდის” შესახებ შსს-ს განცხადებას და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი საზოგადოებაში ჰომოფობიური განწყობების შემცირებას. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიერ ამ უფლების სრულფასოვანი რეალიზება და შესაბამისი რესურსის მობილიზებით, მოახდინოს კერძო პირებისგან …

ახალი ამბები


გამოხმაურება “თბილისის პრაიდის” შესახებ შსს-ს განცხადებასთან დაკავშირებით

გვსურს, გამოვეხმაუროთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გაკეთებულ ლგბტ ადამიანებისთვის დამამცირებელ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ განცხადებას, სადაც, უწყების თქმით, ისინი ვერ უზრუნველყოფენ 23 ივნისს “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი საჯარო მსვლელობის – ღირსების მარშის – სათანადო დაცვას. ჩვენი აზრით, აღნიშნული პოზიცია ნათლად წარმოაჩენს სახელმწიფოს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასა მჩაგვრელობასა და გულგრილობას საკუთარი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი მოქალაქეებისადმი. 2012 …

ახალი ამბები


შსს აცხადებს, რომ “თბილისის პრაიდის” უსაფრთხოებას ვერ დაიცავს

მოლაპარაკებების მიუხედავად “თბილისის პრაიდის” ორგანიზატორებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის შეთანხმება მსვლელობის უსაფრთხოების დაცვაზე ვერ მიაღწიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ის ვერ დაიცავს მსვლელობის მონაწილეების უსაფრთხოებას, პრაიდის ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ ისინი მაინც ჩაატარებენ მსვლელობას და არ წყვეტენ მზადებას. “თბილისის პრაიდი” 18-23 ივნისის პერიოდში ჩატარდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31 მაისს გაავრცელა განცხადება, რომ “თბილისის …

ახალი ამბები


რას გულისხმობს “დამოუკიდებლობის მემორიალი” – ქვიარ არტისტის პერფორმანსი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქვიარ არტისტმა ანდრო დადიანმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 24 საათიანი პერფორმანსი “დამოუკიდებლობის მემორიალი” დადგა. პერფორმანსი, რომლის კონცეფციაა, ”დამოუკიდებლობა თავისუფლების ერთგვარი შესავალია”, დამოუკიდებლობის მისეული გააზრების მცდელობაა. პერფორმერი თითქმის თავისი ხნის, თავისუფლების ზღურბლთან მდგომ საქართველოზე საუბრობს; ოკუპირებულ, დანაწევრებულ სახელმწიფო კონცეფციაზე, მენტალობაზე, საზოგადოებაზე და ტერიტორიებზე რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მომავალს. 24 საათის მანძილზე პერფორმერი ქვეყნის, როგორც ცოცხალი …

ახალი ამბები


ახალგაზრდას ჰომოფობიის ნიადაგზე მოკვლით ემუქრებიან – გაზეთი ბათუმელები

“გაზეთ ბათუმელების” ინფორმაციით, ბათუმში მცხოვრებ ახალგაზრდას, ნათესავები მოკვლით ემუქრებიან, რადგან მან აჭარის ტელევიზიის გადაცემაში ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღის შესახებ ისაუბრა. ივა ყურშუბაძის თქმით, სოფელ ჩაისუბანში მარტოდ მცხოვრებ მის ბებიას შვილიშვილის ფიზიკური განადგურებით ახლობლები 18 მაისს დაემუქრნენ. 17 მაისს სოფელში „აჭარის ტელევიზიის“ გადაცემა „ჰეშთეგი“ ნახეს, სადაც ივა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაზე და თანასწორობაზე საუბრობდა. „მუქარის გარდა, ბებიას სიტყვიერი …

ახალი ამბები