პოლიცია


შსს აცხადებს, რომ “თბილისის პრაიდის” უსაფრთხოებას ვერ დაიცავს

მოლაპარაკებების მიუხედავად “თბილისის პრაიდის” ორგანიზატორებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის შეთანხმება მსვლელობის უსაფრთხოების დაცვაზე ვერ მიაღწიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ის ვერ დაიცავს მსვლელობის მონაწილეების უსაფრთხოებას, პრაიდის ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ ისინი მაინც ჩაატარებენ მსვლელობას და არ წყვეტენ მზადებას. “თბილისის პრაიდი” 18-23 ივნისის პერიოდში ჩატარდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31 მაისს გაავრცელა განცხადება, რომ “თბილისის …

ახალი ამბები


პოლიციის არაეთიკური საქციელის გამო ქვიარ აქტივისტმა გენინსპექციას მიმართა

ქვიარ აქტივისტმა, რომელსაც პოლიციამ ძალის გამოყენებით ლგბტ დროშა არ გააშლევინა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა. ქვიარ აქტივისტი ნიკა წიქარიშვილი მოითხოვს, რომ იმ პოლიციელების მიმართ, რომლებმაც მას და მის მეგობარს ხელი შეუშალეს გაეშალა ლგბტ დროშა და ინტერვიუ მიეცა ერთერთი მედიასაშუალებისთვის, გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყოს. კერძოდ, იგი მოითხოვს, რომ სამართალდამცავებს დააკისრონ დისციპლინური პასუხისმგებლობა არაეთიკური ქცევის გამო. ნიკა …

ახალი ამბები


პოლიციამ საქსესზე თავდასხმაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ბარ საქსესში 19 დეკემბერს მომხდარ ჰომოფობიურ თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს. პოლიციის ცნობით, დაკავებული, რომელსაც ბრალად ედება ორი პირის მიმართ ძალადობა, 1997 წელსაა დაბადებული. გამოძიების ინფორმაციით, გ.ჯ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. პოლიცია აცხადებს, რომ გ.ჯ-მ, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა,  სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თბილისში მდებარე ბარ „საქსესში“ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აღნიშნული …

ახალი ამბები


ლგბტ თემის წევრის დაშანტაჟების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავეს. დაზარალებულის ინტერესებს “თანასწორობის მოძრაობა” იცავს. დაზარალებულმა თანასწორობის მოძრაობას მომართა, იმის შესახებ, რომ ბრალდებული, რომელთანაც მას ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა, თვეების განმავლობაში ფულს სძალავდა, ემუქრებოდა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით. დაზარალებულის თქმით, ბრალდებული ემუქრებოდა, რომ თუ თანხას არ მისცემდა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციას გაამჟღავნებდა. საზოგადოებაში არსებული …

ახალი ამბები


ტრანსგენდერ ქალზე ძალადობის ბრალდებით ბათუმში ერთი ადამიანი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტრანსგენდერი ადამიანის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია უწყებამ, დღეს, 15 დეკემბერს გაავრცელა. პოლიციის ცნობით, 1990 წ. დაბადებული გ.ჩ. გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბათუმში, ღამის საათებში, ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე, გ.ჩ-მ, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური …

ახალი ამბები


საქართველოს შს სამინისტროს მიერ საქართველოს კონსტიტუციის განგრძობადმა და უხეშმა დარღვევამ პარლამენტის წინ ძალადობის ესკალაცია გამოიწვია

არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით ზაზა სარალიძის დაკავებას და მიგვაჩნია, რომ ზაზა სარალიძის ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტრის მიერ ადამიანის უფლებების უხეში და განგრძობითი დარღვევის გამოძახილია. ზაზა სარალიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ საქართველოს პარლამენტის წინ მრავალდღიანი მშვიდობიანი პროტესტის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ, როცა აქციის მონაწილეებს …

კატეგორიის გარეშე


საპატრიარქოსთან სტენსილებისთვის დაკავებული ლგბტ აქტივისტები სასამართლომ დაზარალებულად არ ცნო

2016 წლის 17 მაისს საპატრიარქოსთან ანტიჰომოფობიური სტენსილების გაკვრის დროს დაკავებული ლგბტ აქტივისტების სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება 2016 წლის 17 მაისს 10 ლგბტ აქტივისტის დაკავებას. ლგბტ აქტივისტებმა ვერ შეძლეს ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის ჩატარება 2016 წელს, მათ ანტიჰომოფობიური სტენსილები გააკრეს რამდენიმე ადგილას, მთ შორის, საპატრიარქოს კედელზე. იმ დროს როდესაც, აქტივისტები სტენსილს ამზადებდნენ, …

ახალი ამბები


აქტივიზმი თანასწორობისთვის, ლალი ინასარიძე

“ყველა ადამიანი თანასწორია, განურჩევლად იმისა, არის თუ არა იგი განსხვავებული რაიმე ნიშნით. სამწუხაროდ, დღევანდელ ჩვენს საზოგადოებაში არის ჰომოფობიური განწყობები, რაც ხელს უწყობს და ახალისებს დისკრიმინაციული მოტივით დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, პოლიციელის როლი დისკრიმინაციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია და გარდა იმისა, რომ პოლიციელმა უნდა მოახდინოს მყისიერი რეაგირება აღნიშნულ დანაშაულებებთან დაკავშირებით, ასევე უნდა იზრუნოს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაზე. როდესაც დანაშაული ხდება …

აქტივიზმი თანასწორობისთვის
კამპანიები